მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 2 შეხვედრას 23 (ნიდერლანდებთან) და 26 (ისლანდიასთან) თებერვალს გამართავს, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი პირველად მსოფლიო პირველობაზე გავლენ.

რა თქმა უნდა, კალათბურთელებზე წნეხი დიდია, რის გამოც ქართველმა მოქმედმა თუ ყოფილმა სპორტსმენებმა პატარ-პატარა ვიდეოებით გაამხნევეს.

ხვიჩა კვარაცხელია:

"ბიჭებო, მოგესალმებით! წარმატება მინდა გისურვოთ ამ 2 უმნიშვნელოვანეს თამაშში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ და ისტორიას დაწერთ. თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ! აბა, თქვენ იცით, წარმატება".

გურამ კაშია:

"წარმატება ჩვენს კალათბურთელებს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში არის და მინდა გისურვოთ დიდი წარმატება, ბიჭებო. ჩვენ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და შევქმნათ ისტორია".

სანდრო მამუკელაშვილი:

"ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს და შევქმნათ ისტორია. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და დავემატები ბიჭებს. აბა, თქვენ იცით, გვერდში გიდგავართ".

გოგა ბითაძე:

"გამარჯობა! როგორც ყველამ იცით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს თებერვალში 2 ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი ელის. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რომ გუნდთან ერთად ვერ ვიქნები და ვერ დავეხმარები მათ, მაგრამ ვიცი, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. უგულშემატკივრე საქართველოს კალათბურთის ნაკრებს, შექმენი ისტორია".

ნონა გაფრინდაშვილი:

"სასიამოვნოა, რომ ჩვენთან უკვე წარმატების მოპოვება დაიწყეს სათამაშო სახეობებმა, რომლებიც ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში. დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენს ნაკრებს შეუძლია უზარმაზარი სიხარული მოუტანოს ჩვენს მოსახლეობას, მთლიანად საქართველოს, იმიტომ, რომ ისტორიული წარმატების წინაშე ვდგავართ. თუ ჩვენმა ნაკრებმა მოიგო 2 თამაში, ნიშნავს, რომ გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ მინდა მივმართო არა მარტო კალათბურთის მოყვარულებს, არამედ მთლიანად საქართველოს, უქომაგეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, შექმენით ისტორია".

ვარლამ ლიპარტელიანი:

"ჩვენს ბიჭებს ისტორიულ გამარჯვებამდე ძალიან ცოტა აშორებთ. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კალათბურთში. შექმენი ისტორია".

წყალბურთელთა ნაკრები:

"უგულშემატკივრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, შექმენი ისტორია".

გენო პეტრიაშვილი:

"გამარჯობა ყველას. როგორც ყველამ იცის, ჩვენს კალათბურთის ნაკრებს დიდი შანსი აქვს, რომ მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემო მეგობრებო, ჩემო ძმებო, ჩვენო ღირსეულო ბიჭებო, წარმატებას გისურვებთ. გვჯერა თქვენი ვაჟკაცობის, თქვენი პროფესიონალიზმის, მთელი გულით გგულშემატკივრობთ და ყველას ერთად მოგიწოდებთ, უგულშემატკივრეთ ამ ძვირფას ადამიანებს, ერთად გავიმარჯვებთ".

სანდრო ბაზაძე:

"მოგესალმებით. მინდა ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მინდა წარმატება ვუსურვო ბიჭებს. გამხნევდნენ, შემართებით შეხვდნენ ამ თამაშებს და ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავს და დიდი შანსი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ. წარმატება კიდევ ერთხელ, ბიჭებო. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ნაკრებს და შევქმნათ ისტორია".

GBF.GE

Sake
წარმატებები ბიჭებო,გაგვახარეთ,თქვენ,თქვენს თაობას ეს ნამდვილად შეგიძლიათ,თბილისში გელოდებით გამარჯვებულებს.ღმერთი გფარავდეთ.
fani
ბიჭებო, აბა თქვენ იცით, გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ! ოღონდაც ეს ორი თამაში მოიგეთ და მზად ვარ ფეხები დაგიკოცნოთ და დავივიწყო ევრობასკეტზე განცდილი იმედგაცრუება. წინ საქართველოვ, თოკომოტივის მეთაურობით!
ჟორა
ამბობენ ძნელი სწორედ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმააო, კი ეს სწორია, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა არც ისე ძნელია, რადგამ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი უფროა, ამიტომ მოდით ნერვიულობა ჩვენ დაგვითმეთ თქვენ კი ხვალ გადით და წყნარად აუღელვებლად ითამაშეთ. ამ შემთხვევაში გამარჯვება თქვენ და საქართველოს დარჩება.
გოგა
წარმატებები ჩვენს ნაკრებს, მაგრამ პერიმეტრი თუ არ გადაკეტეს, ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოგვიგოს, ჩვენზე უკეთ ყველა ნაკრები ისვრის სამიანებს
გაიოზ გოშაძე
რიგითი გულშემატკივარი საერთოდ ქართული სპორტის, ვუერთდები ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების მიმართვას კალათბურთის ნაკრებისადმი და გულითა და სულით ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ ორ მატჩში და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
ლაშა
წარმატებები ბიჭებს! კარგი იქნება თუ ნამდვილი ხელშეწყობა ექნება კალათბურთს, კერძოდ ყველა კლუბს დარბაზი და აკადემია! დისლაიქის დამსმელი საინტერესოა ამ ქვეყნის შვილია თუ ბერბიჭაშვილის მსგავსის ნაჟურით გაკეთებული?!
კახა ქ.
ღმერთი თკვენსკენ ბიჭებო!!!
ადამიანი
გიორგი ღვინიაშვილს- მადლობა სტატიისთვის,ყველა ქართველ სპორტსმენს და არასპორტსმენს წარმატებები !!!
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89