ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერა და საუბარი ისაა, რაც არასდროს მოგვბეზრდება. "ნაპოლის" თითოეული მატჩის ნებისმიერი დეტალი ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. თითქოს რა უნდა შეამჩნიო ახალი ქართველი გარემარბის თამაშში, რომელიც 22 წლის გახდა და საჩუქარზე თავადვე იზრუნა, თუმცა რაღაცას სულ ვხედავთ - "კვარადონა" თან გვაკვირვებს, თანაც კი მისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს, საქმე მსოფლიო დონის მოთამაშესთან გვაქვს!..

"კრემონეზესთან" დაპირისპირებაში ვნახეთ, რომ ნეაპოლელების თამაში გეგმის მიხედვით არ წავიდა, გუნდს სათანადო ტემპი არ ჰქონდა, მოწინააღმდეგის დაცვითი ზღუდეების გარღვევა და ბურთის სახიფათო ზონაში მიტანა უჭირდათ. ამას შორიდან გატანის რამდენიმე უშედეგო მცდელობა მოჰყვა. მიმდინარე სეზონში მსგავსი შემთხვევა სულ რამდენიმე იყო და ასეთ დროს ერთი გოლი ბევრ რამეს ცვლის. პირველად არ მომხდარა, რომ ეს გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მეტოქე შემდეგ იძულებულია, მეტად შეუტიოს, სივრცეები გახსნას და ეს დამატებით შანსებს გაძლევს.

კვარაცხელიამ ყველანაირი გემოვნების მოქმედებას შეგვაჩვია, კრემონელთა კარში გატანილ გოლს კი ერთი რამ გამოარჩევდა. ნეაპოლელებს სატურნირო ცხრილში კომფორტული უპირატესობა აქვთ, ამ შეხვედრაშიც უგოლო ფრე იყო და ჯერ პირველი ტაიმი მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, "კვარას" არც კი უფიქრია, რომ ბურთი კუთხურზე იოლად გადავიდოდა და მის ჩასაწოდებლად წასულიყო, ანაც თანაგუნდელებისთვის დაეთმო. ჩვენებური სიტუაციაში ძალიან სწრაფად გაერკვა, პირით ხაზთან მიირბინა, სანამ მცველები გადაწყობას მოასწრებდნენ, კარს ეფექტურად მიუახლოვდა და ბურთი უზუსტესი დარტყმით იქ გააძვრინა, სადაც ხელი ვერც მინდვრის მოთამაშეებმა შეუშალეს და ვერც მეკარემ. თითქოს პატარა დეტალია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. პრაგმატულობით გაჯერებულ თანამედროვე ფეხბურთს, სადაც დრიბლიორების დეფიციტია, სწორედ ასეთი ფეხბურთელი აკლდა...

"ინტერთან" დაპირისპირება ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო, სადაც ხვიჩას, ფაქტობრივად, არაფერი გამოუვიდა. აქ მთელ გუნდს ვერ იცნობდი, ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა თამაში ჩააგდეს. სხვა შეხვედრებში, გარდა იმისა, რომ კვარაცხელია მოწინააღმდეგეების ზედმეტი ყურადღებით თანაგუნდელებს თავისუფალ ზონებს უხსნის, ქართველი გარემარბი რაღაც დასამახსოვრებელს, არაორდინარულსა და შედეგიანს მუდამ ახორციელებს. მას სეზონის საუკეთესოობისათვის მართლაც ყველაფერი გააჩნია.

კრიტიკული პასაჟები სულ რომ არ დავივიწყოთ, "კრემონეზესთან" ხვიჩას რამდენიმე დაკარგვა ჰქონდა და დაცვით ფუნქციებში ისეთივე აგრესიული არ ყოფილა, როგორაც შეგვაჩვია. "კვარადონასგან" ყველა ასპექტში იდეალურობას ვითხოვთ და მას ეს შეუძლია კიდეც. ბევრი ექსტრაკლასის შემტევია, რომელიც გუნდურ ოპერაციებსა და უკანახაზელების დახმარებაში ისე წარმატებული არაა, როგორც "კვარა".

ვიქტორ ოსიმენი შეუდარებელია, თუმცა "ნაპოლი" სტანისლავ ლობოტკას გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. მისი მოედნიდან გაყვანის შემდეგ სპალეტის საქციელი ბევრ რამეს ამბობდა - მან სლოვაკი ხელში აიყვანა. რჩება განცდა, რომ შუახაზელს ერთი ამოსუნთქვით ფინიშამდე გასვლა ასეთივე წარმატებით შეუძლია.

მთავარ მწვრთნელზეც უნდა ვთქვათ. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ ლუჩანომ თამაში კარგად წარმართა. მას ძველი გამოცდილება ეხმარება და ტიტულამდე აუცილებლად მივა - სულ ცოტაა სკუდეტომდე!..

ზაზა
გული არ მითმენს რომ არ ვთქვა: ხვიჩა შვილო წინასწარ გილოცავ იტალიის ჩემპიონობას!!!ნაპოლის მთელ შემადგენლობას ასევე ვულოცავ,მთელ ნეაპოლს ვულოცავ ასე ნანატრ სკუდეტოს!მე ჯერ კიდევ ზაფხულში დავიჯერე რომ ჩემპიონები გახდებოდით,ეგ ერთი და სხვა მრავალი!!!
GOAT
ოსიმენიც არანაკლებია ხვიჩაზე. თან ეტყობა რომ ბევრად თავისუფალია და ხალხის აზრსაც დიდ ყურადღებას არ აქცევს. ხვიჩა კი ცოტა შებოჭილია და ამის დანახვა არც ისე რთულია
ქ. გ.
სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ხვიჩას გოლი https://www.youtube.com/watch?v=-VgqCKTHQsw
რატი
მობილიზაცია/მოგილიზაცია მალე გიწევს, რაშკა?
zura222
ინტერთან იდიოტმა (შეიძლება არაიდიოტმა მაგტამ შეთქმულმა)იტალიის ფეხბურთის მამებმა მილანელი მსაჯი დანიშნეს(!!!) ნუ მთლად ქალაქ მილანიდან არაა მაგრამ ლომბარდიაში მილანთან ახლოს დაიბადა და გაიზარდა და მილანშიც ცხოვრობდა კარგა ხანს ! და ისიც მიეხმარა თავის თანამოქალაქეებს @@@
giorgi 3
თვითონ კიგანი იძახის (სპეციალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ) რომ მისი შედარება ჯორჯ ბესტთან - არაკორეკტულია, ბესტი ლეგენდაა
რრრ
დარწმუნებული ვარ ეს არტიომა რუსი არა ჩვეულებრივი რენეგატი(მოღალატე) პროვოკატორი ქართველია და ვითომ კაიფობს, ნუ აქცევთ ყურადღებას.
Ჟორა ჯან
ნაპოლი ლიდერი არაა, ნატა გესმოდეთ ფეხბურთი
გიორგი
ხვიჩას ადარებენ ინსინიეს, ბესტს, კიგანს და ა.შ. მაგრამ ის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიააა, ის უბრალოდ მიშა მესხის და დავით ყიფიანის გენის გამგრძელებელია !!!
თემო
კიგანი ცენტრიდან თამაშობდა და უფრო პოზიციური ფეხბურთელი,ხოლო ბესტი მაეცხენა ფლანგის მოთამაშე და დრიბლინგზე ორიენტირებული.უბრალოდ ბესტი ადგილზე ფეხში ბურთს რომ მიიღებდა უფრო იოლად ატყვილებდა.
გიორგი
ინტერთან ცემეს რასაც ქვია და არავის თხოვდნენ პასუხს თორენ იქნება მეორე თამაშიც და მერე ვბახოთ უბრალოდ პრინციპის საკითხია თორემ ეგ შეხვედრა რომ შედგება ნაპოლი პრაქტიკულად უკვე ჩემპიონი იქნება ვფიქრობ ხვიჩა საკადრის პასუხს გასცემს ინძაგის ყასბებს
მწვრთნელი
Артём, на хер не пойдёшь или послать!
ავტორი
საკმაოდ ბევრი შედარებაა, რაც ძალიან კარგია, ცოტა ხანში კი სხვებს შეადარებენ თავად ხვიჩას
მწვრთნელი
ღვთისავარ, ხვიჩას ბევრი ადარებს ჯორჯ ბესტს თავისი სტილით, მაგრამ მე მგონი კევინ კიგანს უფრო წააგავს! თქვენი აზრი როგორი იქნება ამ საკითხზე!
ჟორა
მართალია ჩემპიონატის დამთავრებამდე 16 თამაში დარჩა, მაგრამ ვფიქრობ ჩემპიონობისთვის 15 ქულა საკმარისი იქნება, რადგან ჩემპიონატის ბოლოსთვის აუტსაიდერები ბევრ ლიდერს გაამწარებენ.
სოსო
ძალიან კარგი სტატიაა!ყოჩაღ ავტორს!მხოლოდ ერთ რამეში ვერ დავეთანხმები:ინტერთან თამაში ნაპოლიმ კი არ ჩააგდო,მილანელმა მსაჯმა გააკეთა ყველაფერი,უკვე დებიუტშივე,თავისი გადაწყვეტილებებით,ნეაპოლელებს გასაგებად მიანიშნა,ბიჭებო,არაფრის იმედი არ გქონდეთ,მილანიდან ქულებს არ გაგატანთო და მათაც, თავს ზევით ძალა აღარ ჰქონდათ,გაჩერდნენ.კვარა ორჯერ გადაურჩა მძიმე ტრავმას და არც სხვებისათვის დაუკლიათ ხელი,მსაჯი კი,არაფერს იმჩნევდა და რაკი ფედერაციამ და სამსაჯო კომისიამ დაუსჯელად გაუტარა ეს მატჩი(რამდენადაც ვიცი,მგონი სანქციები არ მიუღია),ეს ნიშნავს,რომ ფედერაციასაც სურდა,ჩემპიონატში დაძაბულობა შენარჩუნებულიყო და ნაპოლის წაეგო.იქ რომ ბიჭებს,ბოლომდე თავი გამოედოთ,დღეს ნახევარი გუნდი,ალბათ ისევ ჰოსპიტალში იქნებოდა მოტეხილობებით.
Артём
Молодец Хвича! Рад за тебя! Россия всегда защищала и будет защищать мингрельский народ от любых притеснений, русские и мингрелы близкие по духу народы! Не забывай об этом, Хвича!
ჟორა
კრემონეზესთან ოსიმენი ძალიან სუსტი იყო. ის ბურთიც მისი არ იყო, უმისოდაც იყო გოლი, მე ვიტყოდი გუნდმა მისგან თავი დაიცა. კვარამ კი მართლაც სანიმუშო ალღო და შესაშური გამჭრიახობა გამოავლინა, ალბათ ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც იმ ბურთს გაეკიდებოდა, მან კი გოლად აქცია.
გიო
სკუდეტომდე ჯერ ბევრია ჩათვალე ნახევარი ჩემპიონატია დარჩენილი
ზაზა
შეხედეთ ამ ბიჭებს სახეებზე!ჩემპიონები არიან!!!
Charley
როცა ამბობენ მარადონამ კრუიფმა თუ ბესტმა ფეხბურთის მაშტაბი მეოცე საუკუნეში სულ სხვა დონეზე აიყვანენ. ამ ბიჭში ჩანს ის პოტენციალი როცა იტყვიან ოცდამეერთე საუკუნის ფეხბურთს, მწვრთნელების ტაქტიკურ "მონახაზებში" წართმეული ესთეთიკა და სილამაზე თანამოდროვე ფეხბურთს კვარამ დაუბრუნაო.
ენძო
"ინტერი'ხვიჩას ბინძურად ეთამაშა და მსაჯს რომ დროულად მიეღო ზომები დარწმუნებული ვარ "ნაპოლი"იმ მატჩს არ წააგებდა.შეხვდებიან მეორე წრეში და თუ გუნდს იმ დროისთვის სკუდეტო განაღდებული არ ექნება ნახავთ რასაც დამართავს ინტერს.ისე როგორია-ხვიჩა იტალიაში რომ გადადიოდა ყველა ვნერვიულობდით როდის შეძლებდა იქაურ სიტუაციას როგორ შეეჩვეოდა და გაიხსნებოდა,ახლა აკრიტიკებენ "ინტერთან"რატომ არ ბრწყინავდიო? მაგარი ბიჭი გვყავს ქართველებს!
ზაზა
ნაპოლი უკვე ჩემპიონია! მას ხელს ვერავინ შეუშლის,ასე რომ ნეაპოლელებს ვურჩევ ემზადონ ნანატრ სკუდეტოსთვის!!!
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა