გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისეთი შემადგენლობა შეკრიბა, უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს დღესვე გაეჯიბრება
საჩხერელთა იმედი, რომ ბოლნისის "სიონის" დაუფინანსებლობის გამო "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებდა, არ გამართლდა, მაგრამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ისეთი შემადგენლობა შეკრიბა, უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს დღესვე გაეჯიბრება. ამის დასტურად ქუთაისის "ტორპედოსთან" ურეკში გამართული საკონტროლო მატჩიც გამოდგება, საჩხერელები ქუთაისელებს 0:0-ზე გაეყარნენ.

ფრუიძე სეზონისწინა სელექციაზე გველაპარაკა: "მზადება საჩხერეში დავიწყეთ, მერე კი ურეკში გადავინაცვლეთ. შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. შევინარჩუნეთ ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ბირთვი, რომელსაც უმაღლესი ლიგის გამოცდილების მქონე ბიჭები დავამატეთ - ლაშა ჭელიძე, ჯაბა ბერიანიძე, ნიკა კვასხვაძე, ლაშა ნოზაძე, ლევან ბაკურაძე, აგრეთვე თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ზვიად ქანთარია, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ჩვენთან ვარჯიშობს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები გიორგი გეთიაშვილიც, რომლის საკითხიც ჯერ არ გადაწყვეტილა. "ჩიხურაში" ითამაშებს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გიორგი სალარიძეც, რომელიც ოთარ გაბელიამ "ვიტ ჯორჯიასთან" საკონტროლო მატჩში ნახა და თურქეთში "კაისერთან" ამხანაგურ მატჩზე გამოიძახა."

ფრუიძის თქმით, ახლა უმთავარესი გუნდის შეთამაშებაა:"ვფიქრობ, საინტერესო შემადგენლობა შევკრიბეთ და ახლა მთავარი გუნდის შეთამაშებაა. ურეკის შეკრებაზე საკონტროლო თამაშები დავგეგმეთ და ვფიქრობ, სეზონის დაწყებამდე ძველები და ახლები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ.

მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე საკონტროლო მატჩი გავმართეთ: "ვიტ ჯორჯიასთან" 0:0 ვითამაშეთ, ცხინვალის "სპარტაკთან" 0:2 წავაგეთ, "ტორპედოსთან" ფრედ დავასრულეთ - 0:0. ამას გარდა, გრიგოლეთში შევხვდებით ლანჩხუთის "გურიას" და ბათუმის "დინამოს", ურეკში კი ცხინვალის "სპარტაკს".

მიუხედავად იმისა, რომ "ჩიხურა" მაისში უმაღლეს ლიგაში ვერ გადავიდა და გადათამაშებაში ცხინვალის "სპარტაკთან" 1:2 წააგო, საჩხერელები ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფს" არ მიუტოვებია და უფრო სერიოზულად მიხედა, რადგან იმ მატჩში გამოჩნდა, რომ გუნდი საკმაოდ პერსპექტიულია.

"ვფიქრობ, პირველ ლიგაში ასპარეზობის მიუხედავად, "ჩიხურას" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ფინანასური მდგომარეობა აქვს, რაც "ქართუს" დამსახურებაა, რომელიც ჩვენში საუკეთესო სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს გვიქმნის. ახლა გუნდის საკუთრებაშია ორი მშვენიერი სტადიონი ხელოვნური და ბუნებრივი საფრებით, გეგმაშია საჩხერის ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც, რომელიც 7-8 ათას მაყურებელს დაიტევს", - ამბობს "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი.

დაბოლოს, "ჩიხურას" მიზნებზე: საცოდაობაა, ასეთი პირობების მქონე გუნდი უმაღლეს ლიგაში ვერ თამაშობდეს. ფრუიძე დარწმუნებულია, რომ ახალ სეზონში მიზანს მიაღწევენ.

"რაიონში ყველა დაინტერესებულია, გუნდი უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდეს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. "ქართუ", საჩხერის რაიონის გამგეობა და საკრებულო გვერდში გვიდგანან და გვქომაგობენ. ვფიქრობ, წლეულს უმაღლესში უნდა გადავიდეთ, სადაც საჩხერეს ღირსეული გუნდით წარვადგენთ", - თქვა ფრუიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა