23 წლის ლევან გორგაძემ სამჯერ მოიპოვა კომუსუბობა, თუმცა მესამეჯერ მან პირველივე ბაშოზე ვერ შეძლო მისი შენარჩუნება
23 წლის ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) უკვე სამჯერ მოიპოვა სუმოს იერარქიაში მე-4 რანგის ტიტული - კომუსუბობა, თუმცა მესამეჯერ მან პირველივე ბაშოზე ვერ შეძლო მისი შენარჩუნება.

ნაგოიას ბაშოს მე-12 დღეს ყველაფერი დასრულდა მისთვის - ტანდაბალმა ტოიონოშიმამ ჩვენებურს მე-8 და საბედისწერო მარცხი აგემა. ახლა აგვისტოს რეიტინგ-ლისტში ტოჩინოშინი ისევ რიგითი მაეგაშირა გახდება. თუ რამდენი საფეხურით დაქვეითდება ქართველი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იასპარეზებს დარჩენილ შეხვედრებში, დღეს კი მისი ბალანსი - 4-8 გახლავთ.

მოიგო გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც ოშიდაშით შოტენრო დაამარცხა, მაგრამ, შეგახსენებთ, რომ ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტს 8 წაგება უკვე აქვს. ქართული ტრიოდან მხოლოდ კოკაი (ლევან ცაგურია) იბრძვის დადებითი ბალანსისთვის (7-5). ძურიოს დივიზიონში დაქვეითებულ "შავ ზღვას" დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს ძურიოს მე-2 ნომერ იოშიაზუმასთან. კოკაის გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით სექტემბრის ბაშოზე ისევ სამი ქართველი გვეყოლება ელიტაში.

XII დღე: ჰაკუჰო-ოკინოუმი (იორიკირი), კისენოსატო-კოტოოშუ (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტაკეკაძე (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატედაშინაგე), კოტოშოგიკუ-კაკურიუ (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გოეიდო-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), იოშიკაძე-ვაკანოსატო (ჰიკიოტოში), ამინიშიკი-კიოკუტენჰო (შიტატენაგე), არანი-ჰომაშო (ჰატაკიკომი), დაიდო-ტამავაში (უვატედაშინაგე), გაგამარუ-შოტენრო (ოშიდაში), საგაცუკასა-ტოკიტენკუ (სუკუინაგე), მიაბიამა-ტოჩინოვაკა (ცუკიოტოში), ფუჯიაზუმა-ტოჩიოძანი (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-ასასეკირიუ (ოშიდაში), ტაკარაფუჯი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კიტატაიკი-ტოჩინონადა (სოტოგაკე), ტაკაიასუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი). ძურიო: კოკაი-ჰიტენრიუ (იორიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა

12-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

10-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე).

9-3: ჰომაშო (მაეგაშირა 9), ფუჯიაზუმა (მ 15)... 4-8: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 7).

XIII დღე: ჰაკუჰო-კოტოოშუ, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-ამინიშიკი, კაკურიუ-ვაკაკოიუ, გოეიდო-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-ტაკეკაძე, კაისეი-იოშიკაძე, კიოკუტენჰო-ტამავაში, ვაკანოსატო-ტოჩინოვაკა, დაიდო-არანი, ტოიოჰიბიკი-ტოკიტენკუ, გაგამარუ-საგაცუკასა, ტოჩიოძანი-შოტენრო, კიმურაიამა-მიაბიამა, ჰომაშო-ტაკაიასუ, ასასეკირიუ-ტაკარაფუჯი, კიტატაიკი-ფუჯიაზუმა, ტაკამისაკარი-ტამაასუკა, ბუშუიამა-ტოჩინონადა. ძურიო: კოკაი-იოშიაზუმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს