საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ორლანდოს" პრესსამსახური ავრცელებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის კალათბურთელი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, "მეჯიქმა" რამდენიმე დღის წინ ცენტრი მო ბამბა "ლეიკერსში" გაცვალა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი მიიღო.

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

"ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს.

zura222
აი ამას ქვია ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო @ ორლანდოს სამი ძლიერი ცენტრი ყავს და მეოთხე ცენტრად წავიდა იქ თუ როგორ უნდა მიიღოს სათამაშო წუთები ? რაა გამთამაშებლად ითამაშებს ? თუ მოსწონს სკამზე ჯგომა ? @@
ჯონდო
ქართველი ჯიგარი გულშემატკივარი
გიორგი 50
გოგა, გილოცავთ! ვიცი ბევრს შრომობთ, მაგრამ მე მინდა გისურვოთ მეტი ამბიციურობა და გაბედულება მოედანზე... მეტჯერ გარისკეთ და ისროლეთ სამიანები... თქვენ მხოლოდ კარგი ჩამშლელი არ ხართ... გთხოვთ, თქვენს თავზე ხშირად აიღეთ სადავეები... წარმატებები...
alex
კარტერი, მორის ვაგნერი და ბოლ ბოლო. რავი ძალიან უნდა მოინდომოს რომ აჯობოს. ალბათ 10 წუთს მიიღებს თავიდან.
დ
რამდენი ხანია ამას ვამბობ, გოგა უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც სულ ძირითადი ცენტრი იქნება, ეს თავდაჯერებას შემატებს, ჰა-ჰა სეზონნახევარი და გოგა მაგარ გუნდში გადავა, მერე აჩხაკუნონ კლავიატურა არაფრისმქნელმა ტიპებმა.
გიორგი
გილოცავ. გოგა. ღირსი ხარ ნბა-ში რომ თამაშობდე. აბა შენ იცი. გაგვახარე
ბექა
შენ რას ხეხავ კოკა, ასეთ წარმატებულ კაცზე მითითებების უფლებას რომ აძლევ შენ თავს?
სოსო
ვითომ სატრანსფერო ფანჯარა დახურაო!ძალიან კარგია!სავარაუდოდ საკმაო დროით თამაში მოუწევს და ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული.წარმატებები გოგა!
koka
ჯობდა ევროპაში დაბრუნებულიყო და მოემატებინა.რა მაჩანჩალაც ინდიანაში იყო იგივე ორლანდოში იქნება.ეტყობა სკამის ხეხვა და ცოტა მეტი ფული ურჩევნია.
ქართველი გულშემატკივარი
იმედია გოგა კითხულობს კომენტარებს და ნახავს ამას. 3 კვირის წინ დავესწარი ორლანდოს თამაშს, ვაშინგტონში ვიზარდზსათან. იმდენად უფერული იყო ორივე გუნდი, რომ არ მცოდნოდა სად ვიყავი ვერ ვიფიქრებდი NBA - ს თამაშზე ვარ თქო. სუსტმა ვიზარდსმა დიდი სხვაობით მოუგო უფრო სუსტ ორლანდოს. რატომ ვწერ ამას, ორლანდოს ეს სისუსტე გოგასთვის შანსია, რომ გუნდი წამოაყენოს და მე ვიტყოდი ბოლო შანსია გოგასთვის თავისი სიტყვა თქვას დიდ კალათბურთში. საშუალო გუნდიდან მოხვდა ალბათ ლიგის ერთ-ერთ უსუსტესს გუნდში, მაგრამ ჯერ ისევ ხომალდზეა. ხდება ხოლმე ცხოვრებაში up and down, და ეხლა ეს უნდა იყოს ერთი ნაბიჯი უკან, მზადება გადადგა ორი ნაბიჯი წინ. შენ შეიძლება მიწაზე მაღლა ახტე ევროპაში, მაგრამ თუ გინდა ვარსკვლავებს მიწვდე ეგ მარტო NBA ში ხდება და ეგ არავისგან გესწავლება. გამოიყენე ეს შანსი და უბრალოდ იშრომე, იშრომე, იშრომე ბევრი. საქართველო და ქართველი გულშემატკივარი ბევრს ელოდება შენგან, თუმცა ჩვენ დამარცხებულიც გვეყვარები, მაგრამ გამარჯვებული უფრო. ბოლოს მაინც მინდა დავამატო, ცნობილი ფრაზა ქართველ ფეხბურთლებზე, რომ მათი გაქანება "BMW- ს ძრავს ვერ ცდება", რაც სამწუხაროდ ხშირად მართლდება, იმედია ეს გამოთქმა კალათბურთელების შემთხვევაში ბრენდული ტანსამლის ონლაინ სთორებს ვერ ცდებაო არ იტყვიან. წარმატებები და მეტი შრომა..
123
უნდა ათამაშდე, გოგა!
Gia
ვა ვა ვა მაგარი ამბავი
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
[PHOTO] ჩარტერული რეისი და საჩუქრები დონჩიჩისგან - ლუკამ "ლეიკერსი" სლოვენიაში დაპატიჟა
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
[VIDEO] ბითაძის "ორლანდოს" სენსაციური გამარჯვება პლეიოფის პირველ მატჩში
[VIDEO] ბითაძის 21 წუთი - "დეტროიტმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა