diariogol-ის ცნობით, "რეალის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესდა:

"რეალისთვის" რთულია ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილის დაკმაყოფილება

იტალიური პრესა ირწმუნება, რომ "ნაპოლი" ზაფხულში კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს

"მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი წინაა, ბევრი კლუბი უკვე ზაფხულის სატრანსფერო გეგმებსა და მომავალი სეზონისთვის გუნდების დაკომპლექტებაზე ფიქრობს. გასაკვირი არაა, რომ ამ მხრივ გამონაკლისი "რეალიც" არ არის.

კილიან მბაპეს დ ერლინ ჰოლანის გადაბირება მიუღწევლად მოჩანს, "სამეფო კლუბმა" სხვა ამოცანები დაისახა მიზნად და კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სურვილი შეტევის იმ ფეხბურთელით გაძლიერებაა, რომელმაც ამ სეზონში შესანიშნავი თამაშით აღგვაფრთოვანა - ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველი ფეხბურთელის ამბავი სრულიად წარმოუდგენელია. გასული წლის ივლისში ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის საერთოდ უცნობი თავდამსხმელი "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქომაგებმა უცბად შენიშნეს, რომ მათ ხელში დაუმუშავებელი ალმასი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კვარაცხელია რამდენიმე თვეში "ნაპოლის" უპირობო ლიდერი გახდა და ქართველის გუნდში მისვლამ ნაყოფი გამოიღო: "ნაპოლი" სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერია და ახლოსაა იმასთან, რომ 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ სკუდეტო მოიპოვოს.

მისი პროგრესი ისეთივე სწრაფია, როგორც სატრანსფერო ღირებულება. Transfermarkt-ის მიხედვით, ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის ფასი ამ პერიოდში უკვე 60 მილიონს შეადგენს. გასაკვირი არაა, რომ მან ბევრი დიდი კლუბის ხელმძღვანელების ინტერესი გამოიწვია და ანჩელოტი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ტალანტმა მოხიბლა.

"ნაპოლი" ამ მომენტში მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

კვარაცხელიამ ანჩელოტი იმდენად მოხიბლა, რომ "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ტრანსფერის განხორციელება სთხოვა - თუ მომავალ სეზონში მის გუნდში მუშაობას გააგრძელებს. ეს ადვილი არ იქნება, რამეთუ ბოლო კვირებში ქართველით ასევე სხვა დიდი კლუბებიც დაინტერესდნენ.

ისე ჩანს, როგორც "ბლანკოსისთვის", ასევე სხვა კლუბებისთვის, რომლებიც "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის კარს მიუკაკუნებენ, მიზნის მიღწევა მთლად ასე ადვილი არ იქნება. "ტუტოსპორტის" მტკიცებით, ნეაპოლელები თავიანთ ვარსკვლავთან ჩამოყვანიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ განშორებას არ აპირებენ და ზაფხულში მოლაპარაკებაზე უარს განაცხადებენ.

თუმცა გადამწყვეტი შეიძლება თავად კვარაცხელიას სურვილი აღმოჩნდეს, რომელსაც თუ "რეალის", "ბარსელონას" ან სხვა კლუბების შეთავაზებები აცდუნებენ, არაა გამორიცხული, ტრანსფერი თავად მოითხოვოს. კვარაცხელია არასოდეს არ მალავდა "რეალის" მიმართ ინტერესს და აღფრთოვანებას ხშირად გამოხატავდა. ბოლოს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერე თქვა, რომ ბავშვობაში "რეალის" გულშემატკივარი იყო. ეს ფლორენტინო პერესმა და კლუბის ხელმძღვანელებმა იციან და შეიძლება სათავისოდ გამოიყენონ, რათა საბოლოოდ "სამეფო გუნდის" თეთრი მაისური ჩააცვან".

ამაშია საქმე
მინიმუმ ორი წელი მაღალ დონეზეა თამაში საჭირო რომ ტოპ კლუბებმა დიდი ფული გადაიხადონ.ასე რომ წელს არ გაყიდიან.აი ოსიმენს კი აუცილებლად გაყიდიან.ამიტომ მომავალ სეზონში ხვიჩას მოუწევს ნაპოლში ლიდერობის თავზე აღება და მაშინ გამოჩნდება არის თუ არა უმღლეს დონეზე მზათ.
გოგა
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩრს ჩემი აზრით, მერე კი უნდა წავიდეს, ბევრი ფაქტორია მანდ, ასეთი იგროკი 2 მილიონიანო ხელფასით არ ირბენს,თან ფეხბურთელის კარიერა მოკლეა, თუ ასე გაგრძელა კვარამ, სულ მცირე 15 მილიონი უნდა ქონდეს ხელფასი
123
ნაპოლი ნაპოლი ნაპოლი........... მას უკვდავად შერაცხავენ, არსად ეყვარებათ ესე სხვაგან, უნდა დარჩეს!
zura222
უმაგრესი ამბავია როცა შენს ფეხბურთელზე მთელი ევროპა ლაპარაკობს და ტოპ გუნდები და მწვრთნელები რიგში ჩადგნენ ! და ეს არაა ჭორი და ყვითელი პრესის ბოდვა ! ყოველ დღე ვკითხილობ ევროპის დიდ გაზეთებს (მადლობა ინტერნეტს) და ამაზე მაგარ რამეებსაც წერენ !
დისლაიკის დამწერს!
რომელიმე ქართველი ფეხბურთელის სანახავად მიდიოდა საზღვარგარეთ ამდენი ქართველი გულშემატკივარი?
დ
ხვიჩუ და ოსიმენი არ უნდა გადავიდნენ ნაპოლიდან, ჯერ სკუდეტო და ლიგა აქვთ მოსაგები, მერე ვნახოთ რა იქნება. ხვიჩას კი უყვარს რეალი, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, თუ როგორ ექცევა რეალი თავიანთ ლეგენდებს, ელგერა, რაული, კასილასი, ბექჰემი, ბეილი.... როგორც ნახმარ საცვლებს ისე მოისვრიან ხოლმე თავიანთ ლეგენდებს, რეალი უდაოდ მწვერვალია კარიერისთვის, თუმცა პირადად მე არ მინდა ხვიჩა ასეთ გუნდში ვიხილო, ბევრად მირჩევნია იყოს ნაპოლიში, საიდანაც ზღვა სიყვარული და თანადგომა მოდის. არა მგონია, რომ მადრიდში იგივე ვნახოთ.
1.2.3.4.5.6.
ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი
ლალი
სადაც ხვიჩა გადავა, იმ გუნდის გულშემატკივარი ვიქნებით ერის ძირითადი ნაწილი... :-))
დავითი
რეალის და ბარსელონას ქართველი გულშემატკივრები დღეს ხომ ხოცავენ ერთმანეთს და საინტერესო იქნება, ხვიჩა რომ რეალში გადავიდეს, სიტუაცია როგორ შეიცვლება. ქართველებს ხომ არ გველევა ერთმანეთის დაჭმის მიზეზები.
papai
კვარა დარჩეს თუ არ დარჩეს მაგას წყვეტს კლუბი, რომელთანაც ხვიჩას კონტრაქტი აკავშირებს.. ასე რომ ფეხბურთელს მაგას არავინ ეკითხება სანამ კონტრაქტი არ ამოეწურება, და ზოგადად გამორიცხულია ერთ წელიწადში ნაპოლიმ კვარა გაყიდოს
ოცნების ქალაქიდან
მოდი ხვიჩა გელით..KK7 მსოფლიოს საუკეთესო კლუბს შენ სჭირდები!!!
100%
,,რეალი,, და ლა ლიგის ჩემპიონობა მინდა!
ენძო
"ფეოლა" ხომ გახსოვთ?-კედელზე გაკრულ ფეხბურთის ვარსკვლავების სურათს,რომ შეხედავს და წამოიძახებს-"რა ხალხში მაქვს საქმე"?!დღეს ჩვენ ვარსკვლავბიჭუნას ყოველგვარი ხუმრობის გარეშე შეუძლია იგივე სიტყვები გაიმეოროს.მაგარი ხარ ხვიჩა და არა მარტო იმიტომ რომ დიდებულ ფეხბურთს თამაშობ,შენ შენი კარგი ფეხბურთელობით და უფრო კარგი ადამიანური თვისებებით დაკარგულ-დავიწყებული სიხარული დაგვიბრუნე.მთელი ქვეყანა შენს მოედანზე გამოსვლას ელოდება და ბედნიერია რომ ასეთი საამაყო შვილი ჰყავს. ღმერთმა დაგლოცოს და დაგიფაროს!
მამუკა
ჯერ თვითონ კარლოს აქვს ადგილი შესანარჩუნებელი რეალში, თუ ვერც ერთი ტურნირი ვერ მოიგო არა მგონია პერესმა დატოვოს, რაული უკვე გამზადებული ჰყავს შემცვლელად, ისე ეს თუ მოხდა და ხვიჩა რეალში აღმოჩნდა მართლა სასწაული იქნება, პირველი და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი ქართველი რეალის რიგებში
Beqa
გამარჯობათ. მაინტერესებს თქვენი აზრი. თუ ნაპოლიმ ყველაფერი მოიგო. ლიგა და სერია ა. ნაპოლიში კიდე უნდა დარჩეს კვარა? ჩემი აზრით თუ გაიმარჯვეს ყველგან, კვარა რომ დარჩეს , მეშინია არ მოუკლოს. თუ ყველაფერი არ მოიგო ნაპოლიმ. მაშინ უნდა დარჩეს
გენო
ჯობია იქ დარჩეს სადაც ეხლაა. გუნდი კარგია, ჩემპიონატი კარგია, ძირითადი ადგილის აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის, პივის ფული აქ :D ამ ეტაპზე საკმარისია...
Soso
ვისიუს ვერ ამოაგდებს იმიტომ რომ ასი თავით არ ჯობია , თანაბარ სიტუაციაში ის ბრაზილიელია და ყოველთვის იქნება ძირითადში სამწუხაროდ ასეა, მშვენიერ გუნდშია და იყოს იქამდე სანამ მაღალი მიზნები ექნება
ლაშა
ვინისიუსთან კონკურენცია მისთვის კარგი იქნება, მაგრამ გაჭირვებით არამგონია გაუჭირდეს. მას ვინისიუსზე მეტი ჭკუა აქვს ისევე, როგორც მბაპეზე და ამითაა გამორჩეული!
G.LA
რეალი მწვერვალია და დაფიქრებით არავინ ფიქრობს თითქმის, ზოგიერთ გამონაკლისის გარდა. ეს შემთხვევა კი ის ზოგი გამონაკლისია სადაც დიდი დაფიქრებაა საჭირო. ხვიჩა ნაპოლის სული და გულია, ნაპოლიც თითქმის უკვე ჩემპიონია, ლიგაზე მე პირადად სიურპრიზს მოველი ნაპოლისგან. იატლიაში მთელი ნაპოლი ხვიჩაზე აბოდებს, რაც მადრიდში ვერ მოხდება ასეთი დოზით. ყველამ ვიცით ხვიჩას ოცნებაა და ჩვენც ვოცნებობთ რეალზე. ჩვენე კი გვჯერა ხვიჩასი, რომ გაქაჩავს. მარა ჩემი აზრით გასათვალისწინებელი იქნება ნაპოლი მომდევნო სეზონისთვის რა შემადგენლობით დარჩება. იქნებ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ხვიჩა ისე რომ მერე რეალში გადასვლაში ხელი არ შეეშალოს. ასე აწყობილი კარიერის და აწყობილი გუნდის მიტოვება ამ მომენტში არწორი მგონია. ამ მომენტისათვის რეალი კი არა 2-3 გუნდი არ იქნება ასეთ ფეხბურთს თამაშობდეს, რასაც ნაპოლი თამაშობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხვიჩას კარიერისათვის და განვითარებისთვის. მოკლედ რეალის პერსპექტივაც უნდა შენარჩუნდს და ნაპოლში კიდევ ერთი სეზონი უნდა განიმტკიცოს ავტორიტეტიც, რწმენაც და კლასიც. აგერ ლევანდოვსკი თითქმის კარიერის ბოლოს წავიდა ესპანეთში გერმანიიდან. ხვიჩას კი მთელი კარიერა წინა აქვს და არ უნდა აჩქარდეს ჩემი აზრით.
Givi
Tu es martalia albat vinisius gakidian inglishi da kvara mas chaanacvlebs,me mase vfiqrob torem ert flangze orive rogor itamashebs? tan reali did fuls miigebs brazilielshi da napolisac gadauxdis rasac daufaseben kvarashi...
ტოტტი
ვინისიუსთან კონკურენცია გაუჭირდება მაგრამ ისეთი მიზანდასახულია მჯერა რო მეტიჩარა ვინისუსს ამოაგდებს ძირითადიდან
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"დისტანციურად გამოძახებულია" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ნეიმარს მწარედ დასცინა
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
"ორი უტიტულო სეზონი და "განსაკუთრებული" მისია: შეძლებს თუ არა მოურინიო სამეფო კლუბის გადარჩენას?“
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
"ანჩელოტი რომ ბრაზილიელი იყოს, პრესა გაანადგურებდა" - ქვეყნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კარლოს აკრიტიკებს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
"ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი" - კარლო ანჩელოტი
"მანჩესტერ სიტი" როდრის დაკარგვას შეეგუა - "ქალაქელებმა" ესპანელის შემცვლელი შეარჩიეს
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
რომარიომ ანჩელოტი უხეშად მოიხსენია და შემდეგ ბოდიში მოიხადა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"ან გაახანგრძლივებ, ან წახვალ" - მადრიდის "რეალმა" ვინისიუს ჟუნიორს ულტიმატუმი წაუყენა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა