"კრასნოდარის" ქართველმა კაპიტანმა ნალჩიკის "სპარტაკთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა
კვირას, 24 ივლისს, "კრასნოდარის" ქართველ კაპიტანს, ალექსანდრე ამისულაშვილს რუსეთის პრემიერლიგაში თამაში სტუმრად ნალჩიკის "სპარტაკთან" უწევს, რომლის ღირსებასაც სამწელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა.

მომავალ მატჩთან დაკავშირებულ ემოციებზე საქართველოს ნაკრების მცველი "კრასნოდარის" ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

- ალექსანდრე, როგორი განწყობით გახვალ კვირას ნალჩიკის სტადიონზე, რომელიც შენთვის მთელი სამი წლის განმავლობაში საშიანო იყო?

- სიმართლე გითხრათ, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მქონია. არასდროს მითამაშია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაში ასეთი დიდი დროის განმავლობაში გამოვდიოდი. შესაბამისად, გამიჭირდება იმ ემოციაზე წინასწარ საუბარი, რომელიც დამეუფლება.

როდესაც მოედანზე გავალ და ნაცნობ ტრიბუნებს, გულშემატკივრებს დავინახავ, ალბათ მაშინ გავიგებ, რა გრძნობაა ეს. ისეკი, ძალიან მომენატრა ნალჩიკი...

- და მაინც, ნერვიულობთ მატჩის წინ?

- ნერვიულობით არა, მაგრამ ცოტა არ იყოს, უცნაური შეგრძნება კი მაქვს. მაგალითად, მიჭირს თავის წარმოდგენა ნალჩიკის სტადიონის სტუმართა გუნდის გასახდელში.

- შენი აზრით, მეტოქე გუნდის ყველაზე ძლიერი მხარე რომელია?

- ამ წუთას ძალიან გამიჭირდება "სპარტაკის" შეფასება, რადგან უკვე წელიწადზე მეტია, რაც ნალჩიკიდან წავედი. როდესაც იქ ვთამაშობდი, გუნდის მთავარი ძალა უცილობლად მწვრთნელი – იური კრასნოჟანი იყო. მასზე უკვე იმდენი ითქვა, რომ მე ახალს ვეღარაფერს დავამატებ. ის კარგი ადამიანი და ძლიერი სპეციალისტია, რომელიც გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან განაწყობდა.

რა თქმა უნდა, მადლობას იმსახურებს რესპუბლიკის ხელმძღვანელობაც, რომელიც მთლიანად ენდობოდა კრასნოჟანს და ყველანაირად მხარში ედგა კლუბს.

და კიდევ, რა თქმა უნდა, "სპარტაკში" არსებულ კარგ და მეგობრულ კოლექტივზე უნდა ვთქვათ. ბიჭები ერთმანეთს მხარში ვედექით, რაც მოედანზე დიდად გვეხმარებოდა. ვფიქრობ, გუნდში დღესაც ასეთივე ურთიერთობები იქნება.

- "კრასნოდარს" ვორონეჟში რა დაემართა?

- რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა... სათამაშოდ განვეწყეთ. ვიცოდით, რომ მოტივირებულ მეტოქესთან მოგვიწევდა ბრძოლა და მწვრთნელიც გვაფრთხილებდა, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ იმის გაფიქრებამ, რომ პირველი დივიზიონის აუტსაიდერთან ვთამაშობდით, თავისი გააკეთა. ბევრს ვეცადეთ, გვინდოდა მოგება.

მეორე გაშვებული გოლის შემდეგაც შევეცადეთ მდგომარეობა გამოგვესწორებინა, მაგრამ სადღაც არ გაგვიმართლა, სადღაც არ გამოვიდა... ასეთია ფეხბურთი, მითუმეტეს თასი, სადაც წინასწარ რაიმეს განჭვრეტა ძნელია. ვინ იფიქრებდა, რომ ცსკა ასტრახანში წააგებდა...

- სათასო პაექრობაში ნაჩვენები შედეგი ნალჩიკში მატჩის წინ გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ხომ არ იმოქმედებს?

- იმედი მაქვს, არა. უკან ვეღარაფერს დააბრუნებ. ის თამაში უნდა დავივიწყოთ და მომდევნოსთვის მოვემზადოთ. გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია გვჭირდება. მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვორონეჟში დამარცხება შემთხვევითობა იყო.

"ფაკელთან" მატჩი უკვე განვიხილეთ. ახლა მისგან მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია, რათა მომავალში მსგავსი არ განმეორდეს. წინსვლა გვმართებს!

მომზადებულია fckrasnodar.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა