მას შემდეგ, რაც "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ვორომ ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ თქვა, რომ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო და მის გუნდს მეტის რესურსი არ ჰქონდა, კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გზა მოეჭრა, სასწრაფო ზომები უნდა მიეღოთ. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ცნობილი სპეციალისტების დაყოლიების არც დრო იყო, არც რესურსი. პიტერ ლიმმა "ღამურებში" უკვე მეათე მწვრთნელი (დროებითების გამოკლებით) მიიყვანა, გუნდი კი ყოველდღიურად უარესი ხდება და გასავარდნ ზონაშია.

როცა ესა თუ ის კლუბი კრიზისშია, მისი ყოფილი და გულშემატკივრევისათვის საყვარელი მოთამაშის მიწვევა, მიუხედავად მისი სამწვრთნელო გამოცდილებისა, ერთგვარ წესად იქცა. იქნებ ამ ფაქტორმა სიტუაციაზე დადებითად იმოქმედოს, ამავდროულად კი, ადგილობრივების მხრიდან მათი კუმირის მიმართ უფრო მეტი მოთმინება და სოლიდარობაა, რაც აგრესიას ამცირებს. თუმცა სიყვარულიდან სიძულვილამდე მაინც პატარა ხიდებია. შეგვიძლია "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდის ანაც "ბარსელონაში" ხავის დანიშვნის მაგალითები მოვიყვანოთ. ყველაფერი ეს ერთგვარი ხრიკიცაა, რაც ვალენსიური კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად სჭირდებოდა.

რუბენ ბარახა გამორჩეული მოთამაშე იყო, მებრძოლი. მას 2021 წლის შემდეგ არავინ გაუწვრთნია. ბოლოს "სარაგოსაში" იყო, სადაც გიორგი პაპუნაშვილი თამაშობდა. რამდენიმე კლუბის გაძღოლის მიუხედავად, მისი მიღწევები და ხსენებული პაუზა კარგი ამბავი ვერ იქნება, თუმცა რუბენის მოტივაცია დიდია, მშობლიური კლუბი ძველი დიდების გზისაკენ წაიყვანოს. მას ამ საქმეში თავისი დროის გამორჩეული მცველი, კარლოს მარჩენა დაეხმარება.

"ვალენსია" ყოველთვის სიმპათიებს იმსახურებდა. ჯერ საქართველოს ნაკრების ექსთავკაცმა ექტორ რაულ კუპერმა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩამდე ორჯერ მიიყვანა, ამას რაფაელ ბენიტესის "ოქროს ხანა" მოჰყვა, "ბარსელონასა" და "რეალზე" ორჯერ ჯობნება და ჩემპიონობა, უეფას თასზე (დღევანდელი ევროპა ლიგა) გამარჯვება. იმ დროის ვალენსიელები ეროვნულ ნაკრებშიც წამყვანი ძალა იყვნენ - ალბელდა, ვისენტე, ხოაკინი... აქვე არგენტინელი აიალაც.

როცა ამ კლუბზე ვსაუბრობთ, სანტიაგო კანისარესი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, კლუბის ლეგენდა. მის აზრს პატივს აქ დღემდე სცემენ და ახლანდელი კიპერის, გიორგი მამარდაშვილის დიდი გულშემატკივარიცაა. ჩვენ კი გვსურს, ქართველი მეკარე უკეთეს გუნდში ვიხილოთ, თუმცა რუბენ ბარახასა და კლუბის ხელმძღვანელობისთვის ახალგაზრდა, პერსპექტიული და მომავალში დიდი სატრანსფერო ფასის მქონე კიპერი ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუნდაც ის, მისი უახლოეს ზაფხულშივე გასხვისება რამდენად მოინდომონ. ეს მათ ხელში აღმოჩენილი ბრილიანტია. სწორედ "მამარდას" გამოა, "ღამურების" ამბავი ასე რომ გვაწუხებს, გვეფიქრება და ვალენსიური კლუბი ასეთ დღეში არ გვინდა იყოს.

ბარახა-მარჩენას წყვილს პირველ მატჩამდე საკმაო დრო აქვს, "ხეტაფეს" ისინი ორშაბათს, 20 თებერვალს ესტუმრებიან. მოულოდნელად, ეს გუნდები გასავარდნ ზონაში არიან და ძალიან დაძაბული დაპირისპირება გამოვა. ამას "სოსიედადი" და "ბარსელონა" მოჰყვება. აპრილიდან გუნდს უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს და ამ დროს ახალი თავკაცის ხელი უფრო დაეტყობა. "ვალენსია" უნდა გადარჩეს!..

ID
არაა ლამაზი როცა სხვის კომენტარს აკრიტიკებ უმიზეზოდ, მით უმეტეს რო თუნდაც: კუპერი ვალენსიას მწვრთენი იყო 1999-2001 წწ.; ალბელდა ვალენსიაში თამაშობდა 1996-2013 წწ. ანუ გასულ საუკუნეზეც ყოფილა საუბარი და ისე კემპესი არა მარტო 82-84 არამედ 1976-1981 წწ თამაშობდა ვალენსიაში.
კომენტარების ავტორებს
მარიო კემპესი ვალენსიაში თამაშობდა 1982-84 წლებში და რა შუაშია 2000-იან წლებთან,რაც აქაა განხილული? საოცარ კომენტარებს წაიკითხავ ხანდახან. ისე კი მე მაგ დროის ვალენსიაში ყველა მომწონდა, თუმცა ასე ჩამოსათვლელად ყველა არ ივარგებს
თემო
მიუხედავად ყველაფრისა ვალენსიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია.კლუბს არა მწვრთნელის არამედ ფინანსური დიდი პრობლემები აწუხებს. არადა ყველა ( ვინც საქმის კურსში არ არის) ლიმას აბრალებენ ამ მდგომარეობას, მაგრამ პრობლემები უფრო რთული და ღრმაა.ეს არის ადგილობრივი, პროვინციული პოლიტიკოსების ვირთხული თამაშები, რომ ინვესტორი გააქციონ და კლუბის სათავეებთან თვითონ დადგნენ.ახალი( უკვე ძველი და რადგან ათიოდე წელიწადია დაუმთავრებელია) სტადიონის მშენებლობაზე უზარმაზარი ფული გააკეთეს, ეხლა ისევ სახელმწიფოს ჩარევა სურთ, რომ ისევ გაისქელონ ჯიბეები. საერთოდ ვალენსია უცნაური რეგიონია, სადაც ადგილობრივები სასტიკად ეწინააღმდეგებიან ყველაფერ ახალს,უცხოურ ინვესტიციებს.ყველაფერი ლიცენზირებას ექვემდებარება, რესტორანში რომ დამატებითი მაგიდა დადგა,იმასაც მერიის თანხმობა სჭირდება. მოკლედ, თუ გიორგი მოახერხებს გადასვლას რომელიმე იტალიის კლუბში, იქნება გადასარევი.ინგლისური კლუბში უფრო სახიფათოა, რადგან ჯერჯერობით უჭირს გამოსვლებზე თამაში.
ქომაგი
ასევე პაბლო აიმარი საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი ასევე კლაუდიო ლოპესი.
სოსო
მარიო კემპესი 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული,საუკეთესო ბომბარდირი,საუკეთესო მოითამაშე და ჩემპიონის,არგენტინის ნაკრების ცალსახა ლიდერი იყო,რომელმაც,ერთ მომენტში,ფანტასტიკური ნახტომით,მათ კარში მიმავალი ბურთი, ცხრიანიდან ხელით გამოიღო და დანიშნული პენალტი,მერე უკვე მეკარემ მოიგერია.ვინც ამ პოსტს დისლაიქი დაუსვა,მას ეტყობა გაგებულიც კი არ აქვს,ვისზეა ლაპარაკი,თორემ ამას არგააკეთებდა.
ID
არ მინდა კრიტიკული ვიყო ავტორისადმი მაგრამ ვალენისას ისტორიას ჩამოყვე, რობერტო აიალაც კი ახსენო და და მარიო კემპესი გამოტოვო (უდიდესი არგენტილენლი - მსოფლიოს საუკეთესო თავის დროზე, ვალენსიას მაშინდელი ტიტულების შემოქმედი და ვალენსიაში 150 მდე გოლის გამტანი) ცოტა უხერხული ხო არ არის?
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა