სპეციალურ, ულტრათანამედროვე საკალათბურთო ფიცარნაგზე, რომელზეც გასული წლის სექტემბერში ევრობასკეტ 2022-ის MVP ვილი ერნანგომესი, რუდი ფერნანდესი, ლორენცო ბრაუნი, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ყველა ის ვარსკვლავი თუ უბრალოდ ცნობილი კალათბურთელი თამაშობდა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ჯგუფის წევრები გახლდნენ, დღეს ლუკა როსტოშვილი, ნიკოლოზ გამსახურდია, ლაშა ჩხეტია და ის მოზარდები თამაშობენ, რომლებიც საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეები არიან. მათ მალე 14 და 16-წლამდელებიც შეემატებიან და დარბაზი, რომელიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ასაკობრივი ტურნირების ჩასატარებლად შეარჩია, მთლიანად დაიტვირთება და ახმაურდება.

ეს ამბავი დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ხდება, სადაც სხვადასხვა სპორტულ ნაგებობასთან ერთად საკალათბურთო კომპლექსიც მდებარეობს, რომელიც 2 სტანდარტულ, ყველანაირი საჭიროებით აღჭურვილ დარბაზს აერთიანებს და სადაც გაზრდილი თამაშების ფონზე კალათბურთის ფედერაციამ ტურნირების ჩატარება გადაწყვიტა. ფიცარნაგი, რომელიც ფიბა-მ ევრობასკეტისთვის ჩამოიტანა და ჩემპიონატის მსვლელობისას “თბილისი არენაზე” იყო გაშლილი, საქართველოში დარჩა. კალათბურთის ფედერაციამ იგი დიღმის დარბაზში დააგო და სწორედ მასზე მიმდინარეობს 18-წლამდელთა A და B ლიგის თამაშები.

საკალათბურთო სეზონი საქართველოში ძალას იკრეფს და მალე სრული დატვირთვით წარიმართება. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგასა და A ლიგასთან ერთად 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები მიმდინარეობს. გასულ ორშაბათს კი 14 და 16 წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წილისყრა ჩატარდა, რომლებშიც მთლიანობაში 86 გუნდი მონაწილეობს. მალე დაიწყება ჯუნიორ ნბა-ს გათამაშება, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირში 100-ზე მეტ მონაწილე გუნდს ელიან. თავად ჯუნიორ ნბა-ს ძირითად ტურნირში – A და B ლიგაში – 60 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყოველივე ამის ფონზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ოლიმპიური სასახლის 2 მოედანი საკმარისი არ იქნებოდა თამაშების ჩასატარებლად, რის გამოც ფედერაციამ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საკალათბურთო კომპლექსი აითვისა, რომელიც დაგეგმილი ასაკობრივი ჩემპიონატების გრაფიკს თავისუფლად გასწვდება.

GBF.GE

მოქალაქე
რა უბედურებაააა....აბა ახალ დარბაზის მოედანი ფიცარნაგი არა აქვს...ჯერ მის გვერდით არსებული დარბაზიდან რბილი სკამები მოხსნეს ვიპ ლოჟიდან ახლა ახლა ევრობასკეტის ფიცარნაგი გაჩნდა სადღაც დიღომში და ამით ამაყობს ჩვენი ფედერაცია ჰა ჰა ჰა რა ფოკუსები ატარებენ....და კიდო ახალ აშენებულ დარბაზში რა ფიცარნაგია იცის ვინმემ...
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად