უმაღლეს ლიგაში გადასულ მარტვილის "მერანს" ნება დართეს საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლოს
უმაღლეს ლიგაში გადასული მარტვილის "მერანი" ტრაბზონში გაემგზავრა ერთკვირიან შეკრებაზე. სავიზო პრობლემების გამო გუნდს თურქეთში ვერ გაჰყვნენ კოტდივუარელი ლეგიონერები ტაპე და ჯოელი, სამაგიეროდ, მარტვილელებთანაა ახლახან გადაბირებული გორელი ფეხბურთელი გურამ სამადაშვილი, რომელიც გასულ სეზონში ფოთის "კოლხეთში" ირიცხებოდა.

მარტვილელთა თავკაცმა მალხაზ ჟვანიამ თურქეთში წაიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: შეროზია, შენგელია, ჟვანია, იობაშვილი, ჩალაძე, კაკუშაძე, ილურიძე, მემანიშვილი, ამბროლაძე, კუჭუხიძე, წოწორია, ტორაძე, მელიავა, მანწკავა, გრიგალაშვილი, ქამუშაძე, შალიკაშვილი.

ტრაბზონში მარტვილელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. პირველ შეხვედრაში "რიზესფორს" დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი "ტრაბზონსფორის" მეორე გუნდთან მოსინჯავენ ძალებს. 28 ივლისს მარტვილელები შინ გამობრუნდებიან და ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ.

გუნდის ხელმძღვანელთა თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს მარტვილის ცენტრალური სტადიონი და ნება დართეს, საშინაო მატჩებს საკუთარ კედლებში უმასპინძლონ. მანამდე მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება ტრიბუნები.

შეგახსენებთ, რომ "მერანს" ჩემპიონატის პირველი მატჩი შინ ელის "გაგრასთან" 7 აგვისტოს.

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა