ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ისტორია დაწერეს - ქვეყნის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრა ჩვენმა სპორტსმენებმა "თბილისი არენაზე" ისლანდიასთან გამართეს და მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 77-ით 80 დამარცხდნენ, თუმცა, 3-ქულიანი სხვაობით მარცხის მიუხედავად, საქართველო შემდეგ ეტაპზე გავიდა. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წამები, რა დროსაც ქართველმა კალათბურთელებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს. შეხვედრა დასრულდა და "თბილისი არენაზე" ზეიმი დაიწყო.

"ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა მაინც ბედნიერი ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ", - განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლანეტის 31 საუკეთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, აზიის სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ დროს სახელოვანი კალათბურთელი ვლადიმერ (ვოვა) ბოისა ambebi.ge-ს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მიღებულ ემოციებზე ესაუბრა:

- რა თქმა უნდა, წარმატებას ველოდით. შესარჩევი ტურნირი რომ დავიწყეთ, ჩვენი ოცნება იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე გვეთამაშა. ბოლო ორი თამაში - ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან, რეალურ შანსს იძლეოდა, რომ ბოლომდე გავსულიყავით. ყველამ, ვინც გუნდშია - ბიჭებმა, ექიმებმა, მენეჯერებმა, რა თქმა უნდა, ფედერაციამაც, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ბიჭები სამაგალითოდ გამოსულიყვნენ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ, დიდი შრომა ჩავდეთ და მართლაც შევქმენით ისტორია - პირველად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ძალიან ძნელია იქ მოხვედრა და ეს დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ის უფრო მახარებს, რომ ზოგადად კალათბურთისთვის გავაკეთეთ დიდი საქმე - ახალგაზრდები, ბავშვები ავავსეთ დიდი მოტივაციით. წარმოიდგინეთ, ამერიკელებს უნდა ვეთამაშოთ, ეს ხომ ყველას - დიდის თუ პატარას ოცნებაა, ნახოს, როგორ ვთამაშობთ NBA-ს წინააღმდეგ. ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე დიდი წარმატება.

- მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა სიხარულით ატირებული ვოვა ბოისა...

- დიახ, თავი ვერ შევიკავე, ავტირდი, ძნელი იყო ამ გამარჯვებას ემოციების გარეშე ჩაევლო. დღეს დილას რომ გამეღვიძა, უფრო გავაცნობიერე, რა დიდი საქმე გავაკეთეთ. გუშინ მაინც ეიფორიასა და ემოციებში ვიყავი. რომ არ მოგატყუოთ, ის უფრო მახარებდა, იქ მყოფი ბავშვები და გულშემატკივრები რომ ტიროდნენ. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ გვირჩევნია წავაგოთ და მსოფლიოზე ვიყოთ, ვიდრე მოვიგოთ და არ გავიდეთ.

განაგრძეთ კითხვა

G.G.
მისი თამაშები არ გაქვს ნანახი აშკარად
kombato
shen getyoba rogor gonze xar kalatburtis.boisas chagdebuli tu ar ici
ნუგზარი
კალათბურთისთვის არ გიყურებიათ???!!!! :)))))))
სიმართლე!!
კი მინახავს!და სიხარულს გვიზიარებს...და რა არის ამაში ცუდი ან ტაკტიკა რა შუაშია ან ამის თამაში.
guram
დიდი კალათბურთელი, ლეგენდა ამის ჩაგდებული ბურთი გინახავთ? ეხლა რა ფუნქცია აქვს ნეტა ნაკრებში? ტაქტიკაქას საზღვრავს ალბათ
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა