მილიარდ ევროზე მეტი 10 წელიწადში!

მაშინ, როცა "ბარსელონამ" საუკეთესო შენაძენში არაფერი დახარჯა (ლეო მესი), რომან აბრამოვიჩმა "ჩელსის" გაძლიერებისათვის 8 სეზონის განმავლობაში 650 მილიონი ევრო დააბანდა. მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტრანსფერებში მადრიდის "რეალზე" მეტს ხარჯავს. ბოლო დეკადაში "სამეფო კლუბმა" ტრანსფერებში ჯამში მილიარდი (!) ევრო გადაიხადა...

ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა ყოველდღიურმა "მარკამ". ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტი 2000 წლის ზაფხულში გახდა და მას შემდეგ ტრანსფერებში მილიარდზე 22 მილიონით მეტი დაიხარჯა. ამ ხნის განმავლობაში სამი სეზონი (2006-2009) კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი იყო, შემდეგ კი ისევ პერესი დაბრუნდა. ნიშნულს "რეალი" მას შემდეგ გადაცდა, რაც ახალ სატრანსფერო სეზონში დი მარიაში, კანალესში, პედრო ლეონში და ხედირაში ჯამში 53,5 მილიონი ევრო დახარჯა.

10 წლის განმავლობაში 1 მლიარდ 22 მილიონი ევრო "რეალმა" ჯამში 48 ფეხბურთელის შესაძენად დახარჯა. სეზონების მიხედვით "სამეფო კლუბის" ხარჯები და ტოპ-შენაძენები ასე გამოიყურება: 2000/01: 122 მილიონი ევრო (ფიგუ - 60); 2001/02: 72 მილიონი (ზიდანი - 72); 2002/03: 45 მილიონი (რონალდო - 45); 2003/04: 35 მილიონი (ბექჰემი - 35); 2004/05: 59,5 მილიონი (სამუელი - 24); 2005/06: 96 მილიონი (რამოსი - 27); 2006/07: 105 მილიონი (მ. დიარა - 26); 2007/08: 117 მილიონი (რობენი - 36); 2008/09: 64 მილიონი (ჰუნტელაარი - 20); 2009/10: 254 მილიონი (რონალდო - 96); 2010/11: 53,5 მილიონი (დი მარია - 25).

შედარებისთვის თუკი პერესმა და კალდერონმა ჯამში მილიარდზე მეტი დახარჯეს, ზუსტად დროის ამ მონაკვეთში "ბარსელონას" პრეზიდენტებმა გასპარმა და ლაპორტამ სულ 713 მილიონი ევრო გაიღეს კლუბის სალაროდან ახალი ფეხბურთელების შესაძენად. დავუბრუნდეთ "რეალს", კლუბის ისტორიაში სამი ყველაზე ძვირი შენაძენი ასე გამოიყურება: კრიშტიანო რონალდო - 96 მილიონი ევრო, ზინედინ ზიდანი - 72 მილიონი და კაკა - 64 მილიონი. ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სამუელ ეტოოს ტრანსფერებს (და ახლა დავიდ ვილიასაც) თუ არ ჩავთვლით, "ბარსელონას" ტოპ ტრანსფერები თითქმის არ განუხორციელებია.

"რეალმა" აბსოლუტური რეკორდი შარშან დაამყარა, რომელსაც, ალბათ, კარგა ხანს ვერავინ მოხსნის - ფლორენტინო პერესი დაბრუნდა და თქვა, წელს იმდენი უნდა დავხარჯოთ, რომ სამი სეზონის ჩაგდება ავინაზღაუროთო და... ჯამში 254 მილიონი ევრო დახარჯა! ამ ორ ესპანურ გრანდს ევროპაში ძნელად თუ ეპაექრება, რომელიმე კლუბი - მაგალითად, რომან აბრამოვიჩმა 8 სეზონში "ჩელსიში" 650 მილიონი ევრო დააბანდა, მაგრამ ბოლო წლებში რუსი ოლიგარქი გაცილებით ხელმომჭირნეა, ვიდრე "კარიერის" დასაწყისში. ერთადერთი "შეიხთა" "მანჩესტერ სიტია", რომელიც ბოლო დროს ძალიან ბევრს ხარჯავს ტრანსფერებში - სამი წლის განმავლობაში "სიტიმ" 400 მილიონი ევრო გაიღო. "სიტი" საშუალოდ 135 მილიონ ევროს ხარჯავს ტრანსფერებში სეზონში, ამ მხირვ კი ალბიონური კლუბი მსოფლიოში პირველია...

ლელო

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ