მოგებულს, დიდი შანსია, მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-3 ჩოგანი რუსი ვერა ზვონარევა გადაეყაროს
"ბაქოს თასზე" (WTA, 220 ათასი დოლარი) გუშინ მხოლოდ 4 მატჩი გაიმართა ერთეულთა თანრიგში - მიზეზი სიცხეა, რის გამოც ნაშუადღევს პაუზა გამოაცხადეს. ასე რომ, მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ანა ტატიშვილი (93) და თათია მიქაძე (377) დაუპირისპირდებიან, დღეს, 21 ივლისს გაიმართება.

ორი წლით უმცროსი ტატიშვილის სასარგებლოდ რეიტინგი თავისთავად მეტყველებს, ანა თათიას თითქმის 300 ადგილით უსწრებს. ამ შეხვედრის გამარჯვებული 70 სარეიტინგო ქულასა და 5,3 ათას დოლარს დაიბევებს, წაგებული კი 30 ქულით და 2,9 ათასი დოლარით დაკმაყოფილდება. მოგებულს, დიდი შანსია, მეოთხედფინალში მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ვერა ზვონარევა (რუსეთი) გადაეყაროს.

"ბაქოს თასის" წყვილთა ბადეს ხუთი ქართველიდან მხოლოდ ანა ტატიშვილი შერჩა. ის რუს ქსენია პერვაკთან ერთად თამაშობს. პირველ წრეში მათ მეტოქეები (გეორგატუ, სოლოვიევა) არ გამოუცხადნენ. აზერბაიჯანის დედაქალაქში სუფთა ქართული წყვილი მხოლოდ ერთი იყო: მიქაძემ და სოფიო შაფათავამ პირველ ნომრად განთესილებთან, გალინა ვოსკობაევასთან (ყაზახეთი) და მონიკა ნიკულესკუსთან (რუმინეთი) წააგეს - 3:6, 2:6. სოფიო ქვაცაბაიასა და რუსი მარინა შამაიკოს წყვილი "უაილდ ქარდით" მიწვეულ გუნდთან (აბდურაიმოვა, ფარჰადი) დამარცხდა - 4:6, 3:6. ეკა გორგოძემ და მარია ჟარკოვამ ვერაფერი გააწყვეს დანიელა დომინკოვიჩთან (ავსტრალია) და ნოპავან ლერტჩეევაკარნთან (ტაილანდი) - 6:7 (5), 6:4, 4:10.

28 წლის მაკა ჩახნაშვილი (224) რეიტინგით "ბაქოს თასზე" მოხვდებოდა, მაგრამ საქართველოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა გადაწყვიტა ლუქსემბურგში, პეტანჟის საერთაშორისო ტურნირში (100 ათასი დოლარი) ასპარეზობა. ჩვენებურმა პირველ წრეში იტალიელ ვივიენ ვიერინს (639) მოუგო - 6:3, 3:6, 6:2. მერვედფინალში მაკას მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი ჩეხი პეტრა ჩეტკოვსკაა (49). ჩახნაშვილი აქამდე 3-ჯერ შეხვედრია ჩეტკოვსკას, სამჯერვე ჩეხმა იმარჯვა. წყვილთა ბადეში ქართველი ავსტრალიელ ჯესიკა მურთან ერთად გამოდის.

თურქეთის ქალაქ სამსუნში დაიწყო 25-ათასიანი ტურნირი, რომლის საკვალიფიკაციო ბადეში ორი ქართველი ჩაება. ნათია გეგიამ რუმინელი დიანა მარკუ დაამარცხა - 6:4, 7:6 (10), ხოლო თამარ ცხაკაია რუს ევგენია სვინცოვასთან დამარცხდა - 1:6, 0:6. გეგია ძირითად ბადეში გავიდა, თუმცა პირველივე წრეში წააგო სერბ ტამარა ჩუროვიჩთან (728) - 7:6 (7), 0:6, 4:6.

შვეიცარიულ კლოსტერსში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული პირველობა, სადაც 18 წლის გიორგი ცივაძე ასპარეზობს. გიორგი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, 1/32 ფინალში კი ქართველმა იტალიელ ლუკა პანკალდის (167 ახალგაზრდულ რეიტინგში) მოუგო - 6:4, 6:4. მესამე წრეში მისი მეტოქე ფრანგი მატიას ბურჟეა (79).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"