სუპერლიგის მორიგი ტური დღეს რუსთავში რეკორდული მატჩით დასრულდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა "რუსთავმა" დავით გასიტაშვილის "ვერას" უმასპინძლა და 59-ქულიანი სხვაობით – 129:70 სძლია. ამ მატჩში დაფიქსირდა მიმდინარე სუპერლიგის არაერთი რეკორდი, იქნება ეს მოპოვებული ქულები, ანგარიშში სხვაობა, ჩაგდებული ორქულიანები… ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სუპერლიგის აუტსაიდერმა "ვერამ"" ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია საკმაოდ კარგად მოასპარეზე "რუსთავს" და უიმედოდ წააგო.

მატჩის ბედი ლამის პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 31:13 მოიგეს. ანატოლი ბოისამ საკმაოდ კარგი გუნდი შეკრა. თითოეულ მოთამაშეს კარგი როლი მოარგო და აათამაშა. გუგა პატაშური, რომელიც 29 იანვარს გამართულ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის MVP გახდა, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშის პრიზი რომ თამაშდებოდეს, მისი მოგების უმთავრესი კანდიდატი სწორედ პატაშური იქნებოდა. რუსთავის სპორტსკოლაში გაზრდილმა ფორვარდმა უდიდესი პროგრესი განიცადა და დღეს ის ქვემოქართლელთა გუნდის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერია.

პატაშურისა და მისი 2 კბილა მოთამაშის – ლევან ბაბილოძისა და ლუკა ბულაშვილის ზეშედეგიანი თამაშით "რუსთავმა" ძალიან იოლად სძლია მეტოქეს. სამივე ეს მოთამაშე სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და რუსთავშია გაზრდილი, თუმცა ქვემოქართლურ გუნდში ისინი ისე შეთამაშდნენ – რუსთაველების მოწონებული.

ბაბილოძემ 18-დან 12 ორქულიანი ჩააგდო და 28 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 5 პასიც მიითვალა. ბულაშვილმა 26 ქულა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. პატაშურის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ვერელთაგან 15 ქულით ბომბარდირი ლუკა ზაქრაძე გახდა. 14 ქულა კაიდენ რაისის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით "რუსთავი" მოგება-წაგებებით "კავკასიას" გაუთანაბრდა და მასთან ერთად სუპერლიგის ცხრილის მე-2 ადგილს იყოფს. "ვერა" კი ბოლო ადგილზეა და ისეთ ვითარებაშია, სუპერლიგიდან დაქვეითების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

GBF

გივი_ჩვენ_ვართ
თებერვლის სანაკრებო თამაშებზე გამოიძახეთ სუპერ ლიგის გამორჩეული მოთამაშეები ( პატაშური და ბულაშვილი) ვისაც ეკუთვნის ნაკრებში თამაში, აღარ გვინდა მერაბ ბოქოლიშვილის გამოძაღება , დავიღალეთ . ვინც კარგ სეზონს ატარებს ისინი გამოიძახეთ და არა ნეპოტიზმით
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"