"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 5 მარტს რუმინეთთან „ანთიმოზ ივერიელის თასისა“ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

საქართველო პირველად თამაშობს ფლეი ოფს. აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთწრიანი (5 ტური) ტურნირის შედეგად ვლინდებოდა და "ბორჯღალოსნებმა" ტიტული 14-ჯერ შემართეს, წელს კი ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს, იმ მოტივით, რომ ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენს მეტოქეებს თასის მოპოვების მეტი შანსი ექნებათ.

"ბორჯღალოსნებს" რუმინეთთან ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვს. 1998 წლიდან დღემდე, გუნდებმა 26 თამაში (12 შინ, 12 სტუმრად, 2 ნეიტრალურზე) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა. რუმინელებმა 9-იდან 7 გამარჯვება 1998-2006 წლებში მოიპოვეს, ბოლოსწინა 2010, ხოლო ბოლო 2017 წელს. „მუხებს“ საქართველოში 3-ჯერ აქვთ მოგებული, ბოლოს 2003 წელს, ერთადერთი ფრე კი 2013 წელს ბუქარესტში დაფიქსირდა (9:9).

მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს, თბილისში დავამარცხეთ (38:9). რეკორდამდე ერთი ქულა დაგვაკლდა 2020 წელს (41:13), მანამდე კი, სარეკორდო გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე მოვიპოვეთ, როდესაც ტრადიციულ მეტოქეს, არატრადიციულ გარემოში, პამერსთონში (ახალი ზელანდია) 25:9 ვაჯობეთ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ჯამში გაუტანეს 52 ლელო და 530 ქულა. რუმინელთა ანგარიშზე 36 ლელო და 434 ქულაა.

2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრებში ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა) თამაშდება. აქამდე საზიარო თასი საქართველომ 15-ჯერ, რუმინეთმა კი 6-ჯერ შემართა.

ორი ცვლილება შერკინებაში

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ორი კვირის წინ ესპანეთის (ტორელავეგაში) 41:3 დამარცხების შემდეგ, სამატჩო რაზმში სამი ცვლილებაა – ორი შერკინებაში და ერთიც მარქაფაში.

წელს პირველად მარცხენა ბურჯად თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება. უცვლელია მეორე და მესამე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი თამაშს გიორგი ცუცქირიძე, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.

შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა და ბურჯმა ნიკა აბულაძემ. კვლავ მარქაფაში არიან ბურჯი გურამ პაპიძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზში კი მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად გუნდს ოთარ გიორგაძე გააძლიერებს.

უცვლელია ღერძი და ხაზი. ვასილ ლობჟანიძეს მგეზავი თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება, რომელიც 3 ქულის აღების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნების" ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მალხაზ ურჯუკაშვილს (325 ქულა) გაუტოლდება და მეორე ადგილზე აღზევდება.

ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან; ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ვიხილავთ, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკა ტაბუცაძეს. ტაბუცაძე 24 ლელოთი (26 თამაშში!) მორიგი ლელოს გატანის შემთხვევაში საუკეთესო მელელოვეთა სიაში დავით კაჭარავას გაუტოლდება და მეორე ადგილზე აღზევდება. პირველ ადგილზე 27 ლელოთი მამუკა გორგოძეა.

ხაზის მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, მგეზავმა ლუკა მატკავამ და დემე თაფლაძემ.

საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023. ნახევარფინალი

5 მარტი. თბილისი. 16:00

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 19 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 26 კეპი, 120 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 45 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 91 კეპი, 75 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 105 კეპი, 85 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 40 კეპი, 322 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 73 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 35 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 28 კეპი, 30 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 32 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 44 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 80 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 27 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 34 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 20 კეპი, 25 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 95 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 8 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 7 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 8 კეპი, 5 ქულა), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 38 კეპი, 50 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 43 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 5 კეპი, 34 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 23 კეპი, 5 ქულა).

4 მარტი. ლისაბონი. 21:00

პორტუგალია – ესპანეთი

Rugby.ge

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო