საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობის ფარგლებში აგრძელებს რეგიონების საკალათბურთო ინვენტარით დახმარებას. ფედერაციის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რეგიონებში კალათბურთის განვითარება და პოპულარიზაციაა, რის განსახორციელებლად აქტიურად გრძელდება ფედერაციის შესაბამისი დეპარტამენტის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

მორიგი გასვლა თელავში განხორციელდა, სადაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები გასული წლის დეკემბერშიც იმყოფებოდნენ და მაშინ კახეთის ფედერაციას ფარები, პროფესიონალური საკალათბურთო მოწყობილობები და როგორც სათამაშო, ისე სამწვრთნელო ამუნიცია ჩაუტანეს. ამჯერად თელავის სპორტსკოლამ, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორიის გუნდები ვარჯიშობენ, ფიბა-ს სტანდარტების ტაბლო და 24-წამის მთვლელი მოწყობილობები მიიღო, რაც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლონ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საკალათბურთო ინვენტარის ნაწილს ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების პროგრამის ფარგლებში იღებს, ნაწილს კი საკუთარი სახსრებით საზღვარგარეთ ყიდულობს, რომლებსაც რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ანაწილებს. დახმარებას იღებენ რეგიონებში არსებული ადგილობრივი საკალათბურთო ფედერაციები, რომლებიც თავის მხრივ ინვენტარს საჭიროებისამებრ საკუთარ რეგიონში ანაწილებენ.

თელავში ტაბლო და 24 წამის მთვლელი მოწყობილობები რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან და წარმომადგენელ ალეკო პეტრიაშვილთან ერთად საკუთარი ავტომობილით ჩაიტანა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო იაგორაშვილის განცხადებით, თელავის სპორტსკოლის პატარა ტაბლო დიდი ხანია, მწყობრიდან იყო გამოსული და ამის გამო დარბაზი, სადაც თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში რამდენიმე გუნდი ვარჯიშობს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატებშიც მონაწილეობენ, ოფიციალურ მატჩებს ვერ მასპინძლობდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთ თვეში უკვე სამი ქალაქის – გორის, ბათუმის და თელავის საკალათბურთო სკოლებმა მიიღეს ფიბა-ს სტანდარტების ტაბლო, რის შემდეგაც მათ გუნდებს შესაძლებლობა ეძლევათ, მეტი ინტენსივობით აწარმოონ საკალათბურთო მეურნეობა და ნებისმიერი დონის ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩებს უმასპინძლონ.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო