"ბორჯღალოსანთა" კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ 11 თებერვალს ამსტერდამში ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა.

52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500 რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა.

„რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რადგან მორაგბეები ლელოებს არასდროს ვითვლით. მთავარია, რომ ჩვენ მიერ გატანილმა ლელომ გუნდს მოუტანოს წარმატება, დანარჩენი კი მხოლოდ ციფრებია, რომლებიც ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“ – აღნიშნა ჭყოიძემ, რომელიც რაგბი ევროპამ იმ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩი "ბორჯღალოსნებმა" 40:8 მოიგო. საქართველომ ნიდერლანდებს ჯამში 6 ლელო გაუტანა, თუმცა, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე თავად მორაგბეები, საკუთარი თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ:

„დავალებები ვერ შევასრულეთ. ვინც უნდა იყოს მეტოქე, იქნება ეს ტიერ1-ის წარმომადგენელი თუ ნიდერლანდები, ჩვენი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვთ. ამსტერდამში ინდივიდუალურად უფრო ვითამაშეთ, ვიდრე გუნდურად, რამაც ხარისხის კუთხით დიდი გავლენა იქონია. ჩვენთვის კი გუნდური თამაში ძლიერი მხარეა და ვიმედოვნებთ, მომდევნო შეხვედრა ბევრად უფრო ხარისხიანი იქნება“ – აღნიშნავს ჭყოიძე,

ის გუნდთან ერთად უკვე ესპანეთშია და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც 18 თებერვალს ტორელავეგაში, ჩვენი დროით 22 საათზე დაიწყება, მეტოქე კი მასპინძელი ესპანეთი იქნება:

„ესპანეთი კარგი გუნდია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ჩვენ მსგავსად ორივე თამაში მოიგეს. მომავალი შეხვედრისთვის მზადება დღეს დავიწყეთ. კარგად ვიცით, რომ სერიოზული თამაში გველოდება და განწყობაც შესაფერისია. როდესაც გუნდურად ვთამაშობთ, შედეგსაც შესაფერისს ვიღებთ. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება და ჩვენი თამაშის ხარისხით და რა თქმა უნდა, გამარჯვებით, მთელ ქვეყანას გავახარებთ“.

Rugby.ge

კოტე
ამინ!
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
სუპერთასი - ჭყოიძის ლელო და ქართველი მსაჯები
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
გორის "ჯიქი": ტიტულის შენარჩუნება უფრო რთულია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა