"მარჯვნივ წახვალ - ინანებ, მარცხნივ წახვალ - მაინც ინანებ“ - "ნაპოლის“ მატჩების წინ, დაახლოებით, ასეთია მათი მოწინააღმდეგეების მთავარი მწვრთნელების დილემა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა. "აინტრახტის" თავკაცმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ქართველი გარემარბი თამაშიდან გამოეთიშა, რისთვისაც საგანგებოდ ბევრს იმუშავებდა, თუმცა ამის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია!..

"კვარას" არ გაუმართლა, თორემ შეხვედრაში გატანა (პენალტის გარდა) ორჯერ შეეძლო. ამავდროულად კი, ვნახეთ ის, რაც ხვიჩას ყოფილ კლუბში ნაკლებად შეგვინიშნავს - თანაგუნდელებმა ამ გარემოებით შექმნილი სივრცეებით მშვენივრად ისარგებლეს.

ბედნიერებაა, როცა "ლივერპულისა" და "რეალის" ზღაპრული მატჩის ინტერესი საქართველოში შენელებული იყო, რადგან "ნაპოლისა" და ჩვენებურის შეხვედრას ერთი წამითაც ვერ მოვწყდებით. დეტალური განხილვაც ძალიან გვაინტერესებს. გასაგებია იტალიური გამოხმაურებები, გვსიამოვნებს ცნობილი ფეხბურთელების შეფასებები, თუმცა "ჩვენი" მაქსიმალურად ბევრი უნდა ვთქვათ, უკეთესი სამსჯელო რა გვაქვს?!

რას ამბობს ქულები?!

Sofascore-ის შეფასებას თუ ჩავხედავთ, ერთი შეხედვით უცნაური ისაა, რომ როგორც ნეაპოლელთა მარცხენაფლანგელებს (ოლივერა/კვარაცხელია), ასევე მათ საპირისპირო მხარეს მოთამაშე გერმანელებს დაბალი ქულები აქვთ. საინტერესოა, რატომ? ვითარება უფრო ცხადად ავხსნათ. ფრანკფურტელები 3 ცენტრალური მცველით თამაშობდნენ. ასეთ დროს რომელიმე ფეხბურთელს მთელი ფლანგის კონტროლი, ანუ დაცვასა და შეტევაში თამაში ევალება. "აინტრახტის" პორტუგალიელი ფლანგელი ბუტა, რომელიც ბუნდესლიგაში გამამწვავებელ კომპონენტში საკმაოდ ეფექტურია (გოლებიც გააქვს), მთლიანად კვარაცხელიას ნეიტრალიზებით და ამ საქმეში ბრაზილიელი ტუტას დახმარებით იყო დაკავებული. მიუხედავად ოლივერას საკმაოდ არადამაჯერებელი თამაშისა, ხვიჩას გამოისობით, გერმანელები მარჯვენა ფლანგიდან შეტევის განვითარებას ვერ ახერხებდნენ. შესაბამისად, შეხვედრის მასპინძლებმა აქ ხეირი ვერ ნახეს. ის, რომ მაღალი შეფასება არც კვარაცხელიას აქვს, ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. შესაძლოა, ჩვენებურს არ უმართლებდა და ერთიანი ასპექტებით ამ პოპულარულ ვებგვერდზე 6.6 აქვს, თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, გენიალური საგოლე პასით მატჩის შედეგი საბოლოოდ გადაწყვიტა.

იქიდან გამომდინარე, რომ ფრანკფურტელთა მობილიზება კვარაცხელია-ოსიმენის ირგვლივ იყო გადანაწილებული, ეს თავისუფალ ზონებს მარჯვენა ფლანგსა და ირვინ ლოსანოს აძლევდა, რადგან მარცხენაფლანგელ მაქსს მის წინააღმდეგ დამზღვევი, ფაქტობრივად, არ ჰყავდა. კოლო მუანის გაძევების შემდეგ ეს პრობლემა უფრო წარმოიშვა. მექსიკელმა ბოლო დროს მოუმატა და პოლიტანოსთან კონკურენციაც დაძლია. მის გარჯას არავინ აკნინებს და ლოსანო მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა "მთელი" ფრანკფურტი რომ მეტოქის მარცხენა ფლანგზე ფიქრობდა, ვერც ამას გავექცევით.

სპალეტის გარდატეხა

მატჩის მიმდინარეობისას თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია. გამოუყენებელი პენალტის შემდეგ, როგორც მისი შემსრულებლის (ამ შემთხვევაში, კვარაცხელია), ასევე გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნეგატიური ხდება. ის, რაც ამ ეპიზოდის შემდეგ ვნახეთ (ოსიმენმა კვარაცხელიას თავი მაღლა ააწევინა) და შემდეგ, გუნდმა თამაში ისე განაგრძო, თითქოს ეს ერთგვარი დარტყმა (თანაც, 0:0-ზე) არ მიუღიათ. ამაში მთავარი მწვრთველის როლი დიდია.

უკანასკნელ მატჩებში სპალეტის გუნდი მეორე ტაიმს უკეთ ატარებს, ვიდრე პირველს. ერთია მწვრთნელის ჩარევა პროცესში და სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ შეცვლა, მეორე კი ის ფაქტორი, რომ ნეაპოლელებს მეტოქეები მჭიდროთ ეთამაშებიან და ასეთ დროს არაერთი ვარიაციაა საჭირო. პირველ გოლზე აქცენტი მნიშვნელოვანი ხდება, რადგან შემდეგ მოწინააღმდეგეები იძულებული არიან, ზემოთ ამოიწიონ და ამით მეტ შანსს იღებ.

სპალეტის გუნდმა წელს უკვე საკმაოდ ბევრი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ლუჩანოსთვის ნდობა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ზელინსკიმ, ასევე ოსიმენმა და პოლიტანომ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების შემდეგ ეს ადგილი სხვას დაუთმეს. საინტერესოა, კვარაცხელიას შემთხვევაში რა იქნება?! გამოცდილი მთავარი მწვრთნელი "კვარადონასთან" პირველივე დღიდან ძალიან სწორად მუშაობს, ქებაც ძალიან აწონილი აქვს და კრიტიკაც. ამ შეხვედრაშიც ვნახეთ, რომ ქართველ გარემარბს მაქსიმალური დრო მისცა, რათა მაინც ერთგვარი შებოჭილობისგან ბოლომდე გახსნილიყო, მით უმეტეს, გენიალური პასის შემდეგ.

ანგისას ფაქტორი

ობიექტურობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად ვაქებთ სტანისლავ ლობოტკას, რომელიც ტრადიციულად, დამაჯერებელი იყო, თუმცა აღვნიშნავდით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, ზამბო ანგისა საკუთარ თავს არ ჰგავდა. დაახლოებით სამთვიანი არასტაბილურობის შემდეგ კამერუნელმა ისე ითამაშა, როგორც მისგან ველით.

ზამბო ფიზიკურად ძლიერია და დაუღლელად, ბევრი მოძრაობა შეუძლია. დი ლორენცოს გოლამდე ანგისას კვარაცხელიასთან ძალიან კარგი ურთიერთქმედება ჰქონდა. 99-ე ნომერს ჩემპიონთა ლიგაზე 3 საგოლე პასი აქვს. თუკი იტალიის ჩემპიონატში ნახევარმცველებიდან ამ კომპონენტში უფრო პიოტრ ზელინსკი გამოირჩევა, აქ ანგისა ლიდერობს. მთლიან სიას ზემოდან ვინ გადმოჰყურებს? - მესი, კვარაცხელია, ჟოტა და კანსელუ...

ხვიჩას ესთეტიკა

ადრეც აღგვინიშნავს, ზოგჯერ საგოლე პასი გოლზე მეტად ფასობს. კვარაცხელიას მიერ დი ლორენცოსთვის "მირთმეული“ ბურთი მთელი სიამოვნება და ესთეტიკა იყო. ამის გამოცაა, "კვარა" ძალიან რომ ფასობს. ამ ეპიზოდის შემდეგ ხვიჩამ უფრო გაილაღა. ქართველი საკუთარ თავსა და ძალებში ბოლომდე დარწმუნებულია, ემოციების მართვაც ეხერხება, თუმცა, ადამიანურად, თერთმეტმეტრიანის გამოუყენებლობა მაინც განიცადა. მან იმისგან განსხვავებულად დაარტყა, ვიდრე აქამდე გვინახავს და არ გამოუვიდა. ეს მართლაც ჩვეულებრივი ამბავია და ამის გამო ნერვიულობა არც ღირს.

ზოგჯერ წარმოუდგენელია, რომ ისეთი ინდივიდუალისტური თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა, პასებზე ასე მომართულია. სპალეტის ამაში თავისი წვლილი აქვს, თუმცა ჩვენებურის გენეტიკაში რაც დევს, იმის დასწავლა არ ხდება. საერთო გუნდურ ვითარებას ბევრს ვაქებთ, მაგრამ ამ შეხვედრაშიც იყო ეპიზოდი, როცა ლოსანოს კვარაცხელიაზე პასის გაკეთება მოეთხოვებოდა. ვიქტორ ოსიმენი ასეთ დროს ემოციურია, 77-ე ნომერს კი ამის გამო ვერც წყენას შეამჩნევ და არც ისე ხდება, ამ მიზეზით საკუთარ ფასეულობებს გადახედოს.

ასე იწერება ისტორია

ამასობაში, "ნაპოლი" ისტორიაში პირველადაა ახლოს, მეოთხედფინალში გავიდეს. წარმოიდგინეთ, ამას მარადონას დიდების წლებშიც ვერ მიაღწიეს. მერვედფინალურ ეტაპზე პირველ გასვლით გამარჯვებასაც ათწლეულების შემდეგაც გაიხსენებენ. სკუდეტოსთან მიახლოება ყოველ კვირაში იზრდება, უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე კი შემდეგი ეტაპიდან დასაკარგი რა უნდა იყოს. ეს ნეაპოლური კლუბია, მისი ერთი-ერთი მთავარი ძალა კი ქართველი ფეხბურთელია!..

რა მაფიაა?
მერე მთელი მუღამიც ეგაა, ხაზზე დგას და აქეთ ხო ცალკე წელავს დაცვას და ათავისუფლებს ზონებს და იქით მერე პირველი ნაბიჯით რამეტასავით რო ჩაუქროლებს ამ გამოწელილ მცველებს შედის შიგნით და ქმნის მომენტს, აბა სულ შიგნით რო იყოს, ეს ორი მცველიც შიგნით ეყოლება და აღარც თვითონ ენქება სივრცე დრიბლინგისთვის და აღარც სხვებს გაუთავისუფლდებათ ადგილი... სპალეტი არის ჭკვიანი კაცი, ბევრს ისწავლის ხვიჩა მისგან...
როლანდ
ყველა გაფუჭებულ პენალტში,დამრტყმელს მიუდის ბრალი. მეკარეს მიერ გაშვებულ პენალტში,მას არავინ დებს ბრალს.ვერ აიღო და ვერ აიღო.აიღო,ის გმირია.ასეთია პენალტის ფასი.
gii
Sofascore-ს რაღაც არ მოსწონს ხვიჩა, რასაც ვაკვირდები სულ დაბალ შეფასებებს უწერს. Whoscored უფრო სამართლიანად აფასებს.
dato
პირველ რიგში არ დაგვავიწყდეს ეს მეკარე ბუნდეს ნაკრების მთავარი კანდიდატია მეორე ის არის რომ მგონია მძრაობა ცოტა ადრე დაიწყო მესამე კი ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფია და ნერვიულობაც ახლავს .
პატრიოტი
ადრე კი გავაკრიტიკე ღვთისავარი, რომ ძველი მაგარი წყვილები არ ახსენა, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდაა და ძველი ფეხბურთელების თამაშები არ უნახავს, მაგრამ ამჯერად ძალიან მომეწონა სტატია, ჩანს, რომ ესმის ფეხბურთი და სწორ ანალიზსაც აკეთებს, ხვიჩამ პენალტი გააფუჭა, მაგრამ დაუკვირდით, როგორ ეხმარება თანაგუნდელებს, არც პასებს აგვიანებს და თან როგორ პასებს აკეთებს, როგორ უთავისუფლებს ზონებს ... ასე. რომ ეს ბოლო თამაშიც აქტივში ჩაეწერება- ღვთისავარ, გეთანხმები ანალიზში
თამაზი
ჯონდო, თუ დააკვირდებით სურათს, ხვიჩა ბურთს დაჰყურებს დარტყმის მომენტში... აი მაგ მომენტში თავი აწეული რომ ქონოდა, შეეძლო ბურთის მოპირდაპირე მხარეს გაგზავნა... დიდი პენალტისტები ამას აკეთებენ და, ვფიქრობ, ეს კომპონენტი დასახვეწია
Givi
Kvaras brali ar iko penalti ufro mekarem itamasha dzalian kargad,erti rac ar momwons is aris rom zed xazze dgas xshirad,shignit ramdenjerac sheiwia imdenjer momenti sheqmna da meore golic mase gavida,arada mase ishviatad aketebs titqos specialuri davaleba aqvs rom autis xaztan kavdes ori kaci chamokidebuli da danarchenebma iburtaon...
BENDELA
აქაც, სიახლის სურათშიც ჩანს, რომ გადახრილია მარცხნივ, მთელი ტანით და მეკარეც ფეხებისა და ბურთის ფარგლებში აკვირდება. რთულია ასე გადზნექილზე, სხვა მიმართულებით დაარტყა. უნდა მოჭრა მაშინ. რაც, კარგ კონტროლსა და სიზუსტეს მოითხოვს და ჩანაფიქრშივე მოზომილი უნდა გქონდეს. ცოტა კრეატივი და გამოცდილება დააკლდა ჩვენს ბიჭს, მაგრამ არაუშავს, გამოცდილება დაუგროვდება და ისწავლის.
ნიკოლოზი
თუ დაახია ბურთი თავზე ლიგის ფინალში რეალს,მერე ვნახოთ ხვიჩიტას ფასი!!! რაცხა მაგ სუნი ტრიალებს ლიგის სამზარეულოში ასე მგონია მე!!! მიდი უბერე ქართველო!!! მიდი გაგვაცოცხლე!!! დღეს "ფეოლა" და "ბურთი და მოედანი" ჩავრთე, ახლა კი "პირველი მერცხალი' უნდა ვნახო ხვიჩა შენს გამო!!!
ჯონდო
მინდა პენალტზე შტაბეჭდილება გამოვხატო: ხვიჩამ დიდი სიჩქარე აკრიფა, თან სირბილში რკალი მოხაზა. დარტყმისას მეკარეს ვეღარ მოატყუებდა(დიდი სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი და მეკარისგან მარცხნივ დარტყმა ალბათ გაუჭირდებოდა). ჩემი მოკლე ჭკუით მეკარემ ამით ისარგებლა (თუ გამოიცნო?) მადლობელი ვიქნები, თუ გამომეხმაურებით. ხვიჩასადმი დიდი სიყვარულით.
სოსო
ფაქტობრივად სამი კაცის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ფლანგზე არაფრის საშუალება არ მისცეს.ფსიქოლოგიური დაძაბულობაც იგრძნობოდა,განსაკუთრებით გაფუჭებული პენალტის შემდეგ.ბურთსაც იშვიათად იღებდა,მაგრამ დრიბლინგით ცენტრისკენ შემოიწია და საგოლე პასი გააკეთა.სამი კაცი,ყველგან ვერ დაუწყებდა დევნას.ცუდი(შედარებით)თამაშის ფონზე,შედეგის დადება!სწორედ ეს არის კლასი!
Ანზორი
რა აჟიოტაჟი ატეხეთ ხალხო? პენალტი ვის არ გაუფუჭებია, დამისახელეთ თუნდაც ერთი დიდი ფეხბურთელი! მერე რა რომ ვერ გაიტანა? განა მატჩის ბედი წყდებოდა იმ პენალტით? ანდა რა მოხდა? გუნდმა წააგო თამაში? ყველაფერი ძალიან კარგად არის, გუნდმა გასვლა მოიგო, რა არის აქ ცხვირჩამოსაშვები? ბიჭი ძალიან მონდომებული და ძალიან ნიჭიერია, ყველაფერი წინ აქვს, ასე მოკლე დროში საოცარი შედეგები აქვს.

წიგნიერი რომ არის,ეტყობა აშკარად მისი წერის სტილს.მეც მომწონს.
რომაელი
სამი დღეა ამ თამაშზე ყველგან ყველაფერი წავიკითხე და მაგალითად ანგისას როლზე არსად არაფერი თქმულა. კარგი ანალიზია, გაზეთის გარდა არამგონია იტალაიში ასე წერდნენ
კოტე
ძმა ძმისთვისაო...ყოჩაღ,ვიქტორ,კაცი ხარ კაცური.მადლობა!
ჰაჰა
"ამას მარადონას დიდების წლებშიც ვერ მიაღწიეს"- ამ ფრაზამ ემოციურად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრია გუნდური თამაში, კოლექტივიზმი, ხოლო თუ ჩემპიონობა გინდა, ამას უნდა დაამატო კვარას მსგავსი ტალანტები, რომლებიც გუნდის ინტერესებს არგებენ თავის ნიჭს.
არჩი
ეს ბიჭი არაჩვეულებრივად წერს, სასიამოვნო საკითხავია.
ლაშა
მატიას ოლივერამ ყველაზე ცუდად ითამაშა და მას ვეღარ აჯობა? არ მჯერა ასეთი ობიექტური შეფასების! ისე ნაპოლის თამაშებისადმი ინტერესი მსოფლიოში გაცილებით გაიზარდა... ნაპოლი ფინალს ნამდვილად ითამაშებს და ვინძლო მოიგოს. ლივერპული-რეალის მატჩში რეალს უფრო გაუმართლა, თორე ნაპოლიც მოიგებდა არამხოლოდ ორბურთიანი უპირატესობით, არამედ გაცილებით დიდი ანგარიშით, რომ არა კვარას არგამართლება რიგ მომენტებში.
ზაზა
ხვიჩა ლიგის ფინალს ითამაშებს,მათ ეს დაიმსახურეს!!!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
"ნაპოლიმ" "ჟირონას" 3:2 მოუგო
ერთ დროს კვარაცხელიას კონკურენტი ელიფ ელმასი "ნაპოლიში" დაბრუნებასთანაა ახლოს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია