ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

კვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებამდე 2 კვირა დარჩა. ბოლო პერიოდში თუკი ქართველ ფეხბურთელს ჯგუფურ ეტაპზე ვნახავდით, უკვე კარგ მიღწევად მივიჩნევდით, პლეი-ოფში მონაწილეობა კი ფანტაზიის სფერო იყო. ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ბევრი რამ და მათ შორის, ესეც შეიცვალა და უკვე ვფიქრობთ იმაზე, ფრანკფურტის "აინტრახტთან" დაპირისპირება ნეაპოლელებისთვის რამდენად რთული ბარიერი იქნება.

გრანდებთან დუელის აცდენა გამართლებად კი ჩაითვალა, თუმცა გერმანული კლუბი რთული მოწინააღმდეგეა, რომელმაც წინა სეზონში გზიდან "ბარსელონა" ჩამოიცილა და ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა. ისინი ამჟამად ბუნდესლიგაში მე-5 ადგილს იკავებენ და მიუნხენის "ბაიერნის" შემდეგ ყველაზე მეტი გოლი (40) აქვთ გატანილი. უკანასკნელი შეხვედრა, სადაც ფრანკფურტელებმა მეტოქის კარის ვერ დალაშქრეს, 2022 წლის 8 ოქტომბერს ("ბოხუმთან" 0:3) იყო.

ავსტრიელი გლასნერის გუნდმა ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროს ნიდერლანდური პსვ-დან ფილიპ მაქსი შეიძინა, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი გერმანიაში აქვს გატარებული. გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე უკვე 39 წლის იაპონელი მაკოტო ჰასებეა, რომელიც ახლა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოდის. კიდე ერთი იაპონელი, დაიჩი კამადა, კატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან კარგად უნდა გვახსოვდეს, სადაც მისმა ნაკრებმა გერმანია და ესპანეთი დაამარცხა. მიმდინარე სეზონში 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს 2014 წლის მუნდიალის ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორს, მარიო გიოტცეს.

ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობა - იტალიის ჩემპიონატში 8 გოლი და 9 შედეგიანი პასი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოწინავეთა სიაშია სწორედ მომავალი მეტოქის, ფრანკფურტის "აინტრახტის" ფრანგი ლიდერი, 24 წლის რანდალ კოლო მუანიც. ბუსდესლიგაში მას 9 გოლი და 10 "ასისტი" აქვს. კოლო მუანს უკანასკნელ 3 მატჩში 4 შედეგიანი დარტყმა აქვს, მისმა გუნდმა კი ამ პერიოდში სულ 5 გოლი გაიტანა. რანდალი ბოლო მუნდიალის ფინალის შემდეგ ცუდ ხასიათზე იყო, არგენტინასთან დამატებითი ტაიმების ბოლოს, როცა ანგარიში 3:3 ფიქსირდებოდა, ხელსაყრელი საგოლე შანსი გაანიავა და ვერც უკეთეს პოზიციაში მყოფი კილიან მბაპე შეამჩნია. ყველაფერმა გადაიარა, გერმანიის ჩემპიონატი განახლდა და შემტევი უფრო კარგად ათამაშდა, ვიდრე მანამდე. აღსანიშნავია, რომ კოლო მუანი გუნდის სტაბილური პენალტისტია, კვარაცხელიამ კი ეს ფუნქცია, დიდი ალბათობით, ახლახან გადაიბარა.

კვარაცხელია და კოლო მუანი 2 კომპონენტის ჯამში გამორჩეულები კი არიან, თუმცა ჩვენებურის დრიბლინგები შთამბეჭდავია. გარდა ამისა, ფრანგს არ ჰყავს ისეთი სტაბილურად გამტანი თანაგუნდელი, როგორიც ვიქტორ ოსიმენია, რომელსაც ქართველ გარემაბთან ერთად შთამბეჭდავი დუეტი აქვს ჩამოყალიბებული.

პირველი მატჩი ფრანკფურტში, "დოიჩ ბანკ პარკზე", სამშაბათს, 21 თებერვალს, 23:59 საათზე შედგება, "სტადიო მარადონაზე" კი მეტოქეები ოთხშაბათს, 15 მარტს, იმავე დროს ითამაშებენ. აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს, უეფას თასის (დღევანდელი ევროპა ლიგა) მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც გერმანელებმა ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით (1:0) გაიმარჯვეს.

• გიორგი

ვა შენ გაიხარე ფანტასტიური იქნება ალბათ მთელი საქართველო მაგას ველოდებით

• მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)

... მჯერა ხვიჩას!!! ... აჯობებს კოლო მუანის აინტრახტს!!! ... 28 მარტს, ბათუმში, საქართველოს ნაკრებით მოუგებს ჰაალანდის ნორვეგიას!!! ... მერე, აღდგომაზე, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (თუ შეხვდა) დე ბრიუნეს სიტისაც ზედ მიაყოლებს (თან ჰაალანდსაც, მეორეჯერ სამ კვირაში)!!! ... აპრილის ბოლოს იტალიის ჩემპიონობას იზეიმებს!!! ... მთავარი კი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგას და ოქროს ბურთს მოიგებს!!! ... და ამ სეზონის დაგვირგვინება იქნება, ივნისში, საქართველოს ნაკრებით კვიპროსსა და შოტლანდიაში რომ გაიმარჯვებს!!!

• jjj

მათი რამოდენიმე თამაში ვნახე. ჩემი აზრით შანსი არ აქვთ, აინტრახტი დაცვაში ვერ ჯდება, გუნდები რომლებიც ნაპოლის უტევდნენ კი ვნახეთ რა ანგარიშებითაც წააგეს. მთავარია ნაპოლის ლიდერები ჯანმრთელად იყვნენ ლიგისთვის. წარმატებები.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

ოთარ კაკაბაძე:  ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა