ტურ დე ფრანსის მე-17 ეტაპი წელს ერთადერთი იყო, რომლის დროსაც პელოტონს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება უხდებოდა
ტურ დე ფრანსის მე-17 ეტაპი წელს ერთადერთი იყო, რომლის დროსაც პელოტონს საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება უხდებოდა. მრბოლელებს იტალიაში უნდა შეევლოთ და სესტრიერში პირველი კატეგორიის მთა დაელაშქრათ. ფინიში პენეროლოში მთის ქვეშ იყო დაგეგმილი, ამიტომაც ეს უფრო რთული რბოლა გახლდათ, ვიდრე წინა ეტაპი.

ეტაპის პირველი მესამედი სწორი მონაკვეთი იყო და აქ გაქცევის რამდენიმე მცდელობა ვიხილეთ. ერთ-ერთი 14 მრბოლელის მონაწილეობით წარმატებით დასრულდა. ზედიზედ მეორედ დაწინაურებულებს შორის ვიხილეთ ნორვეგიელი ედვალდ ბოასონ ჰაგენი, ორი ყაზახი - დმიტრი მურავიოვი და დმიტრი ფოფონოვი, ფრანგული გუნდების კაპიტნები სანდი კასარი და სილვენ შავანელი და სლოვენიელი სპრინტერი ბორუტ ბოჟიჩი. მესამე კატეგორიის პირველ მთაზე სხვებზე ადრე შავანელი ავიდა. ამ საშუალედო ფინიშისთვის გაქცეულთა უპირატესობა პელოტონთან ხუთნახევარ წუთს შეადგენდა.

მეორე მთის წინ პელოტონიდან შეტევა წამოიწყეს ჯონი ჰოგერლანდმა, ნიკოლ როშმა და კევინ დე ვერტმა. ეს ტრიო პელოტონს სამი წუთით დაშორდა, მაგრამ ლიდერებამდე ჯერ შორი იყო. შავანელი კი აგრძელებდა სამთო ქულების შეგროვებას, თუმცა სესტრიერზე შტურმის წინ დაწინაურდა ბასკი რუბენ პერესი და მან ფრანგს ქულების გარკვეული რაოდენობა წაართვა. დაშვებისას პერესი შესანიშნავ სტილში მოქმედებდა და თავისი უპირატესობა წუთნახევრამდე გაზარდა. მაგრამ ბოლოს ბასკი დაიღალა და მას იოლად აუარეს გვერდი შავანელმა და ჰაგენმა, ბოლოს კი მთის მეორე ნახევარზე ნორვეგიელი ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

რაც შეეხება პელოტონს, მას სათავეში ედგა ივან ბასოს ერთგული გრეგარი სილვესტრ შმიდი. ეტაპის რელიეფი სერიოზული შეტევის საშუალებას არ იძლეოდა. რამდენჯერმე ალბერტო კონტადორმა იაქტიურა და ოდნავ დაშალა ძირითადი ჯგუფი, დაშვებისას კი სამუელ სანჩესს შეუწყვილდა. ესპანელები ძალიან რისკიანად მოქმედებდნენ და მათ მხარი ბევრმა ვერ აუბა. უფრო მეტიც, ზოგიერთისთვის ეს დაღმართი კინაღამ სავალალო აღმოჩნდა. სწორედ აქ დაკარგა პელოტონთან კონტრაქტი ყვითელი მაისურის მფლობელმა ტომას ვიოკლერმა.

ფინიშზე ჰაგენმა ახლოსაც არ მიუშვა მეტოქეები და გააკეთა ის, რაც წინა ეტაპზე ვერ შეძლო - მოიგო ამ ტურზე მეორე ეტაპი, რითაც თანამემამულე ტორ ჰუშოვდის შედეგი გაიმეორა. წელს ტურ დე ფრანსზე ორი ნორვეგიელი გამოდის და ერთად მათ ანგარიშზე ოთხი გამარჯვებაა.

კონტადორისა და სანჩესის დუეტს ძმები შლეკები და კომპანია ბოლო კილომეტრზე დაეწივნენ, ამიტომაც გენერალურ კლასიფიკაციაში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. მხოლოდ ვიოკლერი და ბასო აღმოჩდნენ წაგებულები. ისე კი კონტადორმა კვლავ დაადასტურა ფორმაში შესვლა და უახლოეს ორ ურთულეს ეტაპზე მისგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

XVII ეტაპი

1. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - 4.18,00; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, RAB) - +0,40; 3. სანდი კასარი (საფ, FDJ) - +0,50; 4. ჟულიენ ელ ფარესი (საფ, COF) - იგივე დრო; 5. სილვენ შავანელი (საფ, QST) - იგივე დრო; 6. დმიტრი ფოფონოვი (ყაზ, AST) - +1,10... 17. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +4,26; 18. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 19. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო; 20. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო... 22. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 24. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 28. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +4,53... 31. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 73.23,49; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +1,18; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,22; 4. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,36; 5. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,59; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,15; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,34; 8. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,49...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...