"ბაქოს თასზე" თათია მიქაძის ძლევის შემდეგ, ანა ტატიშვილი კარიერაში პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის მეოთხედფინალში
"ბაქოს თასზე" (220 ათასი დოლარი) გუშინ ქართული დერბი გაიმართა - მერვედფინალში ერთმანეთს ანა ტატიშვილი (93) და თათია მიქაძე (377) შეხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ტატიშვილმა მოიგო, მაგრამ მიქაძეს ფავორიტთან არაფერი დაუთმია.

არადა, თამაში ანას სრული უპირატესობით დაიწყო, ის 4:0-ს იგებდა პირველ სეტში და... მიქაძემ ამხელა ჩამორჩენის "ამოქაჩვა" და წინ გაჭრა შეძლო! ახლა უკვე თათია იგებდა 6:5-ს სეტში, თუმცა ანამ საკუთარი მოწოდება აღარ დათმო და სეტის ბედი ტაი ბრეიკში გადაწყდა, რომელშიც ტატიშვილმა 7:4 იმარჯვა.

მეორე სეტში ასეთი დაძაბული ბრძოლა აღარ ყოფილა, საბოლოოდ ანა ტატიშვილმა 7:6 (4), 6:3 საათსა და 40 წუთში მოიგო და კარიერაში პირველად გავიდა WTA-ს ტურნირის მეოთხედფინალში. ანამ ამ მოგებით უკვე გაინაღდა 5,3 ათასი დოლარი და 70 სარეიტინგო ქულა, თათია კი 30 ქულას დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...