ალბათ, კარგა ხანს არ დაგვავიწყდება ის უარყოფითი ემოციები, საქართველოს ჩემპიონებმა კიშინიოვში რომ მიიღეს
"ზესტაფონი" უკვე ავსტრიულ "შტურმთან" დაპირისპირებისთვის ემზადება, თუმცა, ალბათ, კარგა ხანს არ დაგვავიწყდება ის უარყოფითი ემოციები, საქართველოს ჩემპიონებმა კიშინიოვში რომ მიიღეს.

"ზესტაფონის" მიმართ ყველაზე დიდი აგრესიით რომ "დაჩიას" მთავარი მწვრთნელი იგორ დობროვოლსკი გამოირჩა, ეს უკვე გაცნობეთ, თუმცა დროის სიმცირის გამო მის მატჩამდელ და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გაკვრით შევეხეთ. დობროვოლსკი სტანდარტულ ფრაზებს რომ დასჯერებოდა, მის ნაუბარს აღარც მივუბრუნდებოდით, მაგრამ წარსულში სახელოვანმა ფეხბურთელმა ისეთები იკადრა, მის სიტყვებს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით.

"წელიწადში ერთხელ ჯოხიც ისვრის", - თქვა მან მატჩის წინადღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ზესტაფონის" საშინაო გამარჯვება დობროვოლსკიმ შემთხვევითობას მიაწერა, არადა, ლაპარაკია 0:3 წაგებაზე.

პროვოკაცია, რომელიც მატჩისშემდგომი გაწევ-გამოწევით დასრულდა, სწორედ დობროვოლსკიმ წამოიწყო მეტოქის შეურაცხმყოფელი ამ ფრაზით. არადა, გია გეგუჩაძემ თამაშის წინა დღეს მოლდოველებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და დობროვოლსკიზეც დიდი პატივისცემით ილაპარაკა. მატჩის შემდეგ კი კიდევ უფრო გაბოროტებულმა დობროვოლსკიმ არანაკლები სიბინძურეები იკადრა და "ზესტაფონი" კიდევ უფრო შეურაცხყო.

"ეს გუნდი შემდეგ ეტაპზე დაუმსახურებლად გავიდა, "ზესტაფონი" საკუთარ უკანალზე მაღლა ვეღარ ახტება".

ვფიქრობთ, ამას კომენტარიც აღარ სჭირდება. მწვრთნელი ვალდებულია, მარცხი ღირსეულად გადაიტანოს და ნებისმიერ მეტოქეს პატივისცემით მოექცეს.

სანერვიულო გეგუჩაძესაც საკმაოდ ჰქონდა, მაგრამ თამაშის შემდეგ "დაჩია" მაინც შეაქო, დობროვოლსკიზე კი ლაპარაკი უაზრობაცაა, ასეთი საფეხბურთო წარსულის მქონე კაცი, მეტი რომ არ ვთქვათ, გულღრძო და ქუჩის ქალივით აშარი ყოფილა.

გაგვაკვირვა ჩვენი მოლდოველი კოლეგების საქციელმაც. დობროვოლსკი მათ შეკითხვებს გამომწვევად პასუხობდა და ჟურნალისტებს აშკარად ქედმაღლურად და დამცინავად ელაპარაკებოდა, რაც მათ უპასუხოდ დატოვეს. საქართველოში ზოგიერთი მწვრთნელისგან ასეთი ლაპარაკი კი გვახსოვს, მაგრამ მათ ჟურნალისტებისგან საკადრისი პასუხი მიუღიათ და მსგავსი გამოხდომები მეტად ვეღარ გაუბედავთ.

გუშინ, 21 ივლისს გაცნობეთ, რომ დობროვოლსკიმ ხელი ირაკლი ძარიას ჰკრა, თუმცა ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ "დაჩიას" თავკაცი "ზესტაფონის" კაპიტან თორნიკე აფციაურს მოექცა არაკორექტულად. აფციაურმა კაპიტნის უფლებით ისარგებლა, საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯებთან მივიდა და გაესაუბრა. იქ გაჩნდა დობროვოლსკი, რომელიც აფციაურისთვის თითქოს ხელის ჩამორთმევას აპირებდა, მაგრამ ამის მაგივრად უხეშად დაეჯაჯგურა. პასუხიც საკადრისი მიიღო, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ სიტყვიერი - თუკი მასპინძლებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ, გართულებები და დისკვალიფიკაციები ჩვენ ნაღდად არ გვჭირდებოდა.

ვიყოთ ობიექტურები და დადებითზეც ვთქვათ. "დაჩიას" საკმაოდ კარგი ფანკლუბი ჰყოლია, რომელიც გუნდს ორგანიზებულად და ენერგიულად ამხნევებდა. იმის მიუხედავად, რომ "ზიმბრუს" სტადიონი მხოლოდ მესამედით შეივსო, წმინდა საფეხბურთო არენაზე "ზესტაფონისთვის" ერთობ უსიამოვნო აურა შეიქმნა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელი არაფერი შეგვინიშნავს.

"დაჩიას" ფანკლუბს ცალკე ჰყავს გოგონების "ქვედანაყოფი", რომლებიც საყვარელ გუნდს განსაკუთრებული შემართებით ქომაგობენ. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ერთ-ერთ სკვერში სწორედ ამ ჯგუფს გადავაწყდით, რომელიც სიმღერებსა და შეძახილებში გადიოდა რეპეტიციას.

"ჩობანუ კლუბ "გაგაუზიისა" და მოლდოვური ფეხბურთის ქილერია", "ხელები შორს არბიტრ პიოტრ სტოიანოვისგან" - ეს ორი უზარმაზარი ბანერი მაშინვე თვალში გეცემოდათ. პაველ ჩობანუ მოლდოვის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია და, რბილად რომ ვთქვათ, პატიოსანი ადამიანის სახელი არ აქვს.

არსად ჩანდა "დაჩიადან" მოკვეთილი დავით გამეზარდაშვილი, ტრავმირებული ლევან კორღალიძე კი თამაშს დაესწრო და ყოფილი თანაგუნდელები გულთბილად მოიკითხა, თუმცა მალევე ტრიბუნაზე მსხდომ ზურაბ მენთეშაშვილსა და გოგა ფიფიას მოუბოდიშა, სხვაგან უნდა გადავჯე, თორემ მეც თამაშის გაყიდვას დამაბრალებენო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა