სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელესში, "ლეიკერსის" წინააღმდეგ ითამაშა და "მილუოკი ბაქსის" მორიგ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. "ლეიკერსს" ტრავმის გამო ლებრინ ჯეიმსი აკლდა და აღმოსავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან ვერაფერს გახდა – 106:115.

ქართველმა ფორვარდმა 12:48 წუთი ითამაშა. მამუკელაშვილი მოედანზე მნიშვნელოვან მომენტში გამოჩნდა, როცა "ბაქსი" 5 ქულით აგებდა. მან 6 ქულა 2-დან 1 სამქულიანით, 2-დან 1 ორქულიანითა და 2-დან 1 საჯარიმოთი დააგროვა. მის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაა.

შეხვედრა მესამე მეოთხედამდე "ლეიკერსის" უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ მესამე პერიოდი "ბაქსმა" 15 ქულით მოიგო და ბოლო მეოთხედამდე მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 38 ქულითა და 10 მოხსნით გაიფორმა. მას ასევე 6 პასი ჰქონდა. ლოსანჯელესური კლუბიდან კი ორმაგი დუბლი ენტონი დევისმა გაიფორმა – მის ანგარიშზე 23 ქულა და 16 მოხსნაა.

"მილუოკი ბაქსმა" ზედიზედ მეცხრე მოგება მოიპოვა და ვისკონსინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ წინ "ბოსტონ სელტიკსია", რომელსაც 1 მოგებით მეტი აქვს მოპოვებული. "მილუოკი" შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს, "კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა