<p>მადრიდის "რეალი" მზადაა "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.</p><p>წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტია.</p><p>"ნეაპოლში ზღაპრების არავის სჯერა და ყველა კარგად ხვდება, რომ მოთამაშე, რომელიც წელიწადში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და გუნდის ლიდერია, ზაფხულში უამრავი გრანდის სამიზნე გახდება. მადრიდის "რეალი" მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ "ნაპოლის" ასტრონომიული თანხა შესთავაზოს, ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ქართველის შენარჩუნებას კიდევ ერთი სეზონით "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი" - წერს გამოცემა.</p><p>შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასულ სეზონში ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა, "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 15 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.</p><p><p><p><p><p><br></p>
Ანზორი
ხვიჩა ყველგან ივარგებს, მას აქვს ყველა ის მონაცემები რაც დიდ ფეხბურთელობას სჭირდება, რეალი უბრალო დონის ფეხბურთელით არ დაინტერესდებოდა, დაინახეს ბიჭში ის შესაძლებლობები რაც რეალს გამოადგება......თუ იყიდის რეალი ხვიჩა არაფერს წააგებს,აქ ალბათ ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო.
Tato
Mec barsas fani var,magram sadac xvicha iq mec
.
ვინიციუსზე რომ საუბრობთ აქ, ვინიციუს 30 კაცი ემსახურება, რომ ფიზიკურად ისეთი ძლიერი იყოს როგორსაც დღეს ვხედავთ. ტრენერები, ექსპერტები, კვებას ცალკე უკონტროლებენ, ფიზ მომზადებას ცალკე. ზუსტად ვიცი, რომ 30 კაცი ჰყავს ამისთვის დაქირავებული
ქომაგი
პირველ რიგში ეს ხვიჩას გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერ ერთი მისი ოცნების კლუბია და მეორე როდესაც მადრიდის რეალი მიგიწვევს უარი არ უნდა თქვა, ასეტი რამ იშვიტად ხდება. ჩემი აზრით უნდა წავიდეს. ნაპოლში მივიდა , ნახა, გაიმარჯვა, კაციშვილი ვერ დააყვედრის რამეს. პ.ს. ისე მე ბარსაში მირჩევნია. წარმატებები ხვიჩას და ყველა მშრომელ, დაუზარელ სპორტსმენს.
koka
ისე, თუ წაიყვანენ რეალში, რატომ არ უნდა წავიდეს? მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი თქვენთვის ვითომდა ე.წ. კვარაშისტებისთვის რეალი 50-100 თუ 150 გადაიხდის, მთავარია რეალის ფეხბურთელი გახდეს და ხელფასი მინიმუმ 5-ჯერ მეტი ექნება, თამაშით კი მგონია არც იქ დაიკარგება. რა? ნაპოლიმ თუ რაღაც 10 მლ-ი გადაიხადა და არა 35 რასაც რუბინი ითხოვდა, ვერ თამაშობს და გოლები ვერ გააქვს? თანაც სერიოზული კომენტებით, რომ ურჩევთ და ამტკიცებთ-რეალისა და ნაპოლის შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოთ უნდა გააკეთოს.... არ მგონია რეალმა100 მლ-ნი გადაიხადოს 22 წლის ფეხბურთელში,რომელის საქართველოს ჩემპიონატიდან გადავიდა იტალიაში ექვსი თვის წინ- ევროტურნირებზე ჯამში 5-6 თამაში აქვს ჩატარებული და ფიფას რეიტინგით მე-80 ადგილზე მყოფი ნაკრებში თამაშობს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
აზრი აქ გადასვლას ? რეალმა ყველაფერი მოიგო. კარგი მოიგო ხვიჩამ ლიგა მერე რა? ეს არანაირი მიხწევა არ იქნება. ხვიჩამდეც იგებდნენ ესენი. ასე რომ ისტორიაში თუ უნდა შესვლა და ხელფასიც ბუნებრივია ამას მახალი ეკუთვნის ვიდრე 2 მილიონი. მაგას ჯობია გადავიდეს სიტიში გვარდიოლასთან და მოაგებიოს იმ გაჭირვებულს ლიგა აი ეგ იქნება მაგარი. თუ უნდა ისტორიაში შესვლა. ახლა თუ უნდა ჩვეულებრივი ხამეს როდრიგესი იყოს რეალში გადავიდეს. მაგრამ იმედია მაგის ჭკუა ეყოფა რო მანდ არ წავიდეს. გვარდიოლა ამისგან მხეცს შექმნის და გამორიცხული არაა რო ზუსტად მისი პირადი დავალებით უნდათ კვარაცხელიას ყიდვა. იმიტომ რომ როგორც მესი ისე კვარაცხელია მოედანზე განსვავებას ქმნის. რეალში მე დაფასებული კაცი არ მინახავს მაგარი დამპალი გუნდია.
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
გადავა რეალში 100 მილიონად და ოქროს ბურთსაც მოიგებს!!!
მადრიდისტი
რეალის ფანმა ეგ როგორ უნდა დაწეროს ხვიჩა არ მინდა რელში გადავიდეს მეშინიაო..მადრიდის მეფე უნდა გახდეს!!! მერე ჩვენი ბარსას ფანებიც უბალეშიკებენ..
Suxumchanin
კვარა არის უდიდესი ტალანტი, მოვლენა, რომელსაც შრომა არ ეზარება, ბიჭი სხვა ქართველი, შესაძლოა მასზე ნიჭიერ ფეხბურთელებზე მეტს მუშაობს და შედეგსაც ვხედავთ. რეალში გადასვლაზე კი მე ვფიქრობ რომ ნეაპოლში აღმერთებენ, ვინაიდან ერთეულია ვინც შედეგს დადებს მანდ, ხოლო რეალის ფანები გაზულუქებული არიან დიადი ფეხბურთელებით, თან ლეაო, ერთ-ერთი უძლიერესი დრიბლიორი მანდაა და ხვიჩა თავისი ალალი ხასიათით მხოლოდ შემცვლელად იქნება მართალია პირველ ეტაპზე და რაც ჩვენ ქართველ გულშემატკივარს მოგვკვლავს, ასევე მის ზრდას არამგონია ხელი შეუწყოს. ამიტომ მინიმუმ 1 წელი ნეაპოლში დარჩენა მისთვის ხელსაყრელია რაც შემდგომში მისი ფასის ზრდას და განვითარებას ხელს შეუწყობს
aburjga
დიახ, მეც ხშირად ვფიქრობ კვარას პლეიმეიკერობაზე, თუნდაც ჯერ საქართველოს ნაკრებში და ჩაკვე თავის ჩვეულ მარცხენა ფლანგზე. მგონი მაგარი იქნება. მაგრაამ პლეიმეიკერმა ხშირად ბურთის ამოტანაშიც უნდა იმიიღოს მონაწილეობა. თანაც კვარას დრიბლინგები მენანება. აბა პლეიმეიკერი მატაბას ხომ არ მოყვება?!
სოსო
მაგ 2,5-საც 3 თვეა ამბობენ ვუზრდითო და არ დააყენეს საშველი, უბრალოდ დროს წელავს კლუბის ადმინისტრაცია, რომ რაც შეიძლება გვიან გაუზარდონ ხელფასი-რეალურად გაყიდვას ელოდებიან ზაფხულში
გიო
აი ვინისიუს თუ გაყიდიან მაგ შემთხვევაში კიდე ფიქრი შეიძლება თორე სხვა ყველა მოსაზრებაში გეთანხმები. და საერთოდ კარგად არის ჩვენი ბიჭი სადაც არის ერთი სამი წელი ნაპოლიში რო დარჩეს მთლათ უკეთესია.
მეგრელი
ასენსიოს 4 ლიგა აქვს მოგებული ძმა ))
Las
ჩემი რჩევა იქნება რომ ამ სულელურ ნარატივს შეეშვათ. არ დააფასა რას ნიშნავს? :) ხელფასი დაუგვიანა? დააკლო, პრემია არ მიცა? თუ კრედიტი ააღებინა და გადააგდო? რეალს კოცნინ ერთ ადგილას რამოსმაც და იკერმაც. ვინ კოდალები იქნებოდენ რო არა რეალი და მისი კეთილი ნება მიეწვია კლუბში? ეგენი კი არა კრისტიანოც არავინ იქნებოდა რო არა რეალი :)
მეიცა
გენაცვალეეე..მოდი მოდი!!! დავშალოთ ბარსა მარტივ მამრავლებათ))
ლევან
ყოჩაღ
Soso
თან ვინისიუსია მაგის ფლანგზე უბრალოდ ბრაზილიელის კარგი ზამენა უნდა
!!
არ უნდა გადავიდეს და არც გადავა. რეალის ფანი ვარ და ძალიანაც მინდა რეალის მაისურით ვნახო, მაგრამ საკუთარ სურვილებს ვერევი! მახსენდება სხვა ტალანტები, რომლებმაც რეალში ვერ გაამართლეს და მათი კარიერა უკან წავიდა. ისკო, ხამეს როდრიგესი, ხესე როდრიგეს, მარკო ასენსიო, რომელიც ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ახლა რეალის სათადარიგო სკამი აკმაყოფილებს... კიდე ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. მოკლედ ჩვენ ერთი გვყავს მსოფლიო დონის ტალანტი და გადავყვებით მისი გაფუჭების დარდს მთელი ერი. მართალია მისი იმედი სულ მაქვს და დარწმუნებული ვარ თვითონაც თავს არ დაზოგავს მაგრამ რეალმა სერხიო რამოსი და იკერი არ დააფასა და ხვიჩას დააფასებს? მოკლედ ჩემი საყვარელი გუნდის კარგიც და ცუდიც სულ ზეპირად ვიცი. იმედია ხვიჩამაც იცის, რადგან თვითონაც რეალია ფანია.
კ ო მ ბ ლ ე
იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ეხლა ვნახოთ სადამდე გაქაჩავენ, ფრანკფურტი ტაშაღლარშია, მერე ვინ შეხვდებათ. აი ისაა საინტერესოო, სადამდე გაქაჩავს და მერე უკვე... / მერე ხვიჩა იქნება ფეხბურთში მოვლენა, იამაყეთ ქართველებო! იამაყეთ სანამ უფალი ნებას გვრთავს; აი რა შეუძლია ქართულ გენს!!! ვაშააააა
K
აღარ არის ადრე, გადავიდეს
las
რეალი არის საფეხბურთო კარიერის მწვერვალი. მასზე მხოლოდ სულელი ამბობს უარს. 100 მილიონი ის თანხაა, რომ სკამზე დასასმელად არავინ გადაიხდის. დაიწერა ვითომდაც მოთამაშეების სასაფლაოა რეალი. რაც ისუსლელეა, უბრალოდ ბევრი ვერ ძლევს იმ თამასას რაც რეალსი მოითხოვება. კვარა ყველაფერს შეზლებს. ვინისისუსასაც ამოაგდებს სასტავიდან. ვინი კარგია. მაგრამ კვარასთან როგორ დავაყენებ 10 თავით წინ დგას ინტელექტით და ტექნიკით. რაც ვინის აქვს ეს არის რეალში მიღებული დიდი გამოცდილება და ფიზიკური ამტანობა, რაც ვაღიარებს ერთ-ერთი დიდი პლიუსია თანამედროვე ფეხბურთში- ფიზიკური ამტნობა თუ არადა კვარა არის უნივერსალი, ეგ ყველგან ითამაშებს, დასაერთოდ მგონია რომ სულ მალე შეიცვლის პოზიციას და პლეიმეკერი გახდება
ხვიჩა
დაიწყესსსსსსსსსს
rable
ხვიჩას მაქსიმალურთან მიახლოვებული გასამრჯელო უნდა დაუნიშნონ, თუარადა გადავიდეს უნდა. რეალმა თუ იყიდა თავდასხმის უკან ათამაშებს ან ცრუ თავდამსხმელად. ხვიჩა ყველგან აქაჩვს
zurabi
ესაა ყველაფერი ტყუილი კვარა უნდა დარჩეს ნაპოლიში მომავალ წელსაც და თუ გრანდობა სურს ნაპოლის არც ოსის გაყიდის .
tsiko
არააა ხვიჩა, მინიმუმ 2 წელი არსადაც არ უნდა წახვიდე. და ბოლოს, ნაპოლი ამ ეტაპზე ყველაზე მაგარი გუნდია
მამუკა
წელს ხვიჩა რეალში არ გადავა, თუ არა და მოვა ზაფხული და ნახავთ, ჟურნალისტების ფანტაზიას საზღვარი არა აქვს, სოფლის ბირჟის ჭორიკნებივით არიან
irakli81
თუ სკუდეტოს ჩემპიონთა ლიგაც მიაყოლეს, მაშინ უნდა გადავიდეს რეალში. აბა,ნაპოლიში რაღა დარჩენია?
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
ხელფასი აუწიონ 6 მილიონამდე და არსად წავა
გიორგი IV
კვარას სტილისთვის ბარსა უფრო აჯობებს ჩემი აზრით.ლივერპული არსენალი და მანიუც არ იქნება ცუდი.რეალი ცოტა მაშინებს))
მალხაზ ჯობავა
მადლობა უფალო, ეს სამოცწლიანი სტაჟის მქონე გულშემატკივარი ამას რომ მომასსწარი,ჩვენი ხვიჩა 100 მილიონზე მეტი რო ღირს. ერთიც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონად გახდომას მომასწარი და მერე, ქართველი პოეტისა არ იყოს, მერე წამოვალ სადაც გინდა !
ოპტიმუს
რეალს სჩვევია ასეთები - ჩემთან იყოს რომ სხვისი არ იყოს. ვინისიუსის შემცვლელად რატომ უნდა წავიდეს, თუ ვინის დასვავს სათადარიგოებში პაპა კარლო? მერე ჩვენ რა ვქნათ? ველოდოთ როდის მოიტეხავს კისერს ვინისისუს ჯუნიორი? ერთი სეზონიც დარჩეს ნაპოლიში და კიდევ უფრო გაიზრდება ფიზიკურად, მენტალურად, აჯობებს ვინისიუსსაც და მერე რეალის დროც დადგება.
"რეალი" მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს
მერე სად ითამაშებს? ვინისიუსის ადგილზე? პოზიცია ეგა აქვს ორივეს და თუ უნდათ ხვიჩას თამაში აურიონ ნამდვილად არ ღირს.ისე რეალი რო ბევრი კარგი ფეხბურთელის მესაფლავე გახდა ყველამ იცის. მე არ ვურჩევდი რო ვინმე მეკითხებოდეს. მანჩესტერში შეიძლება, მითუმეტეს გუნდი ძველ დიდებას იბრუნებს.
გიო
მე მაგალითად ანჩელოტი მირჩევნია სპალეტის. იგი არ ზღუდავს ინდივიდუალიზმს, არის დინჯი, უკონფლიქტო და ძალიან კორექტული მწვრთნელი მოთამაშეებთან ურთიერთობაში. ვისთანაც მას უმუშავია, ყველა ფეხბურთელი მას პატივს ცემს. მიუხედავად დიდი კონკურენციისა რეალში, 100 მლ. მოთამაშეს რეზერვში არ დასვავენ და ჩვენ ხომ ვიცით ხვიჩა რა მაღალი დონისაც არის. თან რეალი მუდმივად მაღალ დონეს ინარჩუნებს და არამგონია ნაპოლიმ წლების განმავლობაში (ანუ სტაბილურად) ეს მაღალი დონე შეინარჩუნოს, რასაც დღეს თამაშობს. მბაპეზე აჭრილები არიან და შესაძლებელია ხვიჩას მოიაზრებენ მის მაგივრად. ვფიქრობ, რომ თუ ხვიჩა არჩევნის წინაშე დადგა, მან რეალი უნდა აირჩიოს. ნაპოლის ყავდა მარადონა, ბარსელონას მესი, კვარადონა კი რეალს ეყოლება.
ლაშა
ნაპოლი ზედგამოჭრილი კლუბია ხვიჩასთვის! რაც შეეხება რეალის ინტერესს, მოდი ერთი წუთით დავფიქრდეთ, მხოლოდ 100 მილიონი ღირს ხვიჩა თუ გაცილებით მეტი?! რომ მოიგოს ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგა, მერე, ისევ 100 მილიონი ეღირება ხვიჩა? დავინახავთ ერთი ვინისიუსი როგორ გაუძლებს ხვიჩას თუ შეხვდა. ეს იქნება ანჩელოტი-სპალეტის დაპირისპირება და უაღრესად საინტერესო პერპეტიებს უნდა ველოდოთ. მჯერა, ნაპოლი დაამსხვრევს მდიდარი კლუბების სტერეოტიპს. ავიღოთ რეალი, რომელიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავს მოთამაშეებში იმისათვის, რომ ისევ ის დახარჯული ფული ამოიღოს, ნაპოლიმ კი პროცენტულად უკვე მოიგო. ისე, მადრიდის რეალში გადაწყვიტეს, რომ FiFA-ს The Best-ის დაჯილდოებას კლუბის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება, რადგან მათთვის წლის გუნდის 26 პრეტენდენტს შორის ვინისიუს ჟუნიორის არშეყვანა მიუღებელი გახლავთ. ფიფამ და ფიფაპრომ დაასახელა 26 მოთამაშე, რომელთაგანაც წლის საუკეთესო 11-ეული აირჩევა, ვინისიუსი, კი ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგაში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად ამ სიაში ვერ მოხვდა... ეს ერთი და სხვა მრავალს ვნახავთ, როგორ ჩამოიტოვებს ხვიჩა ვინის. რაც შეეხება მბაპეს, ბლოხინივით სწრაფია, მაგრამ ხვიჩას მეტი აზროვნება გააჩნია და გაცილებით მეტი პერსპექტივა აქვს!
დავიდუსი
სანამ ბონუსი რეალშია იქ გადასვლა სისულელეა,ვინუსი ელმასი არა!უკეთესი იქნებოდა 2-3 სეზონი ნაპოლში რომ დარჩეს!
123
ვინისიუსი და ბენზემა არიან იქ. სიტიში ჰაალანდი გადაირია. პსჟ-ში მბაპე გაგიჟდა. მესი-ნეიმარიც არიან. არსენალში კაი იქნებოდა. ტოპებიდან. ბაიერნში მანე და მიულერი თამაშობენ.
პელე
ჩემი მოკრძალებული აზრით ჯერ ადრეა ხვიჩასთვის რეალში გადასვლა, მიეჩვიოს ტოპ 5 ჩემპიონატის თამაშის ტემპს, ლიგაზე გამოცდილება მიიღოს და 1-2 წელიწადში, როცა უკვე ნიჭთან ერთად გამოცდილება და ცოდნაც ექნება, მერე გადავიდეს. ისეთი ნიჭიერია რო ალბათ არც ერთი გუნდი არ იტყვის უარს კვარა ყავდეს შემადგენლობაში. ასე რომ საჩქარო არ არის (მოჩქარეს დაუგვიანდესო იტყვიან).
ალიკა
აბა რაა უნდა წავიდეს ამათი ჟმოტი..... ამხელა ვარსკვლავის შენარჩუნება უნდათ და საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფას სთავაზობენ, 2.5 და 3 კიარადა 7-8 ეკუთვნის
gio
Vini Jr. tamashobs xvichas plangze ar gadava
beqa
ასი მილიონი გაიკეთონ დღევანდელი გადმოსახედიდან ესეა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ