იტალიური გამოცემა RAI-ს ჟურნალისტის, ჩირო ვენერატოს თქმით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ქართველი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მისი ინფორმაციით, ხვიჩას ახალ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება:

"კრისტიანო ჯუნტოლი და აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც ქართველი ყოველწლიურად 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხელშეკრულება გათვლილი 2028 წლის ივნისამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ "კვარას" კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 24 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

მირიან
კარგია რომ გამოსასყიდი არ აქვს. თუ მოუნდება ნებისმიერ დროს დაარღვევს კონტრაქტს და ჯარიმას გადაიხდის დაახლოებით 10 მილიონს და არა 100 თუ 200 მილიონს.
ზაქრო
ნაპოლიში ყველას ხვიჩაზე ბევრად მაღალი ხელფასი აქვთ და ექნებათ, რა ხდება, ვერ გავიგე. https://salarysport.com/football/serie-a/napoli/
gogi
არ დაგვავიწყდეს ქინქლაძის მაგალითი გავარდნილ სიტის რომ გადაყვა, რაც მის კარიერაზე ცუდად აისახა ძალიან. ხვიჩას წინ დიდი მომავალი ელის და არ უნდა მიეჯაჭვოს არც ნაპოლის არც სხვას.
zurabi
ესაა მონაჭორი რაღაც სისულელე რა გამოსასყიდის გარეშე.სიყვარული ორ მხრივია ხვიჩას ხელფასი უკვე უნდა იყოს 4 მილიონი მინიმუმ.
დათო
ხვიჩამ სეზონის ბოლომდე არუნდა მოაწეროს ხელი არცერთ კონტრაქტს. 2.5 მილიონი კაპიკებია დღევანდელ ფეხბურთში ამ დონის მოთამაშისთვის. გამოსასყიდი თანხის გარეშე საერთოდ არუნდა მოაწეროს ხელი. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონზე რომ აწიონ ხელფასი მინიმუმ 7 მილიონი უნდა დაუნიშნონ.
მამუკა
ჯუღელს სძინავს თუ რას შვრება? ჩანს რატომ იყო ნომერ 1 აგენტი მინო რაიოლა, თვითონაც შოულობდა დიდ ფულს და ფეხბურთელებსაც ისეთ კონტრაქტს უფორმებდა რომ დაბმული არ ყოფილიყვნენ ერთ გუნდში
პავლოვიჩი
მინიმუმ 5 მილიონი + პრემია-ბონუსები.

ანუ იტალია თუ ომს არ დაუწყებს რომელიმე ქვეყანას და სანქციებს არ დააკისრებენ, მანამდე თავს ვერ დააღწევს კვარა ნაპოლის ასე გამოდის :)))) ახლა ყველაფერი კარგადაა და კი გვინდა ნაპოლიში იყო, ყველას უნდა... მაგრამ ორი სამი წლის მერე რა იქნება? როცა 23-24 წლის კვარას კარიერის პიკი ექნება და თანაგუნდელები ხელს ვერ შეუწყობენ?
giorgi janikashvili
gamosasyidi tanxis gareshe xvichas sruli tavisufleba eniheba da sheedzleba kontraqtis gasvistanave gaxdes tavisufali agenti.carmoidginet ra tanxebs shestavazeben mas.napoli ki darcheba of said shi
ლევანი
2.5 მილიონი, სასაცილო თანხა რომ არის, უკვე დღეს, ამას ყველა ხვდება. ხომ აქვთ ნაპოლიში სხვებს, უფრო მეტი ვიდრე 2.5 ია. და რაა, ისინი უფრო მეტს აძლევენ გუნდს, ვიდრე ხვიჩა? ასე რომ, უყვართ და გიჟდებიან, გასაგებია, თუმცა შტერი არავინაა რა...
ბს
გამოსასყიდი თანხის გარეშე, კაბალაა ნებისმიერი ანაზღაურებით და მით უმეტეს მაგ ხელფასით.
chiva
inglislhi tveshi micemen magdens
გოგია
სახლში როგორ გიტანენ? თუ მარტო ცხოვრობ?
las
ამ ეტაპზე შესაბამის გუნდშია. ვფიქრობ რომ მინიმუმ 1 ზესონი უნდა დარჩეს. მაგრამ მთელი კარიერა მანდ გაატაროს არაა კარგი. ნაოლი არასდროს ყოფილა გრანდი. და მოთამაშე რომელსაც უკვე 10 ულში ასახელებენ ოქროს ბურთის, რავიცი. ჯერ 2.5 მილიონი სასაცილო თანხაა და ან მად რატო უნდა დარჩეს
დათა თუთაშხია
ახალი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე არ უნდა გააფორმოს. სეზონის ბოლოს კვარას ფასიც სულ სხვა იქნება, ხელფასიც მინიმუმ 5-7 მილიონი შეუძლია მოითხოვოს. გამოსასყიდი თანხაც თავისი სურვილის მიხედვით უნდა ჩააწერინოს. ძაან გაუვიდათ თავს ტიპებს, ჯერ ისედაც მუქთად ყავთ ხელში ჩაგდებული მარგალიტივით ბიჭი და ნამუსიც კარგი საქონელია, ეს რა პირობებს სთავაზობენ.
სოსო
ეს ხომ სრული სისულელეა ხვიჩას მხრიდან?!2,5 მილიონი,უკვე ახლავეა სასაცილო ხელფასი.თანაც გამოსყიდვის უფლების გარეშე.რუბინიდან ომის წყალობით გამოაღწია და ნეაპოლის მაფიას უვარდება კლანჭებში?არასოდეს მითქვია ჯუღელზე აუგი,მაგრამ ასეთი კონტრაქტი,ძალიან ცუდად გამოიყურება და დღეს თუ გაჭირვებით,კიდევ შესაძლოა მისაღები იყოს,ხვალ უკვე მონობას დაემსგავსება და ხვიჩა ხელფეხშეკრული აღმოჩნდება.გასაგებია,რომ ნეაპოლს უყვარს კვარა,მაგრამ კონტრაქტი,ისეთი დოკუმენტია,რომელმაც ურთიერთობის ყველა სფერო უნდა მოიცვას და კარგთან ერთად,უარყოფითი ვარიანტის დროს ურთიერთ დამოკიდებულების რეგულაციასაც ახდენდეს.კლიენტის სენტიმენტებზე თამაში,თაღლითების საყვარელი იარაღია და მგონი ახლა ხვიჩას ახვევენ,მსგავს ბადეში.დე ლავრენტისი,ოდიოზური ფიგურის სახელით სარგებლობს და ეს მაინც უნდა იწვევდეს საფრთხის შეგნებას.თუ რა თქმა უნდა ჯუღელიც, მასთან ერთად არ არის შეკრული.იმედი მაქვს,ეს ყველაფერი,უბრალოდ ჭორები აღმოჩნდება და მსგავსი არაფერი ხდება.
Irakli
2,5 მლნ კვარასთან ახლოს რომ ვერ მივლენ ისეთი ფეხბურთელები იღებენ, მგონი ცოტა გამოცდილი აგენტის აყვანა არ აწყენდა.
მეგრელი
არაა კარგი გამოსასყიდი თანხა რომ არ წერია, ეს ნიშნავს იმას რომ სანამ ნაპოლი არ მოისურვებს არ გაიყიდება, ან დაახეთქებენ 200 მილიონს. 2.5 ლიმონი დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ცოტაა. ამის აგენტი ხორხე მენდესი რო იყოს ან რიაოლა (ცხონებული) მინიმუმ 6 მილიონი ექნებოდა. ერთი სიტყვით არ მომწონს პირობები. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა
პელე
მანჩესტერისნაირ დიდ გუნდში ახლაც თამაშობს :))))))))))))) ნამდვილად დიდ გუნდში თუ გადავა, წაადგება მის კარიერულ ზრდას მეც ვფიქრობ.
გიორგი
დაღევანდელი გადასახედიდან ნაპოლში ხვიჩას თამაშს მივესალმებო. მე ფიქრობ ისეთი კონტრაქტი არ უნდა დასთანხმდეს რომელიც მის კარიერულ წინსვლას შეაფერხებს მე კვარა უახლოეს მომავალში წარმომიდგენია რეალში ან მანჩესტერში ანუ დიდ გუნდებში. ისე თუ ნაპოლი ესე განაგრძობს არ ვარ წინააღმდეგი ხვიჩამ თუნდაც მთელი ცხოვრება იქ გაატაროს თუმცა ხვალ ზეგ რა მოხვდება არ ვიცი და მირჩევნია უკან დასახევი გზა ქონდეს.
levani
მგონი აჯობებს წესიერი აგენტი აიყვვანოს.უფრო მაღალი დონის.
ქომაგი
ბარემ კარიერის ბოოლომდე მოაწეროს. ახლა რასაც იღებს, არც იმით მოშივდება. ცოტა რომ მოითმინოს 3-ჯერ მეტს შეთავაზებენ და თან გახანგრძლივების გარეშე. მაგრამ ჯუღელი ვერ ძღება, როგორც ჩანს, ცხელ-ცხელი პროცენტები უნდა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ კვარას დათანხმებაშიც ცალკე ბონუსები ჰქონდეს.
ქუთაისელი
გამოსასყიდი თანხის გარეშე ეს კარგია თუ ცუდია?
ლაშა
ამიტომ ევროპაზე და შემდეგ მსოფლიოზეც უნდა გავიდეს ჩვენი ნაკრები და აღარ იქნება ასეთი სიტუაცია...
ზაზა
ლაურენტის და ჯუნტოლი,წელსვე თქვენ გახდებით ტრიუმფატორები,თქვენს ადგილზე ყოფნას ყველა ინატრებს,ამაზე ემოციური და ამაღლებული რა უნდა იყოს კიდევ?დაიტოვეთ ოსიმენი და ხვიჩას დამსახურებული ხელფასიც დაუნიშნეთ,რითი ხართ არაბ შეიხებზე ნაკლები?ცხოვრებაში ასეთი შანსები ყველას არ ეძლევა,ამ შანსს მსოფლიო აღიარება და საყოველთაო სიყვარული ჰქვია!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მერე იტყვიან არ გადავიდესო ნიუკასლშიო იყოსო მონათ ნაპოლიში) ბევრი საქართველოში შეჩვეულია მონათ ყოფნათ 2 კგ კარტოფილის გამო) აქაც ზუსტად ისეთი სიტუაციაა.
ABCABC
გამოსასყიდი რო ყოფილიყო ერთი 120 მილიონი ცუდი არ იქნებოდა ან 100 მილიონი, ეხა ნაპოლიზეა გაყიდის თუ არა, რუბინივით თუ დაადეს ფასი და არ გაყიდეს ცუდი იქნება ძაან, ახლა კი მაგარია ნაპოლი მაგრამ 2 წელში ვინ იცის რა მოხდება.
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა