რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ სიტის“ დირექტორატს შეახსენა, რომ დროა გუნდი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდეს
რობერტო მანჩინიმ „მანჩესტერ სიტის“ დირექტორატს შეახსენა, რომ დროა გუნდი ახალი ფეხბურთელებით გაძლიერდეს. ისტლენდელებს ყველა ფულის ტომრებს ეძახის, არადა, ფაქტია: ამ ზაფხულს კლუბს მნიშვნელოვანი შენაძენი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, შეიძლება იყოს დანაკარგი: 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, კარლოს ტევესი ყველა ღონეს ხმარობს გუნდიდან რომ გაიქცეს.

მანჩინიმ თქვა: „ჯერ ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ და მერე განვსაზღვროთ, რისი პრეტენზია უნდა გვქონდეს. გასულ სეზონში „ჩელსიმ“ და ჩვენ ქულათა თანაბარი რაოდენობა დავაგროვეთ და, შესაბამისად, ლონდონელებთან ერთად მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ, ახლა გაძლიერებაა საჭირო. „სიტი“ პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაში, რაც განსაკუთრებულ მონდომებას საჭიროებს. გუნდის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად კი დროა საჭირო და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ „ქომუნითი შილდისთვის“ უკვე გვეყოლება ახალი მოთამაშეები. ერთი კვირა, მაქსიმუმ 10 დღე შეგვიძლია დავიცადოთ. ორი-სამი კაცი გვყავს შეგულებული და ვნახოთ ამ საქმიდან რა გამოვა“.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ ძალიან უნდოდა 22 წლის ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის ყიდვა, მაგრამ ის დაახლოებით 26 მილიონ ევროდ „უდინეზესგან“ „ბარსელონამ“ შეიძინა. „სიტის“ სახელს აკავშირებდნენ „არსენალის“ 24 წლის ფრანგ ნახევარმცველ სამირ ნასრისთან. ბოლო დროს დაბეჯითებით ამბობენ, რომ ისტლენდელებმა „ატლეტიკოსთან“ გამონახეს საერთო ენა და მადრიდიდან 23 წლის არგენტინელი, სერხიო აგუერო გადაჰყავთ.

ამდენი ხმაურიანი სატრანსფერო ამბის მიუხედავად, ამ ზაფხულს „სიტიმ“ მხოლოდ ორი მოთამაშე დაიმატა: 25 წლის ფრანგი მცველი გაელ კლიში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „არსენალში“ გამოდიოდა და 20 წლის სტეფან სავიჩი, ბელგრადის „პარტიზანიდან“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენებ ტევესს ბრაზილიურ „კორინთიანსში“ უნდოდა გადასვლა, მაგრამ გარიგება, რომლის საფასურიც 40 მილიონი ფუნტი ანუ 45,5 მილიონ ევრო უნდა ყოფილიყო, ჩაიშალა. მანჩინი ამბობს, რომ თუ ტევესის სურვილიც იქნება, ის მზად არის ფეხბურთელი დაიტოვოს. ცნობისათვის: ამ დღეებში პაპარაცებმა ტევესი სარდინიაზე გადაიღეს. აქ, მას ნომერი იმავე სასტუმროში აქვს აღებული, რომელშიც „ინტერის“ ტექნიკური დირექტორი მარკო ბრანკა დაბინავდა. ტევესი და ბრანკა ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ, როგორც ფეხბურთელის ნაცნობები ამბობენ, თითო სიტყვა გაცვალეს და სულ ეს იყო. თუმცა, არიან სხვებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მართალია, შეხვედრა შემთხვევითი იყო, ფეხბურთელს და დირექტორს შორის საფუძვლიანი მოლაპარაკება გაიმართა. მანჩინიმ თქვა:

„კარლოსთან არ მილაპარაკია, ტელეფონი გამორთული აქვს. მეორე მხრივ, ისევე, როგორც სამი დღის წინ, ის დღესაც „სიტის“ ფეხბურთელია, არსად გადასულა. მისი ამბავი მომავალში გაირკვევა. ზოგადად ასეა: ტევესს „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლა უნდა, რადგან არგენტინაში, თავის ოჯახთან ერთად სურს ცხოვრება. კლუბი ფეხბურთელის მდგომარეობაში შედის და მხოლოდ ამიტომ ყიდის მას“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"