"ბორჯღალოსნები" 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად გამოვლინდნენ. თასისთვის ოთხი მათგანი აგრძელებს ბრძოლას – „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია 4 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 5 მარტს კი „ა“ ჯგუფის გამარჯვებული საქართველო, „ავჭალაზე“, 16 საათზე რუმინეთს დაუხვდება.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში მცირედი ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად შეკრებაზეა სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის შემდეგ ესპანეთთან მატჩის წინ შეუერთდა, თუმცა თამაშმა არ მოუწია.

9 ნომრის პოზიციაზე მიხეილ ალანიას ნაცვლად ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძეს უხმო, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შარშან ზაფხულში, ურუგვაისთან ჰქონდა და მას შემდეგ არ უთამაშია.

33 მორაგბიდან 18 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა.

ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდები ფინალში 19 მარტს, ჩვენი დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფინალში შეიბმებიან, მესამე ადგილისთვის მატჩი კი იქვე 20:15 საათზე დაიწყება.

ჩვენ და რუმინეთი

"ბორჯღალოსნებს" რუმინეთთან ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვს. 1998 წლიდან დღემდე, გუნდებმა 26 თამაში (12 შინ, 12 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ჯამში გაუტანეს 52 ლელო და 530 ქულა. რუმინელთა ანგარიშზე 36 ლელო და 434 ქულაა.

2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. აქამდე საზიარო თასი საქართველომ 15-ჯერ, რუმინეთმა კი 6-ჯერ შემართა.

გასული საუკუნის მიწურულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, რუმინელთა ძლევა სანუკვარ მიზნად გვქონდა. რუმინელებმა 9-იდან 7 გამარჯვება 1998-2006 წლებში მოიპოვეს, ბოლოსწინა 2010, ხოლო ბოლო 2017 წელს. „მუხებს“ საქართველოში 3-ჯერ აქვთ მოგებული, ბოლოს 2003 წელს, ერთადერთი ფრე კი 2013 წელს ბუქარესტში დაფიქსირდა (9:9).

მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს, თბილისში დავამარცხეთ (38:9). რეკორდამდე ერთი ქულა დაგვაკლდა 2020 წელს (41:13), მანამდე კი, სარეკორდო გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე მოვიპოვეთ, როდესაც ტრადიციულ მეტოქეს, არატრადიციულ გარემოში, პამერსთონში (ახალი ზელანდია) 25:9 ვაჯობეთ.

„სტეჟართან“ არასდროს გვითამაშია „ავჭალაზე“. თბილისში ბოლოს მათ 2021 წელს „მიხეილ მესხზე“ ვუმასპინძლეთ და 28:17 დავამარცხეთ, შარშან კი ბუქარესტში 26:23 ვძლიეთ. მოცემული მომენტისთვის რუმინეთი მიჯრით 5-ჯერ გვყავს დამარცხებული. 7-მატჩიანი წაუგებელი სერია 2011-2016 წლებში გვქონდა, ოღონდ მაშინ, სამი მოგების შემდეგ ბუქარესტში ფრედ ვითამაშეთ, რასაც კვლავ სამი მოგება მოჰყვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023

ნახევარფინალი. 5 მარტი. თბილისი. „ავჭალა“ (16:00)

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 8 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 7 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 80 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 34 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 20 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 43 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40 კეპი, 322 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5 კეპი, 34 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 45 კეპი, 25 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105 კეპი, 85 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 26 კეპი, 120 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 95 კეპი, 53 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 45 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19 კეპი, 43 ქულა).

პორტუგალია – ესპანეთი (4 მარტი)

Rugby.ge

გიორგი 50
ნახევარ-ფინალშიც მოვიგებთ და ფინალსაც... მთავარი შოტლანდიასთან იქნება ჯახი, იმედია ის მესამე გახდება დიდი ექვსეულიდან, ვისაც ვძლიეთ და ამის მერე 99% გზა გაგვეხსნება უკვე შვიდეულისკენ... და ბოლოს, 50 წელია რაგბის გულშემატკივარი ვარ და გთხოვთ, არავის ეწყინოს: დავით ნინიაშვილი მოვლენააა ქართულ და მსოფლიო რაგბში... გისურვებთ გამარჯვებებს...
სოსო
ძალიან მაინტერესებს,რამდენად შესძლებს რუმინეთის ნაკრები,ჩვენ დღევანდელ სტილთან შებრძოლებას.ეჭვი მაქვს,სარეკორდოსთან ახლო ანგარიშით გავიმარჯვებთ.თითქმის დარწმუნებული ვარ,შერკინებაშიც ვაჯობებთ,მაგრამ მაინც ხაზზე გავაკეთებთ მეტ დატვირთვას და სწრაფ თამაშს შევთავაზებთ,მეტოქეს.
გორგაძე
გორგაძე ისევ არაა? პოშიც არ უთამაშია და რა ხდება? ტრავმა აქ?
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო