დღეს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში შეიკრიბა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება, ხოლო საკვალიფიკაციოს დასკვნით მატჩში თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც მომავალ აგვისტო-სექტემბერში სამი აზიური ქვეყანა – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს.

თბილისი არენაზე ნაკრებში გამოძახებული 14 მოთამაშიდან 8 იმყოფებოდა – გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური და ილია ლონდარიძე. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ნაკრების ვარჯიშზე დაუძახეს სუპერლიგაში მოთამაშე ორ ყოჩაღ ახალგაზრდა კალათბურთელსაც – რუსთაველ გუგა პატაშურს და კავკასიელი ნიკოლოზ გაფრინდაშვილს.

ლეგიონერებიდან თბილისში ჯერ მხოლოდ ანდრონიკაშვილი ჩამოვიდა, დუდა სანაძე ხვალ ვარჯიშზე იქნება, ხოლო გიორგი კორსანტიას საკითხი მისი გუნდის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის თასზე ასპარეზობს და თუ მომდევნო ეტაპზე გავიდა, კორსანტია ეროვნულ გუნდს ნიდერლანდებში შეუერთდება.

ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ისევე როგორც ესპანურ ლიგაში მოთამაშე გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, ეროვნულ გუნდს ალმერეში შეუერთდებიან. დღევანდელ ვარჯიშს რაც შეეხება, ილიას ზუროსმა ასისტენტებთან – ანატოლი ბოისასთან და გეორგიოს ლიმნიატისთან ერთად მოთამაშეები ნაკრებში აპრობირებულ კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით თბილისში კიდევ 2 დღე დარჩება – 18 და 19 თებერვალს თბილისი არენაზე ივარჯიშებს და 20 თებერვალს, გამთენიისას ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც სრული შემადგენლობით ვარჯიშსა და მზადებას 23 თებერვლის მატჩისთვის გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89