სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მოლოდინისამებრ სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დაწინაურდნენ კიდეც, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ზილენსკიმ დაარტყა და ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ოსიმენმა დაასწრო. ნეაპოლელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიმის თავური ძელმა უკუაგდო.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმის დასაწყისშიც განუწყვეტლივ უტევდა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მერე მარიო რუი მსაჯმა უხეშობის გამო გააძევა და მწვრთნელმა სპალეტიმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაცვის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კვარაცხელიასა და ლოსანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი და ოლივეირა შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება საერთო ანგარიშით 16:1 მოიპოვა - ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს და 3 მარტს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 ისმაილი (17, საკ. კარში), 0:2 ოსიმენი (28)

გაძევება: მარიო რუი (67)

gio
სპალეტი? ამ ფეხბურთელებით ყველა მწვრთნელი ჩემპიონი გახდებოდა. გოლების 50 პროცენტი კვარა-ოსიმხენის დუეტზე მოდის. ამიტომ, სპალეტიმ ერთი ადგილი დააყენოს და არ ურჩევ ჩვენს გადაკიდებას, თორემ ტიფოზებიც საფიცარი გაუხდება მაგ ქაზოს თუ კაცოს.
ბს-ს
თამაშს რომ ვუყურებ იქიდან გამომდინარე ვწერ, რუი გადაცემას მაშინ უკეთებს როდესაც სხვა გზა არ აქვს უბრალოდ ბურთს ატენის. ან ახლოს მიაქვს კვარასთან ბურთი. ხვიჩა ყველაზე უკეთ ზელინსკის უგებს. ხვიჩას და ზელინსკის შეუძლიათ ნებისმიერ გუნდთან ცენტრის გარღვევა. ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს ხვიჩასი ეშინიათ, ამიტომ უდგას ხვიჩას ორი კაცი და ოსიმენს ერთი. ოსიმენი გასაყიდად გამზადებულია და მიდის ზე დონის პიარი. რასპადორი და სიმეონე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან.
საჩინო
სლუცკის ხელში კვარაცხელია ამჯღავნებდა თავისი შესაძლებლობების 40-45% -ს , სპალეტის ხელში კი 60-65% ს ----
საჩინო
კვარაცხელია კარგია
Beqa
აქ ზოგი ისეთ კომენტარებს წერს გაგიჟდება კაცი რა მოხდა თუ დაუყვირა მრწვთელმა თქვენ როგორ გონიათ რონალდოს არ უყვიროდა ფერგუსონი რო უყვიროდა და რო თხოვდა იმიტომ გახდა მაგარი

შენ სანამ სანსიას ბედს არ გაიზიარებ მანამ არ მოისვენებ როგორც ვატყობ
ზაზა
Semis გასაგონად:ორივე გოლი მისი შეტევით ,მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ გავიდა!
ზაზა
და კიდევ დავამატებ:ნანახი მაქვს პელეს თამაში ბავშვობაში,შემდეგ კრუიფის თამაში,შემდეგ მარადონასი,შემდეგ რონალდინიო, შემდეგ მესი,ახლა კი ხვიჩაა,ეს ყველა ფეხბურთელი უძლიერესები არიან თავთავიანთ დროს გუნდში თუ ნაკრებში თავიანთი თამაშით და როლით,ამასთანავე ყველა გამოირჩევა ადამიანურობით და უბრალოებით,ასე მხოლოდ ფენომენებს ძალუძთ!!!
Semi
ხვიჩა ძალიან მაგარია, მაგრამ რა ორივე გოლი შექმნა ღმერთოჩემო რაებს წერთ, პირველი გოლი იყო ავტოგოლი, თან უხეიროდ ჩააწოდა ეგრე რაგბშიც არავინ აწვდის და თანამედროვე ფეხბურთში მითუმეტეს, მეორე გოლი კი მეკარის ცუდად მოგერიებას მოყვა. ბოლოს ალბათ დაწერთ ხვიჩა მარცხენა ფლანგზე წამოწვა რითაც მარჯვნივ ხალხი შოკში ჩაყარა და ავტოგოლები შეაგდესო.
ზაზა
ვინც რაც უნდა ის თქვას!ხვიჩა კვარაცხელია მთავარი მოთამაშე,მთავარი მოტივატორი,მთავარი სულის ჩამბერავია დღეს ნაპოლიში და ეროვნულ ნაკრებშიც!ემპოლისთან კი ორივე გოლი მისი დამსახურებით გავიდა,მე პირადად ჩემს გულში ორივე ასისტად ჩავუთვალე ხვიჩას და კიდევ მატჩის ბედის გადაწყვეტაც მას მივაკუთვნე!არავინ არ შემომედავოს,აზრი არა აქვს წ ე რ ტ ი ლ ი!!!
დათო
…გეთანხმებით 100%!!!
Semis
მეგობარო ფეხბურთის ყურებას შეედვი და დოღის ყურება დაიწყე
ბს
თამაშს არ უყურებთ და სხვისი მოგაყოლით მსჯელობთ, თუ რა გჭირთ? რამდენჯერ მისცა პასი რუიმ და ხვიჩამ ეგრევე უკან დაუბრუნა? არ უყურებთ იგივე სიტუაციებში ლოსანო რივოკს იწყებს და ისე ითხოვს პასს, ხვიჩამ ასე ერთხელ სცადა და მიიღო კიდეც პასი, მცველმა ძლივს მოიგერია ბურთი. ასე რომ ეგ ეგ ბაზარი რუი ბურთს არ აძლევს და ა.შ. ამ თამაშს არ ეხება რაა! მეორე თემაა რატომ აძლევს ხვიჩა უკან ბურთს ისევ რუის და მიდის გამწვავვებაზე,
მერაბი
თუ არსებობენ დიადი პასები,ერთ-ერთი მათგანი ხვიჩას გუშინდელი პასია უთუოდ(საერთო ჯამში უკვე მერამდენე?!!!!)... სპალეტიმ მშვენივრად უწყის ხვიჩას გენიალური ნიჭიერების თაობაზე,ამიტომაც ცდილობს მის სრულყოფილებამდე აყვანას.დარწმუნებული ვარ, საჯაროდ შეგნებულად ხვიჩას ბოროტად შეურაცხყოფას ანაც აბუჩად აგდებას,ის არათუ გაბედავს,გულშიც კი არ გაივლებს.ამას გარდა,კი არის ხვიჩა ძალზედ მოკრძალებული და თავმდაბალი,მაგრამ ყველაფრიდან სჩანს,რომ საკუთარ ღირსებას ასე ადვილად არავის გაათელინებს.ის კარგად გრძნობს,სად გულიანი,საქმიანი შენიშვნაა და სად კიდევ სხვა რამ.ასე რომ, ვფიქრობ სანერვიულო არაფერი გვაქვს.ვისურვოთ ხვიჩას რკინისებური ჯანმრთელობა და მომავალი ბრწყინვალე თამაშები!
წარჩე
სპალეტი ყველასგან მკაცრად ითხოვს მაქსიმუმს, იმიტომ ჰყავს ასეთი ორკესტრივით აწყობილი და შეთამაშებული გუნდი.თუ ხვიჩას მისცა შენიშნა რა არის ამაში ცუდი.მას უნდა ფეხბურთელები იყვნენ მუდმივად ტონუსში. სპალეტიმ იცის ხვიჩას რა შეუძლია. ჩემი აზრით, ხვიჩამ ცოტა უნდა მოუმატოს სისწრაფეში და ბევრი იმუშაოს ძლიერ, მოწყვეტილ დარტყმებზე, სხვა ყველაფერი აქვს. ასე რომ ყველაფერი კარგი წინაა! ჩვენ კი გველის უდიდესი სიხარული და სიამაყის გრძნობა!
ლევანი
შე ....

ხვიჩას რომ დაღეჭილი ლუკმა არ მიქონდეს მთელი ნაპოლი დამშელი ირბენდა ისევე როგორც ბოლო 33 წელი
ირაკლი
ამ თამაშსი განსაკუთრებით გამოჩნდა იმ ექსპერტებს სიმართლე, რომლებიც ამბობენ კვარას უდიდესი ზეგავლენა აქვსო თამაშზე, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ თამაში მოიგო. ჯერ კიდევ როდის დავწერე სპალეტი სათანადოდ არ იყენებს კვირას თქო, აქაც დაიწერა სრულად ვეთანხმები, რომ სანიოლი ბევრად უკეთესად იყენებს კვარს. და კიდევ, სანამ შედეგი არის ლუჩანო იგულავე, მაგრამ მერე კვარასთან ასე უმადურად მოქცევა ნაპოლიდან წასვლად დაგიჯდება!
კახა
კვარამ ამ თამაშში ორივე გოლში უდიდესი როლი შეასრულა.მაგრამ თუ დააკვირდით ერთი დრიბლინგიც არ გაუკეთებია,რაც გასაკვირია.რას უშვრება ეს დედააფეთქბილი და უზრდელი სპალეტი ჩვენს ოქრო ბიჭს, ნერვები მეთხრება. ერთხელ მოხვდა თამაშგარე და გამოიბრდღნა სპალეტიმ ყველაფერი,როცა სხვები ბევრჯერ ხვდებიან თამაშგარე და არაფერს ეუბნება.თან ამ ოსმენმა და ლოზანომაც მაგრად უღორეს საგოლე პასი, თვითონ კი გააფუჭებს.ეს რომ კვარას გაეკეთებინა სპალეტი გაგიჟდებოდა.
გულ
კვარამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა მაგრამ თავის დონეზე ვერ ითამაშა. ბევრი არაზუსტი პასი ქონდა რაც საერთოდ არ ახასიათებს და ამის გარდა ამ ბოლო დოს აგვიანებს გადაწყვეტილების მიღებას . ბურთს რომ ღებულობს აყოვნებს ხოლმე და ამ დროს მეორე მცველიც ასწრებს მისვლას.დრიბლინგზეც აღარ მიდის. თუმცა არაუშავს ეს პირველი წელია და ძნელია ამსიგრძე ტურნირი სულ ერთ დონეზე ჩაატარო. წარმატებები!
რაბუ
ხვიჩა ნამეტანი თავმდაბლობაც არ ვარგა. თავის ადგილზე უნდა მოსვა ზოგიერთი. წარმატებები
R.g
მართალი ხარ
ემიგრანტი ქაქუცა
სპალეტი არის ნაგავი პიროვნება, ყოველთვის ვამბობდი და დღეს კიდევ დაამტკიცა. ერთი ჟურნალისტი არ აღმოჩნდება დავიჯერო რომ მიუთითოს,რომ ცოტა ზრდილობა გამოიჩინოს, საქვეყნოდ რომ უძახის თავის სახელს სხვას. ეს პირველი არაა,ადრეც გამიგია და გული მწყდება. აშკარად ჩაგრავს...
ჯუჯი
ნაპოლის მირ გატანილი გოლების დიდი უმრავლესობა კვარას აქტიურობის შედეგია!
თენგო
კვარა მარტო მშობლების არ არის კვარა ჩვენი შვილია ყველასი, მთელი საქართველოს შვილია ღმერთმა გვაჩუქა, რათა ჩვენც გავიხაროთ ბოლოს და ბოლოს, ქართველები ვიმსახურებთ ამდენი ნეგატიური მოვლენების შემდეგ
kaxa
მარიო რუი იმიტომ არ აძლევს ხვიჩას პასებს, რომ ცდილობს რაც შეიძლება ბევრი ასისტი ჩაითვალოს ბურთების ჩაწოდებით, ხვიჩა კი ყოველთვის იქვე ჰყავს და როცა უჭირს რუის მხოლოდ მაშინ აძლევს პასს
Charley
ჯერ ამ მელოტს ეტყობა რა "უჟმური" პიროვნებაცაა. ვისთანაც გასდის ალალ კვარაცხელიას შე ... ასე რო უთხრა თან საჯაროდ ხმამაღლა ამ მართლა "კაცომ" ვფიქრობ, ადამიანის ცნობა შემიძლია. ვირის პონტში უნდათ კვარაცხელია. ოსიმჰენის ... კიდევ, აგერ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ რა შეცდომებს დაყრის ღორობის გამო უახლოეს მომავალში. აუვარდა თავში ტიპს და გვედზე არ იხედება საერთოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იხედება თუ ატყობს რომ მაინც კარგავს ბურთს. როგორ შემეცოდა დღეს კვარაცხელია, ერთი გუშემატკივარმა არ დაუკარგა, და ტაში დაუკრეს შეცვლისას, თორემ წამლად სამადლობელი სიტყა არ უთქვია არავის არც გოლების მერე და, არც რომ შეცვალეს მაშინ, კიდე იქეთ ღრიალებდა ის ქაჩალი სპალეტი. მერე, მეორე.. ოსიმჰენი ხელებს რომ შლიდა არ შემცვალოთ და იმ წუთში "მიაყენა" სპალეტი და დატოვა მოედანზე, შემთხვევით რატომ არ შემცვალოთო ხომ ვერ ხვდებით?! ხო, იმიტომ რომ გოლების გატანა უნდოდა, კარიერას ჭირდება რეიტინგის დაგროვებას ჭირდება.. სუსტი მეტოქე იყო ხედავდა და შანსი მომეცემაო. და ხვიჩა ნაშვილებია თუ რა არის, სპალეტის რო ფლორენციელმა "შეუკურთხა" ახლოდან ჩვენც ნუ დაგვაწყებიებს იგივეს კეთებას ამ უსაზღვრო უსამართლობაზე კვარას მიმართ, 30 წუთით ადრე რომ შეცვალა, აწყენს გოლები და შანსები ხვიჩას? თუ ვინმე უფრო დიდი კრეატიული ყავს გუნდში ?. ოსიმენი რო თამაშგარეში ხვდება ერთ მატჩში იმდენს ორი ფორვარდი ვერ ხვდება ზოგჯერ ხუთ თამაშში მარა სპალეტი "მიყენებული" ყავს და სიტყვას ვერ უბედავს მელოტი ალალ კვარას კი საჯაროდ ლამის უკვე აგინებს ეს "შუტკაც" არ არის ეს დამცირებას უფრო გავს.
დათო
ასე არ ვწერ ხოლმე მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ნაპოლი საშუალო დონის გუნდია, კვარასთან ერთად ნებისმიერი ამ დონის გუნდი დადებდა სერიოზულ შედეგს. ყველა გუნდის მწვრთნელი 2 კაცს ყოველთვის პერსონალურად უნიშნავს ხვიჩას. კვარა მოედანზეა როა უკვე დიდი უპირატესობაა ნაპოლითვის. ოსიმენზე იმდენი პასი კეთდება მაგის ნახევარი ხვიჩაზე რომ კეთდებოდეს 30 გოლი ექნებოდა გატანილი. არ ვთვლი რომ ოსიმენი რაღაც სასწაული თავდასხმელია, დროგბას ადარებენ ხშირად, მაგრამ დიდიე გუნდური მოთამაშე იყო, ოსიმენი მხოლოდ ბომბარდირობაზე ფიქრობს. როდესაც ტრამვა ჰქონდა გუნდი ბევრად უკეთ თამაშობდა. მარიო რუი გადაცემას საერთოდ არ უკეთებს ხვიჩას. ნაპოლი დგას ხვიჩაზე, ლობოტკაზე და ზიელისკიზე. პოლონელი ყველაზე უკეთ უგებს ხვიჩას და სხვებთან შედარებით ტექნიკაში და თამაშის ხედვაში არ მოიკოჭლებს. არც სპალეტია გენიოსი. სანიოლი ბევრად უკეთ იყენებს კვარას ვიდრე სპალეტი. ხვიჩა დაუფასებელი ფეხბურთელივითაა, ყველაფერი მასზე დგას და ყველას ოსიმენი აკერია პირზე. ნაპოლის ამ სეზონში მხოლოდ 2 ახალი სახე ყავს ხვიჩა და კიმი. ლობოტკაც მანდ იყო წინა სეზონში, ოსიმენიც და სპალეტიც... წარმატება საქათველოს ნაკრებს და ხვიჩას.
ვაჟა მასწავლებელი
რაღაცა უნდა შეიცვალოს ამ სტატისტიკის დადგენაში: ორივე გატანილ ბურთზე დონ კვარას წვლილი 98%-ია, 1% კარისკენ ბურთის გამშვებს - ეს ყველაზე ნაკლებად უნდოდა. მეორეს - ოსიმჰენს მეკარისგან მოგერიებული ბურთი შემთხვევით "მოხვდა". შედეგი: - დონ კვარას რა?..... სპაგეტის მორიგი უსაფუძვლო საყვედური (იმიტომაც გაჩერდა მეორე ტაიმში)და მარტო ჩვენი სიყვარული! ამ შემთხვევამ გამახსენა მიშა მესხისა და ზაურ კალოევის ტანდემი: მიშას "პრასტრელი", ზაურას თავის დახვედრება = გოლს. მიშას დინამოში ოფიციალური სტატისტიკით 54 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო ზაურას - 98. ანუ მიშას რეალური ეფექტიანობა დინამოში 54 გოლი და 98 ასისტია? რომელიც არსად არ არის დაფიქსირებული.
გოიმობას რა უთხარ
ხვიჩას ხელფასი უნდა მოუმატოს მინიმუმ 5 მილიონამდე რადგან ხვიჩას ხარჯზე იგებს თამაშებს სპალეტის გუნდი თითქმის სამი მცველი გათიშული ყავს თამასიდა და ამ დროს გაილაღა ცენტრმა და ლოსანომ .და ამ ყველაფერს შეეწირა დრიბლინგები იმედია სანიოლი სხვანაირად ათამაშებს ნაკრებში .
ოპტიმუს
- მოვიგეთ ფეოლა! - გაგიჭირდებოდათ.
sosia
კაია რომ ნაპოლი ყველას და ყველაფერს იგებს მარა სპალეტის სქემამ ხვიჩას დრიბლინგები შეიწირა .
Anj: Antei
კვარამ ეხლა უკვე პრე ასისტებით გადაწყვიტა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში და მეორეში თავი აღარც მოუკლავს. სპალეტი როგორც ჩანს ვარჯიშზე დამუშავებული "პარაშუტი" თამაშგარის ზღვარზე აჩქარებულ ვინგერზე, ვერ განახორციელა ხვიჩამ იმ მომენტში და ამაზე გაუბრაზდა კვარას სად იყურები ადრე დაიწყე სპრინტიო ხაზი აგერ არისო, რაღაც ამგვარი უთხრა. და ჩვენებურად "შეჩემაც" გულიანად მიაძახა იტალიურად "კაცო" დდ: ისე ჩვენში დარჩეს და მისტერ სპალეტის ასე საჯაროდ ყველა ფეხბურთელთანააქ გახსნილი "შუტკა" იტალიური ვინც იცის ცუდად მოხვდებოდა თვალში ასე ამხელა ხმაზე მისი რეპლიკა კვარას მიმართ.
semi
მხოლოდ მეორე გოლში მიუძღვის წვილი პირველი გოლი შეცდომას მოყვა
goga
ნუ რა უნდა თქვა კვარა რომ არა ნაპოლი არაფერი იქნებოდა რადგან ორი მცველი მიტაცებული ყავს და ცენტრალურ მცველსაც ცალი თვალი კვარასკენ აქვს ეგაა ფასდაუდებელი ფეხბურთელი გუნდისთვის სპალეტი სწორად კი იყენებს მარა დრიბლინგები ჩაიკარგა ამ სქემაში მაინტერესებს გრანდებთან ლიგაზე რა ტაქტიკა და სქემით ითამაშებს ან როგორო დაუპირისპირდება მოწინაღმდეგე .
ლევანი
სასწაულად მაგარია ნაპოლი. ჩვენი ოქრო, მაგარ გინდში, მაგარ დროს მოხვდა, და ეს არის ყველაზე მაგარი. დიდება ქართულ ნიჭს! დიდება საქართველოს!
zurabi
რაღაც პასებს უგვიანებენ ჩევნს ბიჭს დღეს ოსიმენმაც ვერ დაინახა რუი ხომ ისე ტენის ბურთს დაკარგვის ზღვარზე და ამის მიუხედავად კვარა რომ არა ნაპოლი ან მოიგებდ ან არა პ.ს დრიბლინგებს ველოდები ნაკრებში აბა იქ მგონი აუკრძალეს .
ლაშა
წესით ხვიჩამ ყველაზე უმაღლესი შეფასება უნდა დაიმსახუროს. და საერთოდ, ნამდვილი საფეხბურთო ელჩია საქართველოდან ხვიჩა. მის შემხედვარეს გებადება შეგრძნება, რომ კიდევ დაიბადებიან ყიფიანის, ჩივაძის, მეტრეველის, გუცაევის, დარასელიას, ბარქაიას თუ პაიჭაძისნაირები...
G.LA
საწყენია ორი შექმნილი გოლიდან ერთი ასისტიც კი არ ჩაეთვალა. არა უშავრს ლაციოსთან გაიტანს 3 მარტს.
გულშემატკივარი
კიდე ერთი კარგი ასისტი გაუფუჭა ზილენსკიმ ჩვენს ბიჭს!!! გილოცავთ მორიგ გამარჯვებას!!! ხო კიდე ოსიმენმა ერთ კარგ მომენტში არ მისცა პასი ხვიჩას(კარგ პოზიციაზე იყო ჩვენი)და თვითონაც ვერ გაიტანა მოკლედ ისევ ჩვენმა ბიჭმა გადაწყვიტა თამაშის ბედი:))) გენაცვალე ხვიჩა კვარაცხელია❤️
ლაშა
კვარა ნაპოლიში უძლიერესია! ისევ გაიმარჯვა? ნაპოლიმ სულ უნდა გაიმარჯვოს სანამ ხვიჩა თამაშობს...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა