ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრაზილიელ სეზარ სელიოს დოპინგის გამოყენება აპატიეს
ცურვაში ოლიმპიურ ჩემპიონს, ბრაზილიელ სეზარ სელიოს დოპინგის გამოყენება აპატიეს. 2011 წლის მაისში სელიოს ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი. საბოლოოდ, ბრაზილიელის საქმე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა და გუშინ გამოცხადდა, რომ სელიო დისკვალიფიკაციას არ მიიღებს.

ბრაზილიელთა ლიდერის გარდა, ფუროსემიდის მიღებაში გამოიჭირეს ამ ქვეყნის ნაკრების კიდევ სამი წარმომადგენელი - ნიკოლას დოს სანტოსი, ენრიკე ბარბოზა და ვინიკუს ვაკედი. მათ ორგანიზმში დოპინგის მოხვედრა იმით ახსნეს, რომ აკრძალულ პრეპარატს შეიცავდა საკვები, რომელიც მოცურავეებს ოფიციალურად შესთავაზეს.

პირველ ივლისს ბრაზილიის ცურვის ფედერაციამ ოთხივე სპორტსმენს გაფრთხილება მისცა, მაგრამ საერთაშორისო ფედერაცია არ დაეთანხმა ასეთ რბილ სასჯელს და სელიოს, დოს სანტოსისა და ბარბოზას სამი თვით და ვაკედას ერთი წლით დისკვალიფიკაცია მოითხოვა.

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ექვსი საათის განმავლობაში განიხილავდა ბრაზილიელი მოცურავეებს საქმეს. საბოლოოდ, მხოლოდ ვაკედი დაისაჯა ერთი წლით, რადგან ის 2010 წელს ასევე ჩავარდა დოპინგზე და ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ 24 წლის სელიო შეძლებს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას. შანხაიში მოცურავეთა ტურნირი 24 ივლისს დაიწყება.

ბრაზილიელი 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონია 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. პეკინში მან აგრეთვე 100 მეტრზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე სელიომ ორივე ეს დისტანცია მოიგო, 2010-ში კი ასევე დუბლი შეასრულა პლანეტის პირველობაზე, ოღონდ "მოკლე" აუზში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა