დანიდინში, ახლახან აშენებულ "ფორსაით ბარ სთედიუმზე" ახალი ზელანდიის ნაკრები ტესტ მატჩში ფიჯელებს დაუპირიპირდება
შაბათს სამი ერის გათმაშების პირველ მატჩში, სიდენეიში ავსტრალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ერთი დღით ადრე კი დანიდინში, ახლახან აშენებულ "ფორსაით ბარ სთედიუმზე" ახალი ზელანდიის ნაკრები ტესტ მატჩში ფიჯელებს დაუპირიპირდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტადიონზე ითამაშებს საქართველოს ნაკრებიც. 18 სექტემბერს ჩვენი მეტოქე, მსოფლიო თასის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ინგლისის ეროვნული გუნდი იქნება.

"ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ ძირითად შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი შეიყვანა. ტარანაკელი ჯერად ჰოეთა ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს, მას პარტნიორობას გაუწევს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეორეხაზელი ალი ვილამსი, რომლისთვისაც ფიჯელებთან დაპირისპირება ეროვნულ გუნდში გამართული 61-ე შეხვედრა იქნება. ვილიამსი 2008 წლის ბოლოს სერიოზულად დაშავდა და მას შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

მის გარდა "ოლ ბლექსს" დაუბრუნდნენ ვუაით კროკეტი და ბენ სმითი, რომლებსაც ნაკრებში თითქმის ორი წელიწადი გაუცდათ. კაპიტანი, ცხადია, ისევ მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ იქნება. თუმცა ჰენრომ ერთი უცნაური გადაწყვეტილება მაინც მიიღო. მან გუნდის მთავარი მგეზავი და დამრტყმელი დენ კარტერი სათადარიგოთა შორის გაამწესა. ძირითადში კი კოლინ სლედი ითამაშებს.

უკანა ხაზში შუამარბების წყვილი მაა ნონუ-კონრად სმიტი ერთად ოცდამეშვიდედ ითამაშებს. დაშავებულები არიან და ფიჯის ნაკრებთან ვერ ითამაშებენ ქორი ჯეინი, რიჩარდ კაჰუი, ტონი ვუდქოკი, ისაია ტოეავა, ხოსე გეარი და იზრაილ დაგი.

"ფიჯის ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდაა. საინტერესოა როგორი სტარტი გვექნება. გუნდში რამდენიმე პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა და მინდა დავაკვირდე, შეძლებენ თუ არა ისინი პოტენციალის სრულად წარმოჩენას.

ფიჯის ნაკრების დაუფასებლობა არ შეიძლება. ახლახან დასრულებულ წყნარი ოკეანის ქვეყნების ერთა თასზე მათ შესანიშნავად იასპარეზეს. ფიჯის მეზობელმა სამოამ კი გასულ უქმეებზე ავსტრალიას სძლია. ასე რომ, პარასკევს დიდი ბრძოლა გველის" - თქვა "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ზაგ გილფორდი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. სიტივენი სივივატუ, 10. კოლინ სლედი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ვუაით კროკეტი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ბენ ფრენქსი, 4. ჯერად ჰოეთა, 5. ალი ვილიამსი, 6. ადამ ტომსონი, 7. რიჩი მაკქოუ, 8. ლიამ მესამი.

16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. სემ ვაითლოქი, 19. ჯერომ კაინო, 20. პირი ვიპუ, 21. დენ კარტერი, 22. ბენ სმითი.

ფიჯი: 15. ილიესა კერსონი, 14. ვერენიკი გონევა, 13. ალბერტ ვულივული, 12. რავაი ფატიაკი, 11. ნაპოლიონი ნალაგა, 10. სერემაია ბაი, 9. ვიტორი ბუატავა. 1. კამპესე მააფუ, 2. სანია კოტო, 3. დიკონ მანუ, 4. იფერეიმი რავაკა, 5. სეკონაია კალუ, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. აკაპუსი ქერა, 8. საკიუსა მატადიგო.

16. ნატანი ტალეი, 17. ტომისი ნაგუსა, 18. მეტუსელა ტალებულა,19. ტანიელა რავაკა, 20. ნეემია რანუკუ, 21. მალაკაი რავულო, 22. რუპენი ნასიგა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა