"ფიორენტინას" ბუნდოვანი მომავალი
"ფიორენტინას" გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკით და უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ. გუშინ, კლუბის ოფისთან საპროტესტო აქცია კი მოეწყო, რომელსაც რამდენიმე ასეული ულტრასი იღებდა მონაწილეობას.

პრინციპში, ეს არავის გაკვირვებია, რადგან სხვა იტალიური გუნდებისგან განსხვავებით, "ფიორენტინას" მესვეურებს ერთი ხეირიანი ტრანსფერიც კი არ გაუჩარხავთ. მეტიც, გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა, მათ შორის ხუან მანუელ ვარგასმა და მარკო დონადელმა. ამასთან, დიდია შანსი "ფიორენტინას" კიდევ ერთი ნახევარმცველი და უკვე გუნდის ყოფილი კაპიტანი, რიკარდო მონტოლივო გამოაკლდეს. აქტიურად მისურებს აზრი იმის შესახებ, რომ რიკარდო "მილანის" მესვეურებს შეუთანხმდა და დღე დღეზე ლომბარდიულ გრანდში გადაბარგდება. სწორედ ამაზე გააკეთა კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ:

"მონტოლივო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ჩვენი ინიციატივით მის გასხვისებას ნამდვილად არ ვაპირებთ. პირიქით, ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ, რომელსაც სამწუხაროდ ხელი არ მოაწერა. ამის გამო, მწვრთნელმა მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და როგორც ვიცი, ამ ფაქტს თავად ფეხბურთელი გაგებით მოეკიდა. რაც შეეხება მის "მილანში" შესაძლო გადაბარგების ამბავს, საინტერესოს ვერაფერს გეტყვით, რადგან ლომბარდიელებს ჩვენთვის ოფიციალური შეთავაზებით არ მოუმართავთ. თუ მონტოლივო ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მილანელებთან, ეს ნამდვილად არ ვიცი და ვეცდები, რომ გავარკვიო".

"გაძეტა დელო სპორტი" გვიმტკიცებს, რომ მონტოლივო ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებებს "მილანის" მესვეურებთან და თანხმობაც კი აქვს ნათქვამი "როსონერიში" გადაბარგებაზე - გასარკვევი მხოლოდ ის არის, როდის უნდა შედგეს ეს ტრანსფერი... მილანელებს მონტოლივის გადაბირება ამ ზაფხულსვე სურთ, მაგრამ რიკარდოს საბაზრო ღირებულება 15 მილიონი ევროა. არადა, მონტოლივოს ხელშეკრულებას მომდევნო ზაფხულს გადის ვადა და თუ ლომბარდიელები კიდევ ერთი წელი დაიცდიან, 27 წლის ფეხბურთელს სულაც უფასოდ ჩაიგდებენ ხელში. თუ "გაძეტას" ვენდობით, სწორედ ამ ფიქრში არიან "მილანის" მესვეურები და ალბათ, მალე გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

ამასობაში, საინტერესო ამბები ვითარდება ალბერტო ჯილარდინოსთან დაკავშირებით, რომლის გადაბირება "ვილიარეალს" მოსურვებია. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ესპანურ კლუბს ჯუზეპე როსი დატოვებს და კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს, მას კი ღირსეული შემცვლელი სჭირდება. გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ ფლორენციელები მზად არიან თავდამსხმელი 18 მილიონ ევროდ გაყიდონ, რამაც გამოიწვია კიდეც გულშემატკივრების აღშფოთება და პროტესტი.

აი, რას ამბობს გუნდის ულტრასთა ლიდერი ფრანჩესკო მანინი: "დროა, დელა ვალეებმა დატოვონ "ფიორენტინა" და კლუბი ისეთ ხალხს გადააბარონ, რომლებიც გუნდს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანენ. მაშინ, როდესაც კონკურენტები საგრძნობლად გაძლიერდნენ და ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ წამყვან ფეხბურთელებს ვკარგავთ".

მავანი ტიფოზი მართალია: სხვა გუნდების გაძლიერების ფონზე, "ფიორენტინას" შანსები საკმაოდ პესიმისტურად მოსჩანს. რას შეიოძლება მიაღწიოს ამ ფორმაციის "ვიოლამ" მომდევნო სეზონში? - მაქსიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებას, ისიც იმ შემტხვევაში თუ "ფიორენტინა" სიურპრიზს შემოგვთავაზებს და ყველასათვის მოულოდნელად, სეზონს სტაბილურად მაღალ დონეზე ჩაატარებს. ამ შემთხვევაშიც კი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ "ფიორემ" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს, რადგან სამეულში მოსახვედრად ნამდვილი გიგანტები შეასკდებიან ერთმანეთს.

დიახ, სამეულში, რადგან სერია A-მ ევროპის საკლუბო რეიტინგში გერმანიას გაუცვალა ადგილი და 2012/2013 წლების სეზონში ლიგაზე მხოლოდ სამი გუნდი ეყოლება.

მოკლედ, ფლორენციული კლუბის მესვეურებს გამოფხიზლება მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდს კარგი არაფერი ელოდება, გულშემატკივრები კი მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით იმუქრებიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ალაიბეგოვიჩი "იუვენტუსში" გადავიდა და დავითაშვილს "ატალანტასკენ" გზა ეხსნება
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო