ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, კომენტატორმა და "იუვენტუსის" ქომაგმა კლაუდიო ძულიანმა პლატფორმა "ტვიჩზე" "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე გარკვეული კითხვის ნიშნების გამო "პარტენოპეის" 30 ქულა უნდა დააკლონ.

"ისინი თამაშებს იგებენ იმ მოთამაშეების წყალობით, რომლებიც ფინანსური სანქციების გვერდის ავლით დაიმატეს. ასევე, სპალეტის გუნდში ასპარეზობენ "პრიმავერადან" დამატებული ფეხბურთელები, რომლებსაც სამედიცინო შემოწმებაც კი არ გაუვლიათ.

თუნდაც ოსიმენის შემთხვევა, მსგავსი ფაქტი რომ "იუვენტუსთან" დაკავშირებით მომხდარიყო, რა თქმა უნდა, სერია A-ს ხელმძღვანელობა "ბიანკონერის" წინააღმდეგ სათანადო ზომებს მიიღებდა. ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ", - განაცხადა ძულიანმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, სტუმრად "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სვანსკი
ჟირინოვსკი მოკვდაო და თურმე იტალიაში ჩასულა )))

სათვალე გაიწმინდე ჯიმა
ჟორა
ეგ შენ რომ გკითხონ...ისე ფინანსური გამჭვირვალობა არის საჭირო თუ კლუბი საფონდო ბირჟაზეა.იტალიის კანონმდებლობით, მაინც რბილი სასჯელი გამოიყენეს.საფონდო ბირჟაზე არსებული ფირმის ფინანსების გაყალბება კრიმინალია.
გია
15 ქულის დაკლება არ ყოფნით და 30 ითხოვენ.
დავით 67
მე თუ მკითხავ არც იუვესთვის უნდა დაეკლოთ. თუ რამე დარღვევაა გუნდის ხელმძღვანელობა დასაჯე ან დააჯარიმე. ფეხბურთელებს რას ერჩი?ამდენი ნაშრომი წყალში რატომ უნდა ჩაუყარო?
კაი ერთი
არა ძუნგლიან წულუკიანები, პროფებს და ნიჭიერებს ვერ იტანენ და ვანდალიზმისკენ აქვთ მიდრეკილება.
ნიკა
და იუვენტუსს ან სხვებს ვინ დააკლო ქულები ღარიბაშვილმა თუ კობახიძემ? :დდდ
ტტტ
სანაია ყველაფრის ღირსია, მარა მშვილდაძე ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, მას არ გაულანძღია ხვიჩა, პირიქით სანაიას ამტყუნებდა.
სვანსკი
ეს წუნკლიან-ტილიანი რა დღეშია, ასე იცის ორნიშნა ,,ეკონომიკურმა ზრდამ,, )))) იტალიაშიც უგვრძნიათ)))))
თენგო
Zuliani - ძულიან-იმ
Bs
რეალურად არსებობს შანსი რომ 15 ქულა დააკლონ როგორც იუვეს, ეს ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ მაინც უნდა ეცადონ რომ უახლოეს მდევართან მინიმუმ თხუთმეტ ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნონ, რადგან ,,ტიფა ენდო მაგათ" კალჩოს
ქუთაისელი
ძულიანი - ძუნკლიანი..
რეზი
ვახო მიშა მშვილდაძეს მიხედე. კვარა მაინც ჩემპიონია.
ადამიანი
ვააა.. იქაც გვარამია-სანაია-გაბუნიები არიან ,,ჟურნალისტები"?! :)
llcl
ბოლო სერიაში გაირკვევა, რომ სინამდვილეში კლაუდიო კალისტრატე ძულიაშვილია, სანაია და მშვილდაძე კი მისი ღვიძლი შვილები, შესაბამისად ვახო და მიშა კალისტრატეს ძე ძულიაშვილები ძმები გამოდიან
კორონიკო!
ევროპელი სპორტული "ხაბეიშვილები" ხელს უშლიან საღად აზროვნებას!!!
vaxo sanaia.
დიახაც უნდა დააკლონ, თუ იუვეს დააკლეს, ეს ნაპოლი ვინ ჩემი ფეხებია? კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს!
ტყეშელაანთ გიჟი
რას ჰგავს ეს უპატრონო, ვის დაჰკარგვია?!
ქ. გ.
ცნობილმა ქართველმა გულშემატკივარმა და საქართველოს ნაკრების ქომაგმა ქ.გ.-მ პლატფორმა "sportall-ზე" კლაუდიო ძულიანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლაუდიომ ქრთამი აიღო და ავრცელებს ცილისწამებას.
საბა
გვარი შეცდომით წერია. "ძულიანი" კი არა, არამედ "შურიანი" არის
G.LA
სეზონის ბოლოს 32 ქულა იქნება სხვაობა 15 ნაცვლად და არ ეყოფათ. 2 ქულაც დაამატოს მაგ ჟურნალისტმა. მარა იუვეს რა ხეირი ვერ ვხდები.
ILIA
ბრავო, მიშა! მშვენიერი კომენტარია. ვიხალისე. )))
Giusha3232
არ მოგიჭიროს ვერან
Givi
Amati ndoba ar iqneba napolim rac sheidzleba meti qulebit unda moigos skudeto.
მიშა
30 ქულა რა დაწვრილმანებაა? ბარემ 59 ქულა დააკლონ. :) სათვალე კი უკეთია თანამედროვე მოდის უკანასკნელი კივილი. :) თქვენ კიდევ, ამბები.გე, რას გვერჩით? D)))
ლაშა
თევზი თავიდანვე ყარსო ნათქვამია! რატომ თავიდანვე არ აკეთებენ პრევენციას კორუფციის მიმართულებით?! რაც არ შეიძლება იმის გაკეთების საშუალებას სისტემა არ უნდა იძლეოდეს. ოსიმენთან დაკავშირებით თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა რატომ აგორდა კამპანია მაინცდამაინც ეხლა?! შოტლანდიის მსგავს დღეშია იტალია. რაც რეინჯერსს გაუკეთეს, იმასვე უკეთებენ იტალიურ კლუბებს, ეს არის საკუთარი ფეხბურთის თვითლიკვიდაცია!
Irakli
გარკვეული კითხვის ნიშნების გამო 30 ქულა უნდა დააკლონო, ეს კაცი სრულ ჭკუაზეა? ფორცა კვარა!
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ნაპოლი" სოფლის გუნდი იყო და იქნება" - იტალიელმა ჟურნალისტმა "პარტენოპეი" მიწასთან გაასწორა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა