სულ მსოფლიო კლასიფიკაციაში 11 ქართველი ჩოგბურთელია: 2 ვაჟი და 9 ქალი.

გუშინ კვლავ განახლდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა რეიტინგები როგორც ვაჟთა (ატპ), ასევე ქალთა (ვტა) შორის. სულ მსოფლიო კლასიფიკაციაში 11 ქართველი ჩოგბურთელია: 2 ვაჟი და 9 ქალი.

ვაჟებში ივლისმა 4 ჩვენებური დაფერთხა, რომლებიც, კაცმა რომ თქვას, ოდენ სიმბოლურად იყვნენ პროფესიონალ ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში. ამის მიზეზი ყველასთვის ცნობილია: ქართული კვარტეტის თითოეულმა წევრმა თითო ქულა თბილისის ორ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო შარშან, წლეულს კი ეს ტურნირები ვერ ჩატარდა და, შესაბამისად, მათ თავიანთი მონაგარი ვეღარ დაიცვეს. დარჩა მხოლოდ ორი სპორტსმენი, რომელთაც ქულები უცხოეთში აქვთ დაგროვებული. 18 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 33 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს 634-ე (-3) ჩოგანია, ხოლო 19 წლის ლაზარე კუხალაშვილი 2 ქულით კლასიფიკაციაში მხოლოდ 1379-ეა (-1). რეალობა შემაშფოთებელია, პერსპექტივა კიდევ უფრო უარესი. ბასილაშვილმა შარშან, აგვისტოს ბოლოს მოიგო სოჭის საერთაშორისო ტურნირი (ეს ჯერჯერობით მისი ერთადერთი ტიტულია), რისთვისაც 17 ქულა მიიღო, ეს ქულები მას 13 სექტემბერს დააკლდება, რაც მისი მონაგრის ნახევარზე მეტია. მანამდე ნიკას 4 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდება, ეს ქულები ჩვენებურს დასაცავი აქვს, არადა, ცუდ ფორმაშია, ზედიზედ ორი მატჩის მოგებაც კი უჭირს. ლაზარე კუხალაშვილს ბრიტანეთში მოპოვებული ქულები სექტემბრის ბოლოსთვის დააკლდება და თუ არ იყოჩაღა, ისიც დაემშვიდობება მსოფლიო კლასიფიკაციას და ალბათ პროფესიულ კარიერასაც...

და ამ დროს თეიმურაზ გაბაშვილი მსოფლიოში 102-ეა 539 ქულით, ის რუსთა შორის მე-4 ჩოგანია. თბილისელი ბიჭი 18 წლამდე საქართველოს სახელით გამოდიოდა. ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა საარჩევნო ყრილობაზე გაბაშვილის სამშობლოსთვის დაბრუნებას კი დაგვპირდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ პირობა აღარ თუ ვეღარ შესრულდა.

ქალთა ჩოგბურთში რომ უკეთ გვაქვს საქმე, ბევრჯერ აღვნიშნეთ, თუმცა ვარსკვლავებს ვერც იქ ვწყვეტთ. მოწინავე ასეულს პერიოდულად ხან ერთი ჩოგბურთელი უახლოვდება, ხან - მეორე, მაგრამ გადამწყვეტი "ნახტომი" არც ერთს გამოსდის. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ - დღეისთვის არც ერთი ჩვენი ჩოგბურთელი არ არის მზად მაღალი დონის ტურნირებში თავის გამოჩენისთვის. 20 წლის ანა ტატიშვილს საუკეთესო პოზიცია აქვს 11 ქართველში - ის 422 ქულით მსოფლიოს 147-ე (+1) ჩოგანია. ანა მისთვის მნიშვნელოვან ტურნირს უახლოვდება, აგვისტოს ბოლოს ის "ამერიკის ღია პირველობის" საკვალიფიკაციო ბადეში ჩაებმება. შარშან მან ფინალურ წრეში წააგო და "დიდი სლემის" ძირითად ბადეში ვეღარ ითამაშა. წლეულს ანა კვლავ ცდის, თუ არა და, მან შარშანდელი 50 ქულა მაინც უნდა დაიცვას, თორემ რეიტინგში ჩამოქვეითდება.

19 წლის ოქსანა კალაშნიკოვასაც არ უდგას უკეთესი დრო - ოქსანამ კიდევ 9 ადგილი დაკარგა რეიტინგში, ის 283 ქულით მსოფლიოს 189-ე ჩოგანია, არადა, ივნისში 156-ე პოზიციაზე იყო. შარშანდელ "იუ ეს ოუფენზე" მან პირველივე საკვალიფიკაციო წრეში წააგო, ასე რომ, ამერიკული ტურნირის წინ მას დასაკარგი არაფერი აქვს, ძირითად ბადეში გასვლა მას კარიერის პიკზე დააბრუნებს.

ოდნავ დაწინაურდა 27 წლის მაკა ჩახნაშვილი, რომელიც 254 ქულით მსოფლიოს 209-ე (+3) ჩოგანია. ის დრო, როცა მაკა ასეულს უტევდა (2007 წელს 134-ე იყო), სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა, ახლა მას მე-2 ასეულისთვის უწევს ბრძოლა. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მოწინავე ჩოგბურთელების დარად, ისიც ცუდ ფორმაშია. შარშან მაკას არ უასპარეზია ამერიკის ღია პირველობაზე, სამაგიეროდ, ამ ხნის განმავლობაში წვრილ-წვრილ ტურნირებში 40 ქულა დააგროვა და ახლა ეს ქულები აქვს დასაცავი. თუკი ამერიკაში წასვლას გადაწყვეტს, მაკას წინსვლისთვის ორი საკვალფიკაციო ეტაპის გავლაც ეყოფა, მაგრამ ბოლოს მან ივნისში შეძლო მატჩის მოგება.

ახალ რეიტინგში დიდი პროგრესი აქვს სოფიო შაფათავას - 21 წლის ჩოგბურთელმა 200 ქულა დააგროვა, 45 ადგილით წაიწია (ერთ კვირაში) და მსოფლიოს 254-ე ჩოგანი გახდა. სოფიო თიYთქმის დაუბრუნდა შარშანდელ მაჩვენებელს (2009 წლის მარტში 243-ე ჩოგანი იყო). შაფათავას რეიტინგი არ მისცემს საშუალებას, ამერიკაში იასპარეზოს. მას უახლოეს კვირაში 24 ქულა აქვს დასაცავი, შარშან ამ დროს ბელგიურ კოკსიდეში ნახევარფინალში გავიდა, არადა, ტურნირი იწყება და სოფიო იქ არ ჩანს.

სხვა ქართველებზე დეტალურად აღარ შევჩერდებით: 287 (-4) თათია მიქაძე - 173 ქულა; 406 (-12) სოფიო ქვაცაბაია - 85; 464 (+1) მანანა შაფაქიძე - 67; 552 (-1) ეკა გორგოძე - 50; 1040 (-5) ანა ჯიქია - 4.

ახლა უახლოესი კვირის "მენიუზეც" ვთქვათ - ანა ტატიშვილმა უკვე იასპარეზა წარუმატებლად და ცინცინატის ტურნირის ძირთად ბადეში ვერ მოხვდა. სხვები კი არც ერთ ტურნირში მონაწილეობას არ იღებენ! გამონაკლისია სოფიო ქვაცაბაია, რომელიც სტამბოლის 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში მან უკვე მოუგო ინდოელ რიშიკა სუნკარას - 6:3, 6:3.

ლელო

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს