24 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აქამდე მივიწყებულ და უკვე აღდგენილი ქართული ტრადიციული ორთაბრძოლა გაიმართება
24 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება", ერთსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ აქამდე მივიწყებულ და უკვე აღდგენილ, ქართულ ტრადიციულ ორთაბრძოლას, "ქალაქური კრივს" გამართავს.

ფესტივალ "არტ-გენის ფარგლებში გამართულ "ქალაქური კრივის" მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიანი 8 მაისს გამართულ კრივში გამარჯვებული კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მებრძოლები: ირაკლი ქოქოსაძე და გიორგი ბებერაშვილი, ზვიად ჯაფარიძე და ზურაბ შავერდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე და ნიკოლოზ მურმანიშვილი, გიორგი საბაური და არჩილ გორხელაშვილი.

შეგახსენებთ, "ქალქური კრივის" პირველი შეხვედრა 8 მაისს, ნარიყალას ციხეზე გაიმართა. ფინალური შეხვედრა კი, გორგასლობას გაიმართება. გამარჯვებული მებრძოლი ჯილდოდ ტიტულს "მთავარი" მიიღებს.

როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები აცხადებენ, "ქალაქური კრივის" მიზანია ძველი ქართული ტრადიციების აღდგენა, დაცვა და პოპულარიზაცია.

ქალაქური კრივის ხმარდამჭერები არიან ფესტივალი "არტ-გენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი", მებრძოლების სამედიცინო დამხარებას კი კლინიკა "მედიკლაბ გეორგია" უზრუნველყოფს

აღსანიშნავია, რომ "ქალაქური კრივი" საუკუნეების განმავლობაში თბილისში მცხოვრებთა განუყოფელი ნაწილი იყო. განსაკუთრებით პოპულარული კი, მე-19 საუკუნის თბილისში გახდა. ის ბრძოლის და ძალის გამოცდის ერთგავრ სანახაობას წარმოადგენდა და მასში აქტიურად იყო ჩართული მაშინდელი საზოგადოების ყველა ფენა. ორთაჭალის ბაღებში გამართული კრივი ბევრი ქართველი პოეტის შემოქმედების ნაწილიც კი გახდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც სხვა ბევრი ქართული ტრადიცია, "ქალქური კრივიც" აიკრძალა. ახლა კი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, მისი აღდგენა კავშირმა "ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ" შეძლო.

24 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ქალაქური კრივის" გარდა, კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება" ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენასაც გამართავს. კავშირი უკვე 8 წელია ფესტივალ "არტ-გენთან" თანამშრომლობს და ქართველ მაყურებლს მუდიმავდ სთვაზობს აღდგენილ და გაცოცხლებულ ქართულ საბრძოლო ტრადიციებსა და ბრძოლის ხელოვნებას.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ