სატრანსფერო ჭორ-მართალი მთელი წლის განმავლობაში ტრიალებს, თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ის პიკს აღწევს. კარგია, როცა ამ ყველაფრის "მსხვერპლი" ქართველი ფეხბურთელებიც არიან. "ნაპოლიში" გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიას ხომ უამრავ გუნდს უკავშირებდნენ.

უმეტეს შემთხვევაში, ქარიშხლის ჭიქაში ატეხა ნამდვილად არ ხდება, თუმცა საქმე არც მთლად ასე მარტივადაა. სატრანსფერო საგას ახლა გიორგი მამარდშვილის ირგვლივ ველით. ქართველი მეკარე "ვალენსიაში" თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა, დღეს კი აქტიურად წერენ მისი ესპანური გრანდებით დაინტერესების შესახებ. "მამარდა" ასეთ სუსტ "ვალენსიაში", სადაც ერთ-ერთი მთავარი ნათელი წერტილია, აღარ გვემეტება. მადრიდის "ატლეტიკოზე" აქტიურად იწერება, თუმცა "პირველ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა ლევან სეთურიძემ განაცხადა, რომ ის მარტში ინგლისში მიემგზავრება, რათა პრემიერლიგის კლუბების მხრიდან შესაძლო დაინტერესებას უკეთ გაეცნოს. აქედან გამომდინარე, აქაური ვარიანტების გაანალიზება საინტერესო იქნება.

მამუკა ჯუღელმა ერთხელ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არანაირი ტრამპლინი არ სჭირდება და ის ტოპკლუბში თავისუფლად ითამაშებსო. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა. შეგვიძლია თამამად აღვნიშნოთ, რომ "ვალენსია" უკვე საკმაოდ დიდი ნახტომია, თუმცა პრემიერლიგაში გადასვლის შემთხვევაში, იქ რამდენად საკმარისი იქნება?! რომელი კლუბია ინგლისის მთავარ ლიგაში ისეთი, რომელსაც ამბიცია და სახელი არ აკლია, ამავდროულად კი მამარდაშვილს იქ თამაში ახლავე სასტარტოში შეეძლება? შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი "ტოტენჰემი" იყოს. 36 წლის უგო ლორისმა ბოლო დროს შეცდომებს უმატა, გუნდმა "საუთჰემპტონიდან" კიდევ ერთი ვეტერანი, ფრეზერ ფორსტერი შეიძინა, ქართველ მეკარეზე აქცენტი კი მათთვის გრძელვადიანად მომგებიანი უნდა იყოს. სატრანსფერო ფასზე შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელების გასხვისება არ უჭირს.

"ტოტენჰემი" ახლა მეხუთე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი "მილანს" დაუპირისპირდება. რთული სათქმელია, რა უნდა მოხდეს ისეთი, "დეზებიდან" ანტონიო კონტეს გაშვების შესახებ იფიქრონ და ის აქ მომავალ სეზონშიც არ იყოს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებს "მანჩესტერ იუნაიტედისა" თუ "ლივერპულის" ხსენება უფრო გაახარებდათ, ამ გუნდებს აქ უფრო მეტი ფანი ჰყავს, თუმცა, თუკი "მამარდა" ასეთივე წარმატებით თამაშს განაგრძობს, კიდევ უფრო მოუმატებს და იმ თვისებებს დახვეწს, სადაც შედარებით პრობლემები აქვს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ის ხომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. დავიდ დე ხეა თუ ედერსონი გრანდებში ადრეულ ასაკში მოხვდნენ, თუმცა ასეთი შემთხვევები მუდმივი არაა.

სატრანსფერო ალიაქოთის დროს მნიშვნელოვანია, მოთამაშემ იმ გუნდში, სადაც ამჟამად თამაშობს, სრული კონცენტრირება მოახერხოს. გიორგი თავდაჯერებულია და გვჯერა, ის შესაძლო წასვლაზე მუდამ მოფიქრალი არ იქნება. მამარდაშვილი თავის მატჩებს ეროვნულ ნაკრებშიც მიიღებს, ზაფხულში კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ველით, რომელსაც საქართველოც მასპინძლობს.

w
გასაგებია რომ ინგლისში დიდი აქცენტი მეორე სართულზე კეთდება სადაც გიორგი მაღალ დონეზე ვერ არის მაგრამ ვალენსიაში დარჩენით დამარცხებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდება და ესკი ცუდია და მანდ დარჩენას წასვლა სჯობს. როცა თავს არ ზოგან და მაინც გიტანენ გოლებს ძნელი შესაგუებელია.
Dato
პრიმერადან საფრანგეთში გადასვლა არაა კარგი ვარიანტი განვითარებისთვის, სულ რო პსჟ-ში მიდიოდე. გაცილებით დაბალი დონეა ესპანეთთან შედარებით.
კაიყმა
ძალიან იშვიათად, რომ სახელი ასე ზუსტად აღწერდეს სახელის პატრონს.
ლაშას
მართალი ხარ დოღლიგაში თავმოყვარე ფეხბურთელი არ უნდა წავიდეს,მაგათი ფულით ნაყიდი ნისლიანი ალბიონი მოვხან ღრანდი სიტი:):):)ღრანდი ტუტენჰემი:):):)ღრანდი არსენალი:):):)ჩასვრილი ჩელსი,ჩასვრილი ლივერპული,ჩასვრილი მანჩო,ფულის ტომარა ნიუკასლი:):):)კაით რა ბრაიტონში ხო არ გადავა მართლა....მამარდას მგონი მანდ უწევს ჯერ დარჩენა,ბარსას ყავს მეკარე,რეალს ყავს მეკარე,ატლეტიკოსაც ყავს,პსჟ-ში დონარუმაა,მილანში მენიო,რჩება ბაიერნის ვაკანტური ადგილი,დიდი ალბათობით ნოიერი ააცმევს და არც სომერია პატარა,ვფიქრობ ბაირნმა იჩქარა მამარდა უნდა დაეთრია,აი დოღლიგაში ტოტენჰემია საუკეთესო ვარიანტია მაგრამ არ მევასება ეს თქვენი დოღლიგა და რა ვქნა,მთავარია მამარდა სტაბილური იყოს და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს,მაინც ყველგან ვუქომაგებ,მარა დოღლიგააა მაინც
მამა ჯემალი
არშავინი ვინ ჩემი ტინკი-ვინკია?
Kutaisi
Martla machvi xar
ლუკაიე
ჩაკვეტაძეო და შეიძლება ხვიჩაო…შეიძლებაო….აგიც მოგზავნილია მემგონი სმნ)
ლუკაიე
აგი მოგზავნილია სმნ
პპ
ღადაობს უეჭველი :D
ლაშა
ეგ მართლა ასე გგონია თუ რეაქციას ელოდები?!
მაჩვი
კვარა არის ახალი არშავინი
ლაშა
არცერთი ოქროს ბურთის მფლობელი არ ესწრაფვოდა პრემიერლიგაში თამაშს და იმიტომ. მანდ დიდი ფული ტრიალებს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ფეხბურთის ხარისხი ისეთი არაა, როგორც სხვა ტოპ 4 ლიგაში და ყველა ტექნიკური ფეხბურთელისთვის ჯერ ესპანეთი, იტალია, შემდეგ, საფრანგეთი და გერმანია უნდა იყოს ამოსავალი სამიზნე და არა გაურკვეველ სტილს მიმდევარი პრემიერლიგა! ინგლისსა და შოტლანდიაში ჩვენი ლეგიონერების თამაში ნაკრებისთვის გაცილებით ნაკლებპროდუქტიული იქნება, ვიდრე სხვა ტოპ ლიგებში...
სიმართლე
რატო მანდ მაგარ უდრებს ურტყამენ? მთავარია კარგი ლიგა და კაი გუნდი იყოს
ლაშა
ესპანეთი ჯობია ან იტალია, თუმცა გერმანია და საფრანგეთი არ იქნებოდა ნაკლები, მაგრამ არა პრემიერლიგა!
ძველი გულშემატკივარი
ძალიან გამიხარდება მამარდას წარმატებები, თუმცა მიმაჩნია რომ პრემიერლიგა ამ ეტაპზე არ იქნება საუკეთესო ვარიანტი: ინგლისურ კლუბებს ახასიათებთ თამაში "მეორე სართულზე" , დიაგონალური გადაცემები, სტანდარტულების დროს ბურთის "ჩაკიდება". ჩემის აზრით გიორგი ჯერჯერობით (!) ამ კუთხით სათანადო სიმაღლეზე არ არის, რაც გვაჩვენა "ვალენსიას" თამაშებმაც. იმედია, 1-2 წელიწადში შეიძენს მეტ გამოცდილებასა და სითამამეს და დახვეწავს გამოსვლებზე თამაშს, რაც აუცილებელია მეკარისათვის. წარმატებები გიორგი!
პატრიოტი
რა არის მთავარი თვისება დიდი ფეხბურთელობისთვის? ჭკუა, თამაშის ცოდნა, დღევანდელი ფეხბურთელებიდან ამ მხრივ გამორჩეულია ჩანკვეტაძე, შეიძლება ხვიჩაც, მაგრამ მამარდაშვილი შეცდომებს უშვებს ხოლმე, იმედია, გამოცდილებას შეიძენს დროთა განმავლობაში და მაშინ ვნახოთ
ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ