სანამ მოცურავეები შანხაის აუზში თავიანთ რიგს ელოდებიან, საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი სამი კომპლექტი გათამაშდა
სანამ მოცურავეები შანხაის აუზში თავიანთ რიგს ელოდებიან, საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი სამი კომპლექტი გათამაშდა.

"ღია წყალზე" დებიუტი ჰქონდა გუნდურ ასპარეზობას. ნაკრებები ერთმანეთს ხუთკილომეტრიან დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ. ექსპერიმენტმა გაამართლა - ფინიშზე ძალიან დაძაბული ბრძოლა გაიმართა ამერიკისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის და ამერიკელების სამეულმა ზუსტად ერთი წამი მოუგო კონკურენტს. ჩემპიონები გახდნენ - ენდრიუ ჯემელი, შონ რაიანი და გრეის ეშლი ტვიჩელი.

მესამე ადგილი გერმანიამ მოიპოვა, რომელშიც გამოდიოდა ლეგენდარული ტომას ლურცი, თუმცა პირველობისთვის ბრძოლის შანსი ამ გუნდს არ ჰქონია - მან გამარჯვებულთან 43 წამი წააგო.

სულ გაცურვაში 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თუმცა სამხრეთ აფრიკამ ბოლო წამს უარი თქვა სტარტზე.

ცურვა (ღია წყალი)

5 კმ. გუნდური

1. აშშ - 57.00,6; 2. ავსტრალია - 57.01,8; 3. გერმანია - 57.44,2...

გუშინვე გაგრძელდა წყალში ხტომაში ჩინელებისა და სინქრონულ ცურვაში რუსების დომინირება.

წყალში ხტომაში 10-მეტრიანი კოშკურიდან ქალები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, პირველი ორი ადგილი მასპინძლებს ერგოთ, თუმცა ჩინელთა მორიგი გამარჯვება ისეთი შთამბეჭდავი არ აღმოჩნდა, როგორც წინა სტარტებისას. ფავორიტები ხშირად ცდებოდნენ - ოქროს მედლის მფლობელ რუოლინ ჩენს წყალში ჩასვლა არ გამოსდიოდა, მისმა 15 წლის კონკურენტმა იადან ჰუმ კი მეოთხე ნახტომი ჩააგდო, რამაც მას ოქროს მედლის მოპოვების შანსი მოუსპო. იადანმა ვერცხლი ბოლო ნახტომის შემდეგ გაინაღდა, როცა მსაჯებისგან მაქსიმალური შეფასება მიიღო.

დიდი ბრძოლა გაიმართა მესამე ადგილისთვის. უნდა აღვნიშნოთ მადაგასკარელი პანდელელ რინონგის გამოსვლა, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო ფინალი, მაგრამ ერთი ნახტომი ჩააგდო და ამით მექსიკელ პაოლა ესპინოზას პოდიუმზე ასვლის საშუალება მისცა.

წყალში ხტომაში მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდა და შვიდი ოქრო აქვს ჩინეთის ნაკრებს.

ხუთიდან ხუთი ოქრო მოიგო რუსეთმა სინქრონულ ცურვაში. გუშინ ამ ქვეყნის ნაკრებმა კომბინაციაში მოიგო გუნდური ასპარეზობა. რუსეთის რიგებში იყო ნატალია იშჩენკო, რომელიც ახლა მსოფლიოს 14-გზის ჩემპიონია.

წყალში ხტომა

10 მ. ქალები

1. რუოლინ ჩენი (ჩინ) - 406,30; 2. იადან ჰუ (ჩინ) - 394,00; 3. პაოლა ესპინოზა (მექ) - 377,15...

სინქრონული ცურვა

1. რუსეთი - 98,470; 2. ჩინეთი - 96,390; 3. კანადა - 96,150...

გუნდური ჩათვლა

ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ

1. ჩინეთი 7 7 1 15

2. რუსეთი 5 1 1 7

3. საბერძნეთი 1 0 1 2

4-5. ბრიტანეთი 1 0 0 1

4-5. აშშ 1 0 0 1

6. გერმანია 0 2 3 5

7. ავსტრალია 0 2 1 3

8. ესპანეთი 0 1 3 4

9-10. იტალია 0 1 1 2

9-10. კანადა 0 1 1 2

11. მექსიკა 0 0 2 2

12. უკრაინა 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა