ფერგიუსონი აცხადებს, რომ კლუბის ახალწვეულ მეკარე დავიდ დე ხეას გუნდში პირველი ნომრობა გარანტირებული არა აქვს
დე ხეა ძირითადისთვის იბრძოლებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი აცხადებს, რომ კლუბის ახალწვეულ მეკარე დავიდ დე ხეას გუნდში პირველი ნომრობა გარანტირებული არა აქვს.

შეგახსენებთ, რომ დე ხეა „იუნაიტედმა“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადაიბირა 20 მილიონ ევროდ. ლეგენდარულმა სქოთმა კი თქვა: „ერთადერთი პოზიცია, რომელზედაც სრულიად მშვიდად ვარ, მეკარეა. დე ხეა სულ რაღაც 20 წლისაა, მაგრამ რამოდენიმე სეზონი უმაღლეს დონეზე უკვე ითამაშა. რასაკვირველია, გარკვეული დრო ინგლისთან შეწყობისთვის მას სჭირდება, მაგრამ პოტენციალი უზარმაზარი აქვს. მახსოვს, როდესაც პეტრ ჩეხის ყიდვა გვინდოდა, მაშინაც ასე ამბობდნენ, ჩეხი ინგლისს ვერ შეეწყობაო. საბოლოოდ, ჩვენ ვერ ვიყიდეთ და როგორც ხედავთ, ჩეხი „ჩელსიში“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა. ჩვენ ასევე მივცემთ შანსს ანდერს ლინდეგაარდს - დე ხეაც და ლინდეგაარდიც ძირითადისთვის იბრძოლებენ. დანამდვილებით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ იქნება მომავალ სეზონში ჩვენი ძირითადი კიპერი“.

მომავალ სეზონში გავიბრწყინებთო

ლონდონის „არსენალის“ ახალწვეულ ჟერვინიოს სწამს, რომ მომავალი სეზონი მისთვის და მისი გუნდისთვის წარმატებული იქნება. ფრანგული „ლილიდან“ ლონდონურ კლუბში გადაბარგებული კოტდივუარელი ფორვარდი არსენ ვენგერის პირველი მნიშვნელოვანი შენაძენია და მასში „მეთოფეებმა“ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღეს.

ჟერვინიომ კლუბის ოფიციალურ საიტს ამგვარად განუცხადა: „ლონდონის „არსენალის“ თამაშებს პრემიერლიგაში მუდმივად ვადევნებდი თვალს და გუნდი მეტწილად კარგად თამაშობდა, მაგრამ ჰქონდა რთული პერიოდებიც, რაც ნებისმიერი გრანდისთვის ჩვეული მოვლენაა. სამწუხაროდ, „მეთოფეთა“ გუნდმა სეზონი იმ პოზიციაზე ვერ დაასრულა, რაზეც უნდოდათ. რას ვიზამთ, ასეც ხდება. მაგრამ, ყველამ კარგად უწყის ამ გუნდის პოტენციალი. მწამს, რომ შემდეგი სეზონი „არსენალისთვის“ ბრწყინვალე იქნება - ემოციებითა და გამარჯვებებით აღსავსე. მიმაჩნია, რომ ყველა დასახული მიზნის მიღწევას შევძლებთ. ვიმედოვნებ, გულშემატკივრებს მოეწონებათ ჩემი თამაში და სეზონის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

კვირის გმირი

კვირის გმირად ჩვენ პარაგვაის ნაკრების მეკარე ჰუსტო ვილარს ვასახელებთ. რატომ? ჯერიყოდა, ბრაზილიასთან კოპა ამერიკის მეოთხედფინალში საოცარი სეივები აკეთა და შემდეგ თერთმეტმეტრიანებშიც იყოჩაღა (ტიაგო სილვას აუღო), ხოლო გუშინდელ შეხვედრაში (ვენესუელასთან ნახევარფინალში) კი ასევე კარგად წარმოჩინდა და პენალტებში ერთი კვლავ აიღო და გუნდი ფინალში გაიყვანა.

კვირის მომავალი ჯახი

ჩვენი აზრით, კვირის მომავალი ჯახი კოპა ამერიკის ფინალია ურუგვაისა და პარაგვაის შორის - ორი თითქმის იდენტური სახელის მქონე ქვეყანა შეხვდება ერთმანეთს ფინალში. ორივე ამ გუნდმა ფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. ურუგვაიმ გზად მეოთხედფინალში მასპინძელი არგენტინის ნაკრები დაიფრინა პენალტებში, ნახევარფინალში კი პერუსთან არ გასჭირვებია - 2:0. პარაგვაიმ კი ბრაზილია და ვენესუელა გამოაგდო, ორივე პენალტებით. ყურადსაღებია ასევე ის ფაქტიც, რომ პარაგვაი თამაშის მოუგებლად გავიდა ფინალში, რაც ნამდვილად ისტორიული მოვლენა გახლავთ.

გიორგი ფულარიანი

gigi
რატომ სეივები? რა გჭირთ ამ ქართველ ჟურნალისტებს? რატომ აბინძურებთ ასე ენას?
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა