ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების ("აიტრახტთან" სტუმრად 2:0) შემდეგ, "ნაპოლი" ისევ შიდა ასპარეზზე გადაერთვება და სეზონის უმთავრესი მისიის შესასრულებლად, მოიპოვოს სკუდეტო 33 წლის შემდეგ, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ემპოლის" დღეს, 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება.

8 დღეში 3 მატჩის ჩატარება მარტივი არაა, თუმცა ნეაპოლელებს ახლა ყველაფერი გამოსდით და მოდუნების უფლება არ აქვთ. შემადგენლობაზე საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სასტარტო თერთმეტეულში ის ცვლილებები გაკეთდება, რა როტაციასაც სპალეტი ხშირად მიმართავს. შესაბამისად, ოლივერას რუი შეცვლის, ზელინსკის - ელმასი, იმ შეხვედრაში საუკეთესოდ დასახელებულ ლოსანოს კი - პოლიტანო. იქნება თუ არა სხვა ცვლილება, განსაკუთრებით, კვარაცხელიასა და ოსიმენის შემთხვევაში, ამას ერთად ვნახავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასით ხასიათი კი გამოიკეთა, თუმცა გამოუყენებელი პენალტის გამო ის მაინც გულდაწყვეტილი იყო და უახლოეს მატჩშიც ეცდება, ლაღი და შედეგიანი თამაში კვლავ განაგრძოს, რასაც შეგვაჩვია. 12 გოლი, 13 საგოლე პასი, 3 მოპოვებული პენალტი და მისი დრიბლინგებითა და შემოქმედებითობით აღფრთოვანებული საფეხბურთო ევროპა - ასეთია "კვარადონას" მონაგარი.

დი ლორენცო "ემპოლის" მაისურით

ამ გუნდების პირველ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც ნეაპოლელებმა (2:0) მოიგეს, ასეთი სათაური შემოგთავაზეთ (იხ. ქვემოთ) - "ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში". მხოლოდ ამით რომ ვიმსჯელოთ, იოლად გავიხსენებთ, თუ რა ტიპის მატჩი იყო. მოგეხსენებათ, "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის გამო, ჩვენებური იმ დაპირისპირებას ტოვებდა. გასულ სეზონში "კარლო კასტელანიზე" დრამა გათამაშდა. მერტენსისა და ინსინიეს გოლებით სტუმრები სოლიდურად დაწინაურდნენ, თუმცა 80-დან 88-ე წუთამდე "ემპოლიმ" ნამდვილი სასწაული მოახდინა და (3:2) გაიმარჯვა. ნეაპოლელებმა 2019 წელსაც (1:2) წააგეს. იცით, ვინ გაიტანა გამარჯვების გოლი? - "ნაპოლის" დღევანდელმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. მარჯვენაფლანგელს იმ სეზონში 5 გოლი და 3 "ასისტი" ჰქონდა და ტრანსფერიც მალევე განხორციელდა.

"ემპოლი" საინტერესო გუნდია. 40 წლის პაოლო ძანეტის ბიჭებს მიმდინარე სეზონში 10 ფრე (23 ტურში) აქვთ, რაც მართლაც უნიკალური შედეგია. საინტერესოა, რომ მათ საკუთარ კარში სულ 29 გოლი მიიღეს. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე "მილანის" მაჩვენებელი (30) და ახლოსაა "ინტერთან"(27). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ გუნდს დაცვაში ნაკლები პრობლემები აქვს, შეტევაში კი უჭირს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მათ რიგებში ერთ დროს ლევან მჭედლიძეც გამოდიოდა.

"ინტერთან" მარცხის (0:1) შემდეგ "ნაპოლის" ჩემპიონატში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს. საინტერესოა, რომ "ემპოლიმ" 2023 წელს მილანელთა სტუმრად დამარცხება (1:0) შეძლო და სიმონე ინძაგის გუნდს ნეაპოლელბთან უფრო მიახლოების საშუალება არ მისცა. შეგახსენებთ, ამჟამად სხვაობა 15 ქულაა.

ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-19 გოლის გატანას ეცდება, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. ნიგერიელი გაჩერებას არ აპირებს და კონკურენტები საკმაოდ ჩამორჩება. ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე 13 გოლია.

მატჩს 31 წლის ჯოვანი აიროლდი განსჯის. ის 12 ნოემბერს "ნაპოლი" - "უდინეზეს" (3:2) მთავარი არბიტრი იყო, "კვარას" კი არც იმ შეხვედრაში უასპარეზია.

ზაზა
პირველ რიგში კვარა კარგ გუნდში და კარგ ქვეყანაში თამაშობს,ნეაპოლს ის უყვარს და ეფერება,ამ მხრივ ხვიჩა ბედნიერია,ჩვენც ბედნიერები ვართ მისით,ვამაყობთ ყველგან და ყველასთან რომ ის ჩვენი ქვეყნის შვილია,მეორეც ხვიჩაც ცდილობს რომ ყოველთვის გაგვახაროს თავისი ლამაზი და შედეგიანი თამაშით,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ სკუდეტო ნაპოლისთან ერთად ჩვენც გვეკუთვნის,რამეთუ ხვიჩას როლი ამ გუნდში უზომოდ დიდია,თუ გადამწყვეტი არა,მესამეც შესაძლოა ლიგაზეც გავიმარჯვოთ ხვიჩასთან ერთად და ყველაფერის ფინალიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლები იქნება,დღეს კი გოლი გვინდა ხვიჩა არ დაგვაღალატო!!!
გიორგი
დიახაც 77 ეს ციფრი არაა შემთხვევითი ეს მაგიური ციფრია ზუსტად ამდენი წელი რჩება ამ უბადრუკი ცივილიზაციის დასასრულამდეეეე
aburjga
მესხის და ბასა ღოღობერიძის ერთად ტამაში მეც არ მახსოვს. საინტერესო პარალელების გავლებაც შეიძლება ხვიცას თამაშთან.მართალია ბევრს, ახალგაზრდებს რუსეთის გეზიზღებათ, მაგრამ მოგონებებს თუ მოისმენთ ნახავთ რა სიყვარულით და პატივისცემით ლაპარაკობენ საქართველოზე, ქართულ ფეხბურთზე! https://www.youtube.com/watch?v=R-vy831Kcpg&t=505s
Zura
კვარამ მუდამ 77 ნომრით უნდა ითამაშოს, თავისი სათამაშო სტილიც ხომ ერთადერთია და მზგავს სტილში ვერავინ თამაშობს, ასევე ნომერიც გამორჩეული იქნება და ისტორიაში შევა KK77. ეს ნომერი იღბლიანი და წარმატებულია და ყველას ამ ნომრით შეაყვარა თავი ნეაპოლში
ლაშა
KK 77 არის MM 11-ის (მიხეილ მესხი) ღირსეული საფეხბურთო მემკვიდრე!
tngh
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
:))) მიღებულია შენიშვნა!!! სენია- ვიგულისხმე რომ ავად ვართ(დაავადებული) მისით(ყველაზე კარგი გაგებით:)))) ნუ გავრითმე ვითომ:)))
გულშემატკივარს
ამ შენ ჩამონათვალში ორ სიტყვა შევცვლიდი. სენია რა ჯანდაბაა, უფრო გენია მოუხდებოდა და მგელიას ბელიათი შევცვლიდი დათვის ბელივით საყვარელია.
გულშემატკივარი
გვაბედნიერებს ჩვენი ბიჭის ყოველი თამაში!!!:)))წარმატებები დღევანდელ შეხვედრაში!!! უფალი ფარავდეს!!!❤️ კვარა-ერთია კვარა-ჩვენია კვარა-ბრძენია კვარა-მგელია კვარა-სენია კვარა-მეტია კვარა-ცხელია წინ და წინ გამარჯვებებისკენ!!!
ლევანი
მეც ეგრე ვარ
რერო
არ მითქვამს რუსები ანგელოზები არიანთქო,მაგრამ არც იტალიელი ჩინოსნები არიან ანგელოზები,ამის თქმა მინდოდა. ისე მაგ აღქმებით ცხოვრებას შეეშვით და უფრო უკეთ იგრძნობთ თავს!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ხო ბიჯო აბა აბა) რუსები ანგელოზები არიან კაცო) მე შევხედავდი ეს სად ითამაშებდა ახლა ომი რომ არ დაეწყო რუსებს. დაალპობდნენ რუსეთში როგორც ჯანოს. მერე ზენიტი იყიდიდა ამას და იქ დამთავრდებოდა ამის ფეხბურთი

ყოველდღე რომ იყოს ამის თამაში არ მომწყინდება. სამი დღეც ვეღარ ველოდები უკვე :)
რერო
წარმატებები ხვიჩას! რა ამის პასუხი და დე ლაურენტისი იმაზე მეტად გაართულებს ხვიჩას მომავალ ტრანსფერს ,ვიდრე რუსები ართულებდნენ,ეს ბიზნესია და მეტია არაფერი. რუსია თუ იტალიელი ამას არ აქვს მნიშვნელობა! ყველას უყვარს ფული და სიმდიდრე,ჯერ საკუთარი თავი!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა