ანდრე-პიერ ჟინიაკის კუნთები ძირითად გუნდთან ვარჯიშის დატვირთვისთვის მზად არ აღმოჩნდა
ანდრე-პიერ ჟინიაკმა ორშაბათის ვარჯიშზე ფეხზე მცირე ტკივილი იგრძნო. ექიმებმა ის სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორეს და საგულდაგულო სამედიცინო გამოკლვევა ჩაუტარეს. შედეგები გუშინღა გახდა ცნობილი: ძირითად გუნდთან ერთად მისი ვარჯიში შეცდომა ყოფილა, მისი კუნთები ასეთი დატვირთვისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მოგეხსენებათ, თავდამსხმელმა გასული სეზონის საფინალო რაუნდი ტრავმის გამო გამოტოვა, - აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. “ოპერაციის შემდეგ ეს იყო მისი პირველი ვარჯიში ძირითად გუნდთან ერთად. როგორც ჩანს, სამედიცინო შტაბი შეცდა, როცა ანდრე-პიერს ამის უფლება მისცა.

დღეიდან მას 10-15 დღე ისევ ინდივიდუალური გრაფიკით მოუწევს დატვირთვა. ამის შემდეგ ის კიდევ ერთ შემოწმებას გაივლის და მხოლოდ ამის მერე გახდება ცნობილი, დაუბრუნდება თუ არა ის საერთო რეჟიმს. ვერაფერს ვიზამთ, კუნთებზე ოპერაციის შემდეგ მსგავსი გართულებები ხშირია”, - განაცხადა დიდიე დეშამმა.

რადიო “მონტე კარლოს” ცნობით, “მარსელი” “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დაუკავშირდა და ადელ ტაარაბტის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო. მოგეხსენებათ, 22 წლის მაროკოელის გადაბირებას უკვე 2 კვირაა პსჟ ცდილობს. წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელმა “მარსელთან” პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა მისი ბედი მხოლოდ კლუბებზეა დამოკიდებული. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “პარი სენ-ჟერმენმა” თავისი წინადადება 15 მილიონ ფუნტამდე გაზარდა. თავად ადელი აცხადებს, რომ მისთვის მთავარია, საფრანგეთში დაბრუნების შანსი მიეცეს, რადგან მისი ოჯახი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ თუკი ასე არ მოხდა, არც ამისგან შექმნის ტრაგედიას და თამაშს ლონდონურ კლუბშივე განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს