რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას უმასპინძლა და 75:12 დაამარცხა

შეხვედრის მე-4 წუთზე სადებიუტო შეხვედრაში ლელო ოთარ ლაშხმა დადო, გარდასახვა კი ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

მე-9 წუთზე თავისი პირველი ლელოს ავტორი უკვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, გარდასახვაზე კი სიზუსტით უკვე კვლავ ლუკა მატკავა გამოირჩა.

23-ე წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანზე ბურთი კვლვ აკაკი ტაბუცაძემ დაამიწა და ეროვნულ ნაკრებში 21-ე ლელო მიითვალა, ლუკა მატკავამ კი მორიგი გარდასახვა გაიტანა.

ეროვნული ნაკრების მე-14 ნომერმა თავისი მესამე ლელო გერმანელებს 31-ე წუთზე დაუდო, გარდასახვაზე კვლავ ზუსტი მატკავა იყო.

36-ე წუთზე ლელო კონსტანტინე მიქაუტაძემ დადო, ლუკა მატკავამ კი უკვე მე-5 გარდასახვა გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლო ლელო თორნიკე ჯალაღონიამ დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც არ ააცილა.

მეორე ნახევარი გერმანელთა ლელოთი დაიწყო, რომელიც 48-ე წუთზე ფელიქს ლამერსმა გაიტანა, გარდასახვა კი ზუსტად ედუარდ სტელამ ვერ შეასრულა.

53-ე წუთზე ლელოს გატანა კვლავ ქართველებმა იზეიმეს - ამჯერად მისი ავტორი გიორგი ცუცქირიძე გახდა, გარდასახვისა კი კვლავ ლუკა მატკავა.

57-ე წუთზე "ბორჯღალოსნებში" კიდევ ერთი სადებიუტო ლელო ვიხილეთ, რომელიც მიშიკო ალანიამ გაიტანა, მერვე გარდასახვა ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.

61-ე წუთზე ლელო ედუარდო სტელამ დაგვიდო და გარდასახვაც მან ზუსტად დაარტყა.

65-ე წუთზე ლუკა მატკავამ ამჯერად ლელო დადო, რასაც გარდასახვაც მიაყოლა.

70-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, ლუკა მატკავამ კი ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა.

79-ე წუთზე ლელო კვლავ გიორგი ცუცქირიძემ დადო, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა გერმანია მეათედ დაამარცხა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპაზე მორიგ შეხვედრას 11 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან გამართავენ.

mesxi
ფეღბურთშიც რომ მოუგოთ ესეთებს საჭიროა ესეთი სულისკვეთებით თამაში და ესეთი სამწვრთნელო შტაბი! გილოცავთ ბიჭებო და მწვრთნელებო მაგჰრები ხართ!
მერაბ გ.
მოუხედავად გერმანელი რეგბისტების სიფარჩაკისა, მაინც კარგად ჟღერს: საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრები 75:12 (ფეხბურთის ენაზე 11:2) გაანადგურა! ერთი მოვესწრებოდე გერმანიის, საფრანგეთის და მათნაირების ფეხბურთში ძლევას!
გიო
ალანია სანაკრებე არაა..
გიორგი
გილოცავთ, გაიხარეთ ბიჭებო! კარგი იქნება ფედერაციამ რომ შუკვეთოს ანიმაციური ფილმი რაგბის წესებზე. თამაშგარე, შერკინება, რაქი, არ გადაგორება, მოლი, გაჭედვა და ა.შ. ეს იქნებოდა რაგბის პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება. ამის შემდეგ გაცილებით მეტი გულშემარკივარი გაუჩნდება ქართულ რაგბს და ტრიბუნებიც შეივსება.
ანდრი
შენც კაი პივის კაცი ხარ ელიას.
ელიასი
ძალიან დასანანია, რომ რუსეთი გაწიხლეს აქედან. აბა, იმაზე დიდ სიამოვნებას სხვა რა მოგვანიჭებდა, თუ არა მეასეჯერ ზედიზედ რომ მივარჭობდით მწარედ მათსავე გაყინულ მოედანზე. ახლა ეს პერსპექტივა ხელიდან დაგვისხლტდა, ეეეჰჰჰჰ, ვაი-ვუი! რაც შეეხება პატივცემულ გერმანელებს, ისინი მგონი ისე დამძიმდნენ ამდენი ლუდის სმით, რომ მალე, როგორც ჩანს, ფეხბურთშიც კი შემოგვეჭმებიან მათივე ლუდის ზედ დაყოლებით.
გიუშა
მატკავა რა ბიჭია,ყოჩაღ ძმაო!!!
სააკაძე
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!
მერაბი
მადლობა,ბიჭებო.გაიხარეთ!
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ