გუშინ, 17 თებერვალს "ნაპოლი" "სასუოლოს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. მე-12 წუთზე შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა.

ცხადია, იტალიური მედია 22 წლის გარემარბის თამაშით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა, გთავაზობთ წამყვანი გამოცემების კომენტარებს:

"კვარას" უკვე ორნიშნა მაჩვენებელი აქვს, ქართველმა გათამაშებაში მე-10 გოლი გაიტანა, "სასუოლოსთან" უდიდესი ოსტატობა გამოავლინა და შეტევა ცენტრიდან დაიწყო, მომენტიც, რა თქმა უნდა, თავად დაასრულა" - Sportmediaset-ი

"მისი შეჩერება შეუძლებელია. დრიბლინგის, მომენტის დასრულებისა და სისწრაფის შესანიშნავი კომბინაცია. სერია A-ში მსგავსი რამ იშვიათად გვინახავს. ხვიჩას გატანილი გოლი ნამდვილი მარგალიტია" - Eurosport-ი

"სერია A-ს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ვიქტორთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს, ხვიჩას შეჩერებას ვერავინ ახერხებს" - Calcionapoli

"მოწინააღმდეგეს თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ძალა, ტექნიკა, სისწრაფე "კვარას" ყველა ეს თვისება გააჩნია, იგი "მარველის" სუპერ გმირს ჰგავს" - Areanapoli

"კვარა მოწინააღმდეგის შიშს იწვევს, ყველაფერს უნმარტივესად აკეთებს. მისი დრიბლინგი ჩვეულებრივი ადამიანისას არ ჰგავს, "სასუოლომ" მის განეიტრალებაზე ბევრი იმუშავა, თუმცა ხვიჩა ყველას და ყველაფერს დრიბლინგით გვერდს უვლის" - Corriere dello Sport-ი

"ფენომენის კიდევ ერთი ფენომენალური თამაში. აღსანიშნავია მისი გატანილი გოლი, რომელიც მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით დაიწყო და ოსიმენზე გაკეთებული ფანტასტიკური გადაცემა" - Tuttonapoli

"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.

რობი
შვედებს რო გაუტანა ბათუმში ოდნავ გავს იმას
Mishiko
Shenekomentarze dislaiki vinedasva imas namusi aq
კაპიტან გარდენბურგი
იმ კაცს დავუწერე კარგია თქო და თურმე შენ უფრო ადრე გითქვამს :) კარგია ჩაუკვარახჭინა
კაპიტან გარდენბურგი
ყოჩაღ :)))) კარგია ჩაა კვარა ხჭინა
უტა
დისლაიქების დამსმელის თავში ჩამახედა რაა
ზ.გ.
საღოლ მართლა კარგია!! ჩააკვარახჭინა!!!!
ბიძინა კუკულაძე
ოსიმენს რა ვუთხარი. რა ორი მომენტი გამაზა, განსაკუთრებით ის-თავზე რომ დაასვა ხვიჩამ ბურთი-მაინც და მაინც მაშინ უმტყუნა მიზანმა მაგ დალოცვილს.ხვიჩას გოლი ფანტასტიკის სფეროდანაა-ერთს შემოუტარა, მეორე მოსვა, ორი მცველი კიდევ შიშით დაზაფრული მოქმედებდა, დაარტყა მაშინ, როცა მცველმა მარცხენა ფეხი გაწია. დაფარული დარტყმის აღება კიდევ თითქმის შეუძლებელია.რამდენჯერ ვნახე. კიდევ არ მომწყინდება მაგ მომენტის ნახვა.
cheroeli
კვარამ ჩაუკვარახჭინა.
ლევანი
და ეს ჯერ დასაწყისია, ეს ჯერ პირველი სეზონია. ხვიჩას ნიჭს და შესაძლებლობებს ჭერი არა აქვს არააა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, მე მგონი, რამხელა ბედნიერება დაგვეცა თავს ამ ბიჭის სახით. ანათებს, კაშკაშებს ქართული ნიჭი, და ეს ჯერ დასაწყისიაააა. დიდება საქართველოს!!!
კახა
რა გადაცემებს უკეთებს ისმენს( უბრალოდ თავი დაუხვედრე წინა ტურშიც ეხლაც ტერფის გარეთა მხრიდან) ყიფო გამახსენდა ზუსტად ყიოიანის პასი იყო მაგარი ბიჭი გყავს უფალი გიფარავდეს შენ და ყველა ქართველს ვისაც სამშობლოსათვის უცემს გული.
ჟორა
მე არ ვიცი, ეს შემთხვევით მოხდა თუ ხვიჩა დაელოდა როდის გაშლიდა მცველი ფეხს, რომ ბურთი ფეხებშუა გაეტარებინა, როგორც არ უნდა იყოს, უმაღლესი კლასი გამოვიდა.
გიორგი
ნამდვილად ეგრეა
პაატა
კვარა ღმერთი გაგახარებს საქართველოს ესეთი გახარებისთვის.სულ გამარჯვებული ყოფილიყავი ჩვენო ვარსკვლავბიჭუნა.
Charley
გუშინდელ გოლზე ცოტა დაიწერა, არადა უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ჩემი აზრით. სოლო გოლები ზოგადად იშვიათობაა, მაგრამ რაც კვარამ ქნა გუშინ კიდევ უფრო იშვიათია. სოლო გოლების უმეტესობის დროს ფეხბურთელი ერთი და იგივე მეთოდით ატყუებს ხოლმე რამდენიმე მოთამაშეს და მერე გააქ, კვრას გოლი კი 3 დამოუკიდებელი კომპონენტისგან შედგებოდა: 1. თითქმის ადგილზე გაკეთებული ფინტი (სქილ მუვი), რითაც არაფრისგან საკუთარ თავს უჩენს თავისუფალ სივრცეს; 2. ამ სივრცეს ითვისებს საოცარი სისწრაფის და სხეულის კოორდინაციის ხარჯზე; 3. საკუთარი თანაგუნდელების უმწეობით შეშინებულ და პოზიციურ დაცვაში ჩამდგარ მცველს უკვე ინტელექტუალურად აბითურებს. ერთი შეხედვით სოლო გოლი ხო ისედაც მაგრობაა და რად უნდა ბევრი ბაზარი, მაგრმ ნურას უკაცრავად ეგეთი მრავალფეროვანი შესრულება ბევრი გახსენდებათ? დადეთ ვიდეოები რომელი გოლი გაგახსენათ კვარას შედევრმა... პ.ს. კვარას მაქსიმუმი რა იქნება ვეღარ ვხვდები უკვე იმდენად მაღალი ჭერი აქ. ამიტომ, მიმართეთ პრეს ცენ ტრს დდ:
გიორგი
ხვიჩას მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია.ის აჩვენებს რომ საქმისადმი გონივრული მიდგომის და შრომის შედეგად ქართველს ისევ შეუძლია ისტოირული მწვერვალების დაპყრობა. ძალიან მნიშვნელოვანია სადრეოსოდ უკიდურესად მიკნავებული და ომში დამარცხებული ნიჰილიზმით დაღეჭილი ქართველობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.
ზაზა
ქართველი როდესაც ნიჭიერია,ის ჩვეულებრივი ვერანაირად ვერ იქნება,ის იქნება ფენომენალური!!!
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!! მოახლოვდა ნაკრების თამაში!!!
G.LA
გული სიხარულით მევსება ასეთებს რომ ვკითხულობ ჩვენ ბიჭზე. 2-3 თამაშის გამოკლებით რაც გამომდინარეობდა მის გაცდენილი დროით ტრამვის გამო, ხვიჩას თამაში სტაბილურად მაღალ დონეზეა. ბევრს გვეჯერა რომ ხვიჩა ძიროთადში დაიმკვიდრებდა ადგილს, მეც მათ შორის ვიყავი და დარწმუნებულიც ვიყავი. მაგრამ რასაც ხვიჩა აკეთებს ეს წაროუდგენელია. რაღა დროს ძირითადია? ბიჭი მწვერვალისკენ მიიწევს. პირველივე სეზონში ასეთი რამ არ მაგონდება დიდი ლეგენდების კარიერიდანაც.
მერაბი
არც არის ჩვეულებრივი.წარმოუდგენლად არაჩვეულებრივია!!!
კოლხიდელი
ბედნიერებაა,რომ ეს ღვთის საჩუქარი ჩვენი გორისაა!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება