მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარს მადრიდის „ატლეტიკოსგან“ თითქმის 21 მილიონ ევროდ ნაყიდი, 20 წლის დავიდ დე ხეა დაიცავს
ხვალ, ჩიკაგოში, მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარს მადრიდის „ატლეტიკოსგან“ თითქმის 21 მილიონ ევროდ ნაყიდი, 20 წლის დავიდ დე ხეა დაიცავს. ეს ინგლისის ჩემპიონის მესამე შეხვედრა იქნება ამერიკულ ტურნეში. პირველ ორიში „იუნაიტედის“ კარში 27 წლის დანიელი ანდრეს ლინდეგარდი და 21 წლის ინგლისელი ბენ ამოსი იდგნენ.

მიმომხილველები წერენ, რომ ორივემ კარგად ითამაშა, ფერგიუსონმა კი დასძინა, რომ დე ხეასთვის მისი გუნდის მთავარი მეკარეობა ჯერ არავის მიუწოდებია. „იუნაიტედის“ შეფმა თქვა:

„რასაკვირველია, არჩევანს უპირველეს ყოვლისა დე ხეაზე შევაჩერებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის დანარჩენი ორი მეკარე ფიქრობს, რომ ედვინ ვან დერ საარის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მათაც მიეცემათ „იუნაიტედის“ კარის დაცვის შანსი, ასე რომ, ჩემთვის საკითხი დახურული სულაც არ არის. ჩიკაგოში დე ხეას დავაყენებ, მაგრამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, სამივეს კარგად დავაკვირდები. ჯერ ვნახოთ, როგორ მოერგება დე ხეა ახალ გუნდს“.

ფერგიუსონმა მეკარეების თემის გარდა 24 წლის პორტუგალიელი გარემარბის, ნანის პერსპექტივაზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, გასული სეზონი ნანიმ შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ, შემდეგ, 25 წლის ეკვადორელმა ანტონიო ვალენსიამ წაართვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

„ნანი მუდმივად ვითარდება, - ბრძანა „იუნაიტედის“ შეფმა. - მომავალ სეზონში ის შეიძლება ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ წამყვან წევრად მოგვევლინოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს