საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ბერძნულ EOK-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

"მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ამ განცდის აღწერა შეუძლებელია. ქართველებმა ამ ტურნირზე გასვლა პირველად შეძლეს. ისლანდიასთან მატჩამდე კალათბურთელები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მათ შორის, ნერვიულობდნენ გამოცდილი მოთამაშეებიც.

ქართველები პატრიოტები არიან. მაგალითად, ის, რაც თორნიკე შენგელიამ ეროვნული გუნდისთვის გააკეთა, წარმოუდგენელია. სხვა მოთამაშეებსაც ასეთივე სულისკვეთება აქვთ. ისინი ნაკრებისთვის თავს გაწირავენ.

ისლანდიასთან გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს. მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან მატჩამდე გაიყიდა. შეხვედრის შემდეგ ქომაგებმა სასტუმროშიც კი მოგვაკითხეს. ქართველებს თავიანთი ნაკრები ძალიან უყვართ.

საქართველო ჩემი მეორე სახლია. უკვე 7 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. მათგან ყოველთვის სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობ. საოცარი განცდაა, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და მადლობას გიხდიან" - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

აბდულაი
ვისაც კალათბურთი ესმის მადლობას არ გეტყვის პირველი მე ვარ. .გაიტანეთ ეს სურათი ვაააა
მოქალაქე
ბიჭები რომ თავს დაადებენ მოსაგებად უკვე 17 წელია ვიცით.შენ იმას ვერ აკეთებ ,რომ ერთად გააერთიანო...ერთი კომბინაცია ვერ დაუხაზე ბიჭებს რომ მსროლელი გაგეყვანათ სასროლად.ისლადიამ კი ამ ტაქტიკას კარგად ართმევდა თავს.იმას ვერ მიაღწიე რომ ბიჭებმა პერიმეტრი გადაკეტონ და რაზეა საუბარი...უნდა გადადგე და წახვიდე სადაც გინდა ,ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებე
გოგა
ეგ გასვლა ძმაო, რუსეთის მოხსნის დამსახურება, თორემ ორივემ ვიცით შანცი არ გვექნებოდა ეგეთი თამაშით, ევრობასკეტზე კი ვნახეთ ბელგია ბულგარეთმა მოგვიგო, აგერ ჰოლანდიას ძლივს მოვუგეთ და ისლანდიამ სულაც მოგვიგო და რაში ხედავ ზუროსის დარჩენის აზრს? ასეთი სუსტი ნაკრები არასოდეს არ გვყოლია, რა აიჩემა ლონდარიძს ბექაური ცინცაძე, ხედავ ვერაფელს ვერ აკეთებენ, დაუძახე ყოველ შეკრებაზე ახალს, იქნება და გამოდგა ის ვიღაცა სანაკრებო კაცი, ჩვენები უცხოეთშიც არიან, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, ამაზე კი ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, მაგრამ მწვრთნელმა უნდა უთხრას ფედერაციას, რო ჭირდება ეგ კაცი თუ გამოვა
გიო
კი ბატონო, გავუშვათ, თუ უკეთესი გვყავს უკვე შეარჩეული, მაგრამ იმ ფაქტს რა ვუყოთ, რომ მხოლოდ სამი კალათბურთელი გვყავს რეგულარულად? ან იმას, რომ მაკფადენის გარდა (და ისიც ვერ ბრწყინავს), პერიმეტრიდან მსროლელიც რომ არავინ არის?! რა ახალგაზრდები უნდა აღმოაჩინოს ზუროსმა? სოფელ-სოფელ იაროს? ვინც არის, ისედაც ყველამ იცის, მაგრამ ამ რესურსით მაქსიმუმის მაქსიმუმია მსოფლიო!ბოლო-ბოლო არგენტინის ნაკრები ვერ გავიდა და საქრთველო მიდის. ჩატარდება მსოფლიო და იმის შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.
Irakli
სრულიად ვეთანხმები გოგას, ზუროს დიდი და მართლაც დამსახურებულ მადლობა ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თავი ამოწურა!
გოგა
დიდი მადლობა უნსა ვუთხრათ ამ კაცს და გავუშვათ, არანაირი პროგრესი არ აქვს ნაკრებს, ისეთი მწვრთნელი უნდა მოვიყვანოთ, ვისაც ახალგაზრდების აღმოჩენა შეუძლია, აგერ სანიოლმა რამდენი ახალგაზრდა დაწინაურა ნაკრებში, ბევრმა კი გამართლა.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას