საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნაკრებს 21 თებერვალს, საღამოს ვარჯიშზე, ალმერეს არენა Topsporსtcentrum-ში შემოუერთდა. ეროვნული ნაკრების ექიმთან, თემურ ხვედელიძესთან ერთად კაპიტანი ამსტერდამის აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში მივიდა, სადაც ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, საღამოს ვარჯიში მიმდინარეობდა.

შენგელია ჯერ ნაკრებისა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიესალმა, შემდეგ კი, სავარჯიშო შესვენებისას - ყველა მოთამაშეს სათითაოდ. შენგელიამ, ცხადია, არ ივარჯიშა და მოთამაშეების გათამაშებულ კომბინაციებს გულისყურით აკვირდებოდა. პერიოდულად ბიჭებს საჭირო მითითებებს აძლევდა კომბინაციის ზუსტად შესასრულებლად.

ნაკრებში არ უვარჯიშია გიორგი კორსანტიას, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა და ექიმების გადაწყვეტილებით, სასტუმროში დარჩა. შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელითაა, რომელთაგან მატჩის განაცხადში 12 მოხვდება.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, 19:30 საათზე (თბილისის დროით 22:30) გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF

თენგაბი
ნაკრებისათვის კარგი იქნებოდა ბულაშვილის ვარიანტის მოსინჯვა. სათანადო ფიზიკურ ფორმაში შესვლის შემდეგ მაკფადენსაც აჯობებს და ბარეორ სხვას. ნუ დავკარგავთ ამ ბიჭს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"