იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური დღეს, პარასკევს იწყება, ამის მიზეზი კი ისაა, რომ "ნაპოლი" სამშაბათ საღამოს ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჩაერთოს და ძალების აღსადგენად მეტი დრო ექნება. სერია "ა"-ს ლიდერები "სასუოლოს" 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე ესტუმრებიან.

ბოლო დროს ლუჩანო სპალეტი როტაციას, ფაქტობრივად, არ მიმართავს და საქმეში ძირითადად ერთსა და იმავე თერთმეტეულს ვხედავთ. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, სადაც ცვლილება უფრო ხშირი იყო, ირვინ ლოსანოს სტაბილურად ენდობიან და მატეო პოლიტანოს ცოტა დრო ეძლევა. ახლა საქმეში ჩემპიონთა ლიგა ერთვება და ყველა მწვრთნელის წინაშე ეს დილემა დგება, როგორ გადანაწილდება ძალები და რესურსები. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა ქვეყნის თასზე გამოსვლა შემადგენლობის გადახალისებას შესწირეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტოსთან მიახლოება ძალიან ძვირფასია (უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით აღემატებიან და +18-ის შანსი აქვთ), თუმცა უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა კლუბის ხელმძღვანელობისა და სპალეტის ინტერესში იქნება. მით უმეტეს, მერვედფინალში გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ აქვთ - ფრანკფურტის "აინტრახტი".

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი დაუნდობელი გახდა და არავის იმჩნევს. შეგახსენებთ, ნიგერიელს ჩემპიონატში 17 შედეგიანი დარტყმა და 3 "ასისტი" აქვს, ქართველის ანგარიშზე კი 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. ჩვენებურს შანსი აქვს, ტოპ-ლიგებში პირველი იყოს, ვინც ორნიშნა ნიშნულებს (10 გოლი, 10 შედეგიანი პასი) მიაღწევს. ამ დუეტის შემართება, ურთიერთგაგება და ეფექტურობა ძალიან მაღალ დონეზეა. "სასუოლოსთან" პირველი წრის მატჩში "კვარამ" ვიქტორს ორჯერ გაატანინა, მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო, ოსიმენმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. რაც უნდა როტაციაზე ვსაუბრობდეთ, ის ამ წყვილს არ უნდა შეეხოს. ნეაპოლური კოლექტივი ძალიან გუნდური და შეთამაშებულია. შესაძლოა, ელიფ ელმასს ან ჯოვანი სიმეონეს სხვაზე ცოტა დრო ეძლევათ, თუმცა ისინი მაინც პროდუქტიულები და შედეგიანები არიან. ტრავმის გამო ჯაკომო რასპადორი ვერ ითამაშებს.

"სასუოლოს" საშინელი სერია ჰქონდა, თუმცა დიონისოს გუნდი ბოლო დროს ძალიან მოფერიანდა - ჯერ "მილანი" მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხეს, შემდეგ კი "ატალანტასაც" (1:0) აჯობეს. თუკი პირველი წრის მატჩში ხვიჩას შეჩერებას გერმანელი ტოლიანი ცდილობდა, ის ახლა ტრავმირებულია და "კვარადონას" პირისპირ "ატალანტადან" ცოტა ხნის წინ გადაბირებული ნადირ ზორტეა იქნება.

რეჯიო ემილიაში ამ გუნდების უკანასკნელი ორი შეხვედრა უხვგოლიანი ფრით (3:3, 2:2) დასრულდა, ბოლო 4 მატჩში კი ნეაპოლელებმა მეტოქეს 15 გოლი გაუტანეს. შეხვედრას ანდრეა კოლომბო განსჯის.

გიგა
ამისმა პროფესორობამ ხომ შეგვიკლა
italia
მეორე შემადგენლობით იყო კრემონეზესთან რო წააგო თასზე სერია ა ში ეგრე ადვილი არ არი მოგებები
ვოოტ
17- ში ღამე თამაშობენ და მატჩი 18-ში მორჩება, 21-ში კი უკვე გერმანიაში უნდა გაფრინდნენ, რომ 22-ში ითამაშონ... აბა, კარგად დათვალე, 5 დღე გამოდის თუ არასრული 3 დღე?!... ხვიჩა საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაშია, მაგრამ თუ დაუკვირდები, 90 წუთს სრულად მაინც ვერ ქაჩავს და ნაპოლის ფეხბურთელების უმეტესობა ხვიჩაზე მინიმუმ ორჯერ მეტს დარბის და ორჯერ მეტ შავ სამუშაოს ასრულებს... იტალიის ჩემპიონატიც და ჩემპიონთა ლიგაც ახლა შედის გადამწყვეტ ფაზაში და სრულფასოვანი დასვენების გარეშე ფორმის შენარჩუნება გამორიცხულია... მითუმეტეს, რომ რაც დასათმობი ჰქონდა, იტალიის თასს ვგულისხმობ, უკვე დათმო და დარჩენილ ორივე ფრონტზე ბოლომდე მოუწევთ დახარჯვა... სწორედ ასეთ დროს იზრდება ტრამვის მიღების ალბათობა - როცა ძალების აღდგენას ვერ ასწრებ და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე გიწევს თამაში...
rigiti
" საერთოდ ლუჩანო ვერაა მაღალი დონის მწვრთნელი ,თასის ჩაგდება, მისი უაზრო როტაციის მიზეზით მოდა)" ლამის ნახევარ წრეში იტალიის ჩემპიონატში გუნდი ჩემპიონი გახადა "მაღალი დონის მწვრთნელობა" რომ დაგიმტკიცოს უკვე ლიგაც მოგებული უნდა ჰქონდეს ალბათ!!!?
rigiti
სკუდეტოზე აქცენტი უკვე გაკეთებულია, იმიტომაც გაიქცა 15+ ქულით, მართლა რაღაც დიდი სასწაული უნდა მოხდეს სკუდეტო რომ ვერ მოიგოს, თუნდაც მეორე გუნდით! ეხლა მთელი აქცენტი ლიგასე ექნებათ და სწორეცაა!
zura222
აწი მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგას უნდა დაუთმონ სკუდეტო ფაქტიურად მოგებული აქვთ ! გამორიცხულია 16 თამაშში 15 ქულიანი უპირატესობა გაანიავონ თანაც დარჩენილი 16 თამაშიდან 10 ისეთი თამაში აქვთ მეორე შემადგენლობითაც მოიგებენ იმ თამაშებს
კახა
აინტერესოა სილკ ზე არ ჩანს ტრანსლირება არსად და რომელ არხზე ვუყუროთ... სეტანტა მუნჯურ რეჟიმშიი. რუსულს არ რთავთ მაგრამ ქართულად მაინც წაიყვანეთ თამაში....
tngh
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!
dima
ნაპოლი არ არის ახლა ის გუნდი ,რომ ორივე ტიტული მოიპოვოს.. მე მგონი, ჯობს, სკუდეტოზე გააკეთოს მთავარი აქცენტი,ლიგა კი- როგორც გამოვა....
papai
ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე 5 დღით ადრე რა დასვენება ჭირდება არ მესმის, ტრამვის მიღების საფრთხე მასე ყველა თამაშშია.. პირიქით ფორმაში რომ იყვნენ კვარაც იდგება და ოსიც და მეორე ტაიმში მალევე შეცვლის მე-60 წუთიდან
ქ. გ.
დაასვენებს ხვიჩას. თუ გაუჭირდებათ, მეორე ტაიმში ითამაშებს ხვიჩა. სასტარტოში დააყენებს ლოზანოს, პოლიტანოს, ელმასს. ალბათ, სიმეონესაც მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. რასპადორი ტრავმირებულია.
Charley
გამორიცხულია სპალეტიმ როტაციას მიმართოს, ორივეს ძირითადში გაამწესებს. ასე პირდაპირ ოსი-კვარა ზამენაზე გადასვა არ ხდება ეს ფეხბურთელს ტონუსს აკარგინებს მით უმეტეს 4 დღეში ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ მაქსიმუმ შეიძლება სასუოლოსთან შედარებით ადრე გაიყვანოს ოსიც და კვარაც. ეხლა კვარას პერსპექივაზე ნაპოლიში. კი არ მინდა მისი წასვლა მაგრამ ნაპოლის საქმე რომ ვიცი, ძაან ლოგიკურად მეჩვენება რომ ქეშაუთს გააკეთებენ ხვიჩა ოსიზე აუცილებლად შემდეგ სეზონში. თან ნანატრი სკუდეტოც ექნებათ შეგულებული. მეორე ვარიანტია რომ დააშენონ ამ გუნდს კიდევ და გრანდად გახადონ, მაგრამ არ/ვერ იზამენ ამას. ხოდა თუ გრანდად ვერ გახდი გუნდს, და გრანდობის ამბიცია არა გაქვს, მაშინ 100 მილიონიანი მოთამაშეებიც არ უნდა შეინახო. რადგან როცა გუნდი არაა გრანდი, არის დაკომპლექტებული სიტყვაზე საშუალო იგროკებით, მაშინ ამ გუნდს ადრე თუ გვიან შედეგებიც გაუსაშუალოვდება, და ის სტარებიც, ვინც ყავს, დაკარგავს თავის ფასს. ცნობილი ფაქტია რომ გუნდის პერფორმანსს ფასებზე აქვს გავლენა. ხვიჩა ამავე სტატებით სასუოლოში 40 მილიონი ეღირებოდა.
aburjga
თამაში ელმასმა და სიმეონემ უნდა დაიწყონ. ხვიჩა და ვიქტორი მეორე ნახევრიდან! 21 სათვის თან ფორმაშიც რომ იყონ და თანაც არ გადაიღალნონ!
ზ.მ.
ცხოვრება მარტივადაა აწყობილი,ან ხარ ადამიანი შენივე შეცდომების მიუხედავად ან ნაკლებად,არაფერი ხარ.ან ფლობ საქმეს იმ დროის გათვალისწინებით რომელშიც მოგიწია ცხოვრებამ,აურჩევლა,სოციალური ყოფის,განათლების,ქვეყნის ჯამური ღირებულებების გათვალისწინებით დროის იმ მონაკვეთისთვის ფასეულის,რომელშიც ხარ,ან ვერ ფლობ.კაცი მარტო იბადება და მარტო კვდება,რომ მიაფსკვნიან დუეტებში და ტრიოებში,ნებისმიერ საქმეში,კაცს თუ ქვეყანას,შედეგი უდროომდე იწელება თითქმის ყოველთვის,ჯამში კი უშედეგოდ.მოლდოვასთან რომ გაგვადუეტეს ევროკავშირისკენ ჩვენი სვლისას, თუმცა უკრაინასა და მოლდოვასა ვუსწრებდით შედეგებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,დავმუხრუჭდით,მივჩანჩალებთ მათ უკან ეხლა,თუმცა ამ გზაზე ბევრი ცუდი საქართველოსათვის ჩვენივე უტვინობითაც ,ურთიერთ არგატანითაც ხდება.ასევეა ფეხბურთშიც....ჩააბღაუჭეს ნიჭიერი ქართველი ამ უშედეგო მისთვის დუეტს,საქმე კი გვაქვს -ფეღბურთში ეგოიზმთან,გაუმაძღრობასთან და ურთიერთ ცხოველურ ქიშპობასთან,კვარაცხელია უდუეტოდაც ,ნაპოლის თავდასხმაში ერთ ერთი უძლიერესია .ოსიმენი იქნება მის გვერდით თუ ჟირუ,ბურთები უნდა მიეწოდოს დროულად როცა გახსნილია,უფრო ხშირად, თანაგუნდელების მიერ,და მწვრთნელებმა,დღეს დღეობით სპალეტიმ(ნაკლებად უნდა ჯაჭვოს ხვიჩა,თამაშის მსვლელობისას,და კვარაცხელია სხვაობას შექმნის, დღეს ბიჭს ძალუძს ფიზიკურად ,საჭირო დონე აქვს ბურთის,გუნდისთვის საჭირო ბურთის გასატანი და საერთოდ ლუჩანო ვერაა მაღალი დონის მწვრთნელი ,თასის ჩაგდება, მისი უაზრო როტაციის მიზეზით მოდა) და შემდგომშიც არ ჩააფლავოს რაიმე,ვეჭვობ,თუმცა გუნდს საკმაო ჰანდიკაფი აქვს..სამი სიტყვით არასრული ბიზნესის ბრალია,თუ ნაპოლი წაიფორხილებს,ხვიჩას კი უფრო მაღალ ანაზღაურებას ვუსურვებ,სანამ დრო და ჯანმრთელობა ამ ნიჭიერი ქართველისკენაა,და მარტომ სვლით, გზის კაფვას ჩვენს შემთხვევაში ჯერჯერობით ფეხბურთის კარიერაში,ადამიანურად წინსვლით,როგორც საკუთარ თავს, ვუსურვებდი,უდუეტებოდ და უკვარტეტებოდ.
ზაზა
ხვიჩა ხვალ გოლი აუცილებლად პირველივე 10 წუთში ,მერე კი როგორც გინდა ისე იყოს!!!
S.m
ეს ისეთი თამაშია სადაც დიდი შანსია ქულების დაკარგვის ამიტომ ყურადღებით მოუწევთ თამაში
ლაშა
ოსიმენი ბეტმენი, კვარა სუპერმენი!
G.LA
არა მგონია ვინმე დაასვენოს სპალეტიმ, ძირითადით ათამაშებს გუნდს. უკვე მეორე ტაიმის ბოლოს ანგარიშიდან გამომდინარე გააკეთებს შეცვლებს.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა