იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტური დარჩა. ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა აქ ლიდერს დიდი უპირატესობა გააჩნია. "ნაპოლის" ტრიუმფში დარწმუნებული ვართ, მაგრამ მაინც სიფრთხილეს ვინარჩუნებთ. ამ ამბის შესახებ ბევრს ვფიქრობთ და დეტალური განხილვაც საინტერესოა, თუ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გუნდს რა გრაფიკი აქვთ.

მხოლოდ "ინტერი"

სერია "ა" 4 ივნისს დასრულდება. ნეაპოლელები უკანასკნელ ტურში "სტადიო მარადონაზე" ითამაშებენ, თუმცა, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ჩემპიონობა უფრო ადრე უნდა გაფორმდეს. "ინტერის" გარდა, რეალურად არცერთ გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, პირველობისთვის იბრძოლოს. "ლაციო" არასტაბილურია, სეზონის წინ დიდი ავანსის მიუხედავად კი, "რომას" მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თუ იქნება, სადაც "მილანის" სახით კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავთ. წარმოიდგინეთ, "იუვენტუსის" დასჯის გამო მათ ამ საქმეში რა სიძლიერის მეტოქე ჩამოიშორეს.

შემოკლებული მარტი

სანაკრებო პაუზის გამო მიმდინარე თვეში ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონატში 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 11 მარტს მათ "ატალანტა" ეწვევათ. ესაა გუნდი, რომელიც მოწინავე ხუთეულთან ახლოს ტრიალებს და თუკი ამ ზონაში შესვლა სურს, ამისთვის იქნებ საუკეთესო შანსი ახლა ჰქონდეს. "ლაციოსთან" მარცხი ერთჯერადი ჩავარდნა იყო თუ არა, ამას "ნაპოლის" მორიგი ტურის დაპირისპირება უკეთ უპასუხებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველ მატჩში საკმაოდ დიდი უპირატესობით (2:0 სტუმრად "აიტრახტთან"), ნეაპოლელებს საქმე ბოლომდე აქვთ მისაყვანი, ამის შემდეგ კი "ტორინოსთან" სტუმრობით უახლოეს ციკლს დაასრულებენ. ტურნირების ცხრილის შუაში არიან და ერთ-ერთი ყველაზე უმოტივაციო გუნდია - არც გავარდნა ემუქრებათ და ევროტურნირებიდანაც შორს იმყოფებიან. მთავარია, უფრო რთული და დატვირთული აპრილის წინ ნეაპოლელებმა არსებული ჰანდიკაპი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

რთული აპრილი

აპრილის დასაწყისში იტალიაში თასის ნახევარფინალები იმართება. დიდი როტაციის გამო სპალეტის გუნდმა ამ ტურნირზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. ამას დადებითი ფაქტორი ის აქვს, რომ ისედაც გადატვირთული თვის განმავლობაში დასვენების მეტი საშუალება იქნება. მთავარი მიზანი კი სკუდეტოა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (ჯერ არ გასულან) 11-19 აპრილს ნებისმიერი მეტოქის შემთხვევაში სერიოზული ორრაუნდიანი დაპირისპირებები ელით, რაც დიდ ემოციებსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული.

ამასობაში, აპრილი მომავალი სკუდეტოს გაფორმებისთვის გარდამტეხი თვე იქნება. "მილანთან" (შინ), "ლეჩესთან" (სტუმრად), "ვერონასთან" (შ), "იუვენტუსთან" (ს), "სალერნიტანასთან" (შ). როგორც გუნდების მიხედვით, ასევე რაოდენობით მართლაც დატვირთული კალენდარია. ერთია გრანდებთან დაპირისპირებები, მეორე კი ისეთ მოწინააღმდეგეებთან, რომელთათვის თითოეულ ქულას გადარჩენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება და ასეთ დროს ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან. თუმცა ამდროინდელი 15-ქულიანი უპირატესობა ისაა, რაც ქართველ გარემარბსა და მის მეგობრებს სიმშვიდის საშუალებას აძლევს. ამასობაში, წესით, ქულები "ინტერმაც" უნდა დაკარგოს და მაისის დადგომამდე ბევრი რამ გამოკვეთილი უნდა იყოს.

დარჩენილი დრო

ჩემპიონთა ლიგის კალენდარზე უფრო შორს ფიქრი "ნაპოლისთვის" ჯერ ნაადრევია, თუმცა მაინც გეტყვით, რომ ნახევარფინალები 9-17 მაისსაა, გადამწყვეტი შეხვედრა კი - 10 ივნისს. ამ დროს ნეაპოლელთა ფიქრები უკვე სკუდეტოს ზეიმთან უნდა ტრიალებდეს. 3 მაისის შემდეგ სპალეტის გუნდს 6 შეხვედრა ექნება ჩასატარებელი - "უდინეზესთან" (ს), "ფიორენტინასთან" (შ), "მონცასთან" (ს), "ბოლონიასთან" (ს) და უკანასკნელ ტურში, "სამპდორიასთან" საკუთარ მოედანზე.

ჩამონათვალში ერთი გუნდი აკლია, თუმცა ის არ გამოგვრჩენია. 21 მაისს "სტადიო მარადონაზე" დიდი აფიშაა, "ნაპოლი" "ინტერს" უმაპისპინძლებს და ეცდება, ერთი მხრივ, 4 იანვრის მარცხისთვის (0:1) შური იძიოს, ამავდროულად კი, სკუდეტოს "შეეხოს". წარმოგვიდგენია, ამ მატჩის მიმართ რამხელა ინტერესი იქნება...

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში ამჯერად 10 გოლი, 9 შედეგიანი პასი და შთამბეჭდავი თამაში აქვს. ამ მონაცემების ზრდას კიდევ ველით და ერთხელაც ვიტყვით - თუკი ყველაფერი ნეაპოლელთა ტრიუმფით დასრულდება (რისი შანსიც დიდია), ჩემპიონატის საუკეთესოს წოდება, წესითა და რიგით, ან ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაიმსახუროს, ანაც ვიქტორ ოსიმენმა. ნიგერიელის ანგარიშზე 19 გოლია და საუკეთესო ბომბარდირობისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

აგვისტოდან დრომ სწრაფად გაიარა, წინ კი ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური პერიოდი გველის!..

გიო
ანუ ინტერმა დარჩენილი 15ტივე შეხვედრა რო მოიგოს და ნაპოლიმ 4 რო წააგოს მაინც ნაპოლი გახდება ჩემპიონი ))))))))
სოსო
83-85 ქულა,წესით, ყველა შემთხვევაში უნდა ეყოთ.ინტერის მაქსიმალურად შესაძლებელი ხომ,89 ქულაა.
დავით აღმაშენებელი
დაანებეთ ხვიჩას პოლიტიკაში გარევას თავი,აცალეთ თამაში.
დავითი
რა დღეში ხართ ეს მეოცნებეები ერთი კედელს კარგათ გაეხახუნეთ
გოგა
აჰაჰაა მიყვარხარ ვიცი სარკაზმი და ირონია ამ კომენტარში სინამდვილეში არ ხარ ამ აზრზე :D გაიხარე
41
ვის აინტერესებს ნაცი კვარაცხელიას მომავალი..მიშა მოინახულოს კლინიკაში მაინ მასზე ამოსდის ეტყობა მზე და მთვარე..
გოგა
რად უნდა ამას დიდი დათვლა, 8 თამაში უნდა მოიგონ და ვსიო, შეიძლება 8 თამაშიც არ დაჭირდეთ, გაჩნია ინტერი დაკარგავს თუ არა ქულება
Charley
გამორიცხულია ამ ნაპოლიმ ქულების ფლანგვა დაიწყოს ეს წაგება მაინც კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და არა მოცემული რეალობა. ვფიქრობ ამ გაბრაზებულზე მოტივაცია ამაღლებული ნაპოლი განკითხვის დღეებს მოუწყობს ყველა მომდევნო მოწინააღმდეგეს სერია აში. მაგრამ მე მაინც ვიანგარიშე და ნაპოლის წავაგებინე ბევრი თამაში. ატალანტასთან, ინტერთან, მილანთან, იუვესთან, დაჟე უდინეზესთან. დარჩენილ თამაშებში ავაღებინე 22 ქულა. ინტერს მარტო 1 თამაში წავაგებინე რომასთან დანარჩენი ყველა მოვაგებინე ნაპოლისთან ჩათვლით. 37 ქულა ინტერს. და ჩემპიონატს ნაპოლი და ინტერი ასრულებს 87 ქულით და ბურთების უკეთესი სხვაობით მაინც ნაპოლი ხდება ჩემპიონი. ბურთების ფორა კი +40 უკვე აქვს ნაპოლის, +16 აქვს ინტერს და ეს ფორა გამორიცხულია ორმა ინტერმაც კი აღმოფრას. ამიტომ სკუდეტოს ნეაპოლში აღმართვას ვერაფერი დააბრკოლებს.
რატი
საკუთარი აზრის გამოთქმა ცეცხლზე ნავთის დასხმა არ არის. ხვიჩა არცერთ პარტიას არ ეკუთვნის, ამიტომ მართალია.
დავით
ჯერ ერთი ვერანაირი თავში ავარდნა ამ სტატიაში ვერ დავინახე - არავინ ამბობს რომ "ნაპოლის" გარანტირებული აქვს ჩემპიონობა, ხოლო თუ 13 ტურით ადრე 15-ქულიანი უპირატესობა თქვენ არაფრად მიგაჩნიათ - თქვენი პრობლემაა. და მეორე: თავში ავარდნა კარგს არაფერს მოგიტანთო, რომ წერთ ფრიად დამრიგებლური ტონით, ცოტა სასაცილო ხომ არ არის? რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ერთ-ერთ ქართულ საიტზე თუნდაც გადაჭარბებულად ოპტიმისტურად დაწერილმა სტატიამ "ნაპოლიზე"?! :) ))))))))))))
ქუთაისელი
იუვეს შეიძლება დაუბრუნონ 15 ქულა, არასწორად წარიმართა გამოძიებაო...:დ
beqa
წესით არუნდა წააგონ ხუთი თამაში და თუ წააგეს რა გარანტიაა ინტერი ყველას მოიგებს :)) არანაირი სკუდეტო ნაპოლისია
Soso
საერთოდ არ მაინტერესებს კვარაცხელია რას ითამაშებს თავის კლუბში ან როდის გახდება ჩემპიონი იმ სტატუსის მერე კაცი არ მგონია ევროპაში არ უნდოდეს პირდაპირ პროვოკაცია იყო იმ ბევრი ახალგაზრდისთვის ელემენტარული რაზე იყო საუბარი ისიც რომ არ იცოდა არც თვითონ იცოდა. საქართველოს ნაკრებში როცა იქნება მეტი ყურადღება მაშინ დაუთმეთ უკეთესია
რეზო
ძალიან ტყუილად ხართ დარწმუნებულბი. არაფერი კარგი თავში ავარდნას არ მოაქვს. 38 ქულაა კიდევ გასათააშებელი. 15 ქულა 5 წაგებაა და ვინ იძლევა გარანტიას, რომ არ წააგებენ?
ლაშა
ევროპის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი: 16.03. 00:00 ნაპოლი–აინტრახტი - - იტალიის სერია A: 19.03. 18:00 ტორინო–ნაპოლი - - 02.04. 22:45 ნაპოლი–მილანი - - 08.04. 14:30 ლეჩე–ნაპოლი - - 16.04. 17:00 ნაპოლი–ვერონა - - 23.04. 17:00 იუვენტუსი–ნაპოლი - - 30.04. 17:00 ნაპოლი–სალერნიტანა - - 03.05. 22:45 უდინეზე–ნაპოლი - - 07.05. 17:00 ნაპოლი–ფიორენტინა - - 14.05. 17:00 მონცა–ნაპოლი - - 21.05. 17:00 ნაპოლი–ინტერი - - 28.05. 17:00 ბოლონია–ნაპოლი - - 04.06. 17:00 ნაპოლი–სამპდორია
ბაში აჩუკი.
ჩემი აზრით,უარყოფითი როლი ითამაშა კვარამ ამ მოვლენებში, არ იყო საჭირო ეს ყველაფერი! ევროპა ჩვენი მიზანიცაა და ამ მთავრობისიც. არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა!
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია