"ზოგმა საქართველოს დროშა წამოიღო, რომელიც აქაურ ქართველებს, ყველას გვაქვს სახლში; ზოგმა - კეპი, ზოგმაც - შარფი ქართული დროშით და საკმაოდ ხმამაღალი გულშემატკივრობაც გამოგვივიდა" – ამბობს მიხეილ ლობჟანიძე, რომელიც 30 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩისთვის, საკუთარი და მეგობრების კონტაქტებით, სტადიონზე 80-მდე ქართველი შემოიკრიბა.

"ბილეთებზე საქართველოს რაგბის კავშირი დაგვეხმარა და ტრიბუნაზე ერთად ვისხედით. იყვნენ ჩვენი საელჩოდანაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე ტრიბუნაზე ქართველების სხვა ჯგუფიც იყო შეკრებილი – 50-მდე კაცი და ნახევრად ცარიელ 3-ათასკაციან სტადიონზე საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ქომაგთა ჯგუფმა მოვიყარეთ თავი. დარწმუნებული ვარ, მინდორზე ჩვენს ბიჭებს მუდმივად უმაგრებდა ზურგს ჩვენი შეძახილები".

მატჩი ქართველებმა დამაჯერებლად, 40:8 მოიგეს, თუმცა ჰოლანდიელი გულშემატკივრები უფრო დიდ ანგარიშს ელოდნენ – წინ მსოფლიო თასია, სადაც 6 ერის ნაკრებებიც გამოდიან და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მათ დამარცხებას უფრო მკვეთრი და სწრაფი თამაში სჭირდება. საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატს მსოფლიო თასისთვის სამზადისად განიხილავს.

ჰოლანდიური დიასპორაც მსოფლიო თასისთვის ემზადება. მიხეილ ლობჟანიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თავიანთი ფან-კლუბი შექმნან "ფეისბუქზე", რომ ერთმანეთთან ოპერატიული კავშირი ჰქონდეთ. იმედი აქვს, რომ საქართველოს რაგბის კავშირი კვლავაც აღმოუჩენს დახმარებას ბილეთების შეძენაში ქართველ ჰოლანდიელებს და სექტემბერში საფრანგეთშიც უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებს. მანამდე მიხეილი საკუთარ შვილებს უგულშემატკივრებს, რომლებიც როტერდამში 4 წლიდან ვარჯიშობენ რაგბიში.

Rugby.ge

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე