საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საუკუნის მატჩის წინ გენერალური ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისი არენაზე 26 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება, ისლანდიის დამარცხება სანუკვარ შედეგს მოუტანს.

მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ რა სიტუაციაშია საქართველო და აქამდე მოსასვლელად რა გზა გამოიარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი რეალური 2017 წლიდან გახდა, როცა ფიბა-მ მუნდიალისთვის ცალკე შესარჩევი ტურნირის ჩატარება დაიწყო. მანამდე იყო ის, რომ ევრობასკეტი 2 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მსოფლიოზე სწორედ ევროპის ჩემპიონატზე მოწინავე ადგილების დამკავებელი გუნდები გადიოდნენ – ხან 6, ხანაც 7 საუკეთესო.

2017 წლიდან ფიბა-მ ევრობასკეტის ჩატარება 4 წელიწადში ერთხელ დააწესა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობა 32-ამდე გაზარდა და მასზე გასასვლელად ცალკე 2-წლიანი საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება დაიწყო. ევროპას მსოფლიოზე 12-გუნდიანი კვოტა დაუწესდა. პირველ ჯერზე საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია, მაგრამ მეორეში აღარ გაუმართლა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი, რომელიც 2021 წელს დაიწყო, საქართველოს ნაკრებმა რიგიანად ჩაატარა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მსოფლიოზე გასასვლელად ისლანდიის დამარცხება აკლია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 12 გუნდი გადის. 9 ნაკრები ცნობილია – ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, სლოვენია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და ლატვია. ბოლო ტურში დაჩენილი 3 საგზურის მფლობელიც უნდა გამოვლინდეს. ერთ-ერთი მათგანისთვის საქართველო და ისლანდია იბრძვიან.

საქართველო პირველ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყო. ზუროსის გუნდმა მაკედონიელები 2-ჯერ დაამარცხა, ხოლო ესპანეთთან და უკრაინასთან მოგება-წაგებები გაიყო და ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავებით მომდევნო ეტაპზე გავიდა. ზუროსის გუნდს მეორე ჯგუფში პირველიდან მხოლოდ უკრაინასთან და ესპანეთთან დაგროვილი ქულები გადაჰყვა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2 მოგება კი იმ მოტივით ჩამოეჭრა, რომ ჩვენი პარალელური ჯგუფიდან მოკვეთეს რუსეთი. ფიბა-ს გადაწყვეტილებით, პარიტეტის პრინციპი დაცული რომ ყოფილიყო, იმ ჯგუფის ყველა წევრს რუსეთთან თამაშები გაუუქმდათ, ჩვენთან კი – ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

რუსეთთან ჩვენს კონკურენტ ისლანდიას მოგება არ ჰქონია და არაფერი დაუკარგავს მასთან ნაჩვენები შედეგის ანულირებით, ხოლო საქართველომ ჩრდილომაკედონიელებთან 2 მარცხი დაკარგა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული 3 გამარჯვებით (ჰოლანდიასთან 2 და ისლანდიაში 1) თავი ისლანდიაზე კომფორტულ სიტუაციაში ჩაიყენა.

მეორე და გადამწყვეტ ჯგუფში, რომელშიც 6 გუნდია და 3 საკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გადის, 1 და 2 ადგილები ესპანეთსა და იტალიას აქვთ გარანტირებული, ბრძოლა მე-3 საგზურისთვისაა, რომელსაც ერთმანეთს საქართველო და ისლანდია ეცილება.

თეორიულად არსებობს ერთი ვარიანტი, რომელიც ჩვენიუპირატესობაა. რაკი საქართველოს ისლანდიაში მოგებული აქვს 3 ქულით და მეტოქეზე ცხრილში ქულით წინაა, 1, 2 და 3 ქულით დამარცხების შემთხვევაში ილიას ზუროსის გუნდი ისლანდიაზე წინ დაჯდება. ეს არის ვარიანტი, რომლის იმედად საქართველოს ნაკრების არც ერთი წევრი არაა და დღეს ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს.

ისლანდიის ნაკრებმა წინა მატჩში დაისვენა. კუნძულელებმა ესპანეთს უმასპინძლეს და წამყვანი მოთამაშეები არ დატვირთეს. ეს თავად ისლანდიელთა მწვრთნელმა, ბალდურ რაგნარსონმა განაცხადა. მსოფლიო გრანდისთვის თავი რომ შეეკლათ და თუნდაც მოეგოთ, ეს ისლანდიელებს არაფერს მისცემდა, თუკი თბილისში დამარცხდებოდნენ. ერთადერთი, იმას იხეირებდნენ, რომ 1 ქულით გამარჯვებაც ეყოფოდათ, ახლა კი მინიმუმ 4 ქულით მოგება სჭირდებათ, საქართველოს ცხრილში რომ გადაასწრონ. ამიტომაც დაასვენეს კუნძულელებმა ძირითადი ბირთვი და საქართველოსთან ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშებს სამივე ქვეყანა უმასპინძლებს, ხოლო პლეი ოფის მატჩები ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაიმართბა. სწორედ მანილა უმასპინძლებს 29 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრას, რომელიც ფინალურ ეტაპზე გასულ 32 ნაკრებს ჯგუფებში გადაანაწილებს.

საქართველოსთვის ისტორიული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

GBF.GE

დინამოელი
უმაგრეს დაცვას ვთამაშობთ
დინამოელი
ცინცაძე შე სუპერ"ვარსკვლავო" ....
გია
დღეს 10 საათზე მთელი საქართველო ზეიმობს.
aburjga
ცოტა ვიხუმროთ! თავიდანვე ჩვენ ჩვენ ფარში და იმათ ტავიანთ ფარში რომ ვტენოთ და ბოლო 2-3 წუთი ვითამაშოთ, ასე არ ივარგრბს? მაგალითად 80:80 დან!
იღბალო
დავუშვათ და შეიქმნა ასეთი სიტუაცია: ბოლო წამებია და ფრეა ტაბლოზე. ისლამდიას იასნია დამატებითი ტაიმი უნდა. ჩვენ რაში გვჭირდება?! მათ ფარს რომ არ შევუტიო და ჩემს ფარში ჩავაგდო, მოსულა. 2 ქულით წაგება ხომ ისედაც მაწყობს. რატომ უნდა მივცე დამატებითში შანსი ისლანდიას?! აბა, რას იტყვით...
Bujanga
ვითომ ნბა ნაკრებს ვხდებპდეთ ისეთი აჟოტაჟია..ძღინკიანი ისლანდიას თუ ვერ მოვუგეთ რა გვინდა საერთოდ ჩემპიპნატზე..მოვიგოთ უნდა და მოიგებენ..მშვოდად და წყნარაფ..
ვახო...
წინ საქართველო! უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
შერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 1 ქულით მარცხდება
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ისლანდიელთა მწვრთნელი: კვირას საქართველოს ნაკრების დამარცხება იდეალური იქნება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე
კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც