31 წლის უკანახაზელი მზად არის ხელფასიც კი შეიმციროს, ოღონდ რომაულ კლუბში ასპარეზობის საშუალება მიეცეს
თავის დროზე, მადრიდის "რეალის" მესვეურებმა სისინიოში დიდძალი თანხა გადაიხადეს და დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩააბარეს, მაგრამ ამ საქმისგან კარგი არაფერი გამოვიდა. ბრაზილიელმა პრიმერადივიზიონში ბევრი ვერაფრით გამოიჩინა თავი და 2007 წელს "რომას" მიაშურა. დიდად ვერც იტალიაში წარმოჩინდა და ერთი ხანობა ბრაზილიაში დაბრუნდა, ბოლოს კი "ვილიარეალშიც" მოსინჯა ძალები.

მოკლედ, ბევრი ხეტიალის შემდეგ მისი "ჯალოროსიში" დაბრუნება ლუის ენრიკემ გადაწყვიტა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეს საკითხი მალე გადაწყდება დადებითად. 31 წლის უკანახაზელი მზად არის ხელფასიც კი შეიმციროს, ოღონდ "რომაში" ასპარეზობის საშუალება მიეცეს:

"ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემით "რომას" ახალი სამწვრთნელო შტაბის დაინტერესების შესახებ შევიტყვე და ერთი სული მაქვს, როდის გადაწყდება იტალიაში დაბრუნების საკითხი. დასამალი არაა, რომ დიდი სურვილი მაქვს სწორედ "ჯალოროსიში" ვიასპარეზო და თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო. ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ვარ და ვგრძნობ, "რომას" გამოვადგები - ამიტომ, ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებ და თუ საჭირო გახდა, ხელფასის შემცირებასაც დავთანხმდები".

ამასობაში, "რომას" მესვეურები მარტენ სტეკელენბურგის ტრანსფერზე აგრძელებენ მუშაობას და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მიზანთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს. რომაელები მზად არიან, 28 წლის კიპერის სანაცვლოდ ამსტერდამელთა ბიუჯეტში 8 მილიონი ევრო გადარიცხონ, თუმცა ჰოლანდიელები 5-ით მეტს ითხოვენ.

თუმცა, არის ერთი ნიუანსი, რომლის გამოც "აიაქსის" მესვეურები სავარაუდოდ დათმობაზე წავლენ - სტეკელენბურგს ამსტერდამულ გუნდთან მომავალ ზაფხულს ეწურება კონტრაქტის ვადა და თუ ამ სატრანსფერო პერიოდში არ გაიყიდა, შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს უცხოეთს. წესით, იქით კვირაში ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"